რა უნდა იყოს განათლების სამინისტროს მთავარი ამოცანები 2010-2011 წლებში

განათლების სამინისტროს წინაშე ბევრი პრობლემა და ამოცანა დგას. მათ გადაჭრაზე იქ უამრავი ადამიანი მუშაობს. თუმცა, თუ სამინისტრო ვერ შეძლებს სწორად გამოყოს ის რამოდენიმე საკითხი, რომელთა გადაწყვეტაზე ზრუნვაც ყველაზე მეტად პრაქტიკული და ღირებული შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის, მაშინ, სავარუადოდ, დროის გასვლის შემდეგ მისი საქმიანობა დამაკმაყოფილებლად ვერ შეფასდება ვერც საზოგადოების და ვერც ხელისუფლების მხრიდან. სრულად წაკითხვა »

რა უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისია

ჩვენი ზომის და თავისებურებების მქონე ქვეყანაში განათლების სამინისტრო თავის უმთავრეს დანიშნულებად უნდა მიიჩნევდეს

მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში ჯანსაღი ფასეულობების, შრომისუნარიანი, განათლებული ახლგაზრდა თაობის ჩამოყალიბებას.

მისი  საქმიანობა სწორედ ამ მისიის რეალიზაციას უნდა ემსახურებოდეს, ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ მინიმუმამდე უნდა შეამციროს ძალისხმევა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ამ კონკრეტული მიზნისკენ არ არის მიმართული. სრულად წაკითხვა »

რა უნდა გააკეთოს განათლების სამინისტრომ და რატომ სასკოლო აღზრდის ხარისხის ასამაღლებლად

სკოლის ფუნქციებს შორის ერთ–ერთი მთავარია და შესაძლოა უმთავრესიც, მოზარდებში სწორ ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბების მაქსიმალური ხელშეწყობაა. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაღალი არ არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორედ სასკოლო აღზრდის დონის სწრაფი ამაღლება. მითუმეტეს, რომ განათლების ხარისხის გაზრდისგან განსხვავებით, ამ მიმართულებით გაცილებით სწრაფი გაუმჯობესების მიღწევა შეიძლება. სრულად წაკითხვა »

როგორ შეუძლია განათლების სამინისტროს ბავშვებში და მოზარდებში წიგნების კითხვის სურვილის გაღვივებას შეუწყოს ხელი

ვფიქრობთ, რაიონული ბიბლიოთეკების რეორგანიზაციით, მათი ახლებური მოწყობით, საკადრო დაკომპლექტებით და მათთვის მუშაობის ახალი ინსტრუქციების მიცემით განათლების სამინისტროს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ახალი თაობების განათლების დონის ამაღლებაში. რაც ამ სამინისტროს უპირატესი მიზანია. ხოლო კითხვის სურვილის და ჩვევის გაჩენის გარეშე კი ამ მიზნის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. სრულად წაკითხვა »

რა უნდა იყოს განათლების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი 2010 წელს

წესით, თუ დასაქმება მთავრობის რეალური პრიორიტეტია, არაფერი უფრო მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს განათლების სამინისტროსთვის, თუ არა სახელობო, ყოფილი პროფესიულ-ტექნიკური სწავლების მიმართულების განვითარება. გასაგებია, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, როგორც სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების ხარისხის გაზრდის, ისე სამეცნიერო მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიმართულებით. თუმცა სწორედ სახელობო სწავლების განვითარებას დღეს ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია დასაქმების ამოცანების გადასაწყვეტად, მოსახლეობის კეთილდღეობის დონეზე ყველაზე სწრაფი ეფექტიც, წესით მას უნდა ჰქონდეს. სრულად წაკითხვა »

რისი გაკეთება შეუძლია თბილისის მეტროს მომხმარებლების რაოდენობისა და კმაყოფილების გასაზრდელად

ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ თბილისის მეტრო თავის სადგურებთან გააკეთებს სამარშრუტო ტაქსების ქსელს – “მიკრო მეტროს”, რომელიც მგზავრებს გადაიყვანს სხვადასხვა მიმართულებით (მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე).  სრულად წაკითხვა »

რის გაკეთებას ვურჩევდით ქალაქის მერს

ეს ინსაიტი დაიწერა ამ თემაზე სტრატეგიული კლუბის წევრების მოსაზრებების შეჯერებით

თბილისში, როგორც მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემაა, რომლებიც გადაჭრას საჭიროებენ. ძირითადი პრობლემებია:  სრულად წაკითხვა »

როგორ შეიძლება ქართული დიასპორების როლი გაიზარდოს ქვეყნის განვითარების საქმეში

ვფიქრობთ, თუ სახელმწიფო მკაფიო პოლიტიკას ჩამოაყალიბებს დიასპორებთან მიმართებაში და იტყვის, რომ მათი ლოიალურობა ქვეყნის მიმართ, მათი მზრუნველობა საქართველოზე და ქართველებზე პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მზრუნველი იქნება სახელმწიფო მათდამი, რამდენად დაეხმარება იგი იქ დამკვიდრებაში და გაძლიერებაში. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის სამშობლოსადმი მათ დამოკიდებულებას. მათ მიერ ქვეყნისათვის გაკეთებული კარგი საქმის მოცულობასაც რადიკალურად გაზრდის.  სრულად წაკითხვა »

როგორ შეუძლია ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზაციიდან მიღებული თანხების გაზრდა

ვფიქრობთ, თუ ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საპრივატიზაციო ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს გაყიდის, როგორც ბიზნესებს და არა როგორც მიწას ან შენობას, რეალიზაციას გაიიოლებდა და შემოსავალსაც ბევრად მეტს მიიღებს.  სრულად წაკითხვა »

როგორ შეიძლება გახდეს მეტროთი მგზავრობა სასიამოვნო

კარგი იქნება, თუ “თბილისის მეტრო” მიწისქვეშ არსებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ტიპის გამოფენა-გაყიდვებს (სურათები, ნაკეთობები, სუვენირები და ა.შ.) გაუკეთებს ორგანიზებას. სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება