რა საინტერესო პროდუქტის შეთავაზება შეუძლიათ ბანკებს სტუდენტებისა და ახალდაქორწინებული წყვილებისათვის

ვფიქრობთ, თუ რომელიმე ბანკი ახალდაქორწინებულ წყვილებს და სტუდენტებს დაუფინანსებს, ბინის გირაოს, შეძლებს პორტფელიც, შესაბამისად, შემოსავლებიც გაზარდოს და ახალი კლიენტებიც შეიძინოს.
სრულად წაკითხვა »

ექსპორტის ხელშეწყობა – ზრდის საუკეთესო საშუალება ბანკებისათვის

ის ქართული ბანკები, რომლებიც ექსპორტის დაკრედიტების ძლიერ დეპარტამენტებს შექმნიან, შემდეგი სამი-ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე სწრაფად გაიზრდებიან.

სრულად წაკითხვა »

რატომ შეიძლება იყოს სარგებლის მომტანი ბანკისთვის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტების დაფინანსება

ვფიქრობთ, თუ რომელიმე ბანკი რაიონებში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლებისა და იმ პერიოდში ცხოვრებისთვის საჭირო თანხებს დაუფინანსებდა (სესხის სახით, სწავლების დამთავრების შემდეგ გადახდის პირობით) სარგებელს მოუტანდა, როგორც თვითონ რაიონს, ასევე შეძლებდა საკრედიტო პორტფელის მოცულობის გაზრდასაც. სრულად წაკითხვა »

რატომ და როგორ შეუძლია ბანკს გაზარდოს მცირე ბიზნესები მის გარშემო

ის ბანკი, რომელიც ფილიალების მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა (განსაკუთრებით რეგიონების მიმართულებით), თუ თავისი შესასვლელის წინ ტერიტორიას დაასუფთავებდა, განათებით უზრუნველყოფდა, გაამწვანებდა და შემდეგ მისი იერსახის მუდმივად შენარჩენუბაზე იზრუნებდა, დიდ სარგებელს მოუტანდა, როგორც მოსახლეობას, ისე თვით ბანკს.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: March 19, 2011
  • კატეგორია: მომსახურება
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,365-ჯერ

საინტერესო გადაცემის იდეა სატელევიზიო მაუწყებლებისთვის

ვფიქრობთ, ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს, თუკი რომელიმე სატელევიზიო კომპანია გააკეთებდა გადაცემას, სადაც კომპეტენტური ადამიანი მაყურებლებს კომპიუტერული პროგრამებისა და ზოგადად კომიუტერის მოხმარების შესწავლაში დაეხმარებოდა.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: March 9, 2011
  • კატეგორია: მომსახურება
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,539-ჯერ

როგორ შეუძლიათ სატაქსო კომპანიებს კლიენტებისთვის მომსახურების გაიოლება

ის სატაქსო კომპანიები, რომლებიც ძირითადად კორპორატიულ სეგმენტს ემსახურებიან, ბევრად გაუმარტივებენ კლიენტებს მომსახურებას, თუკი შესაძლებელს გახდიან გამოძახებას SMS-ის ან Skype-ის მეშვეობით. სრულად წაკითხვა »

როგორ შეუძლია ცნობილი ბრენდების ავტოდილერს განავითაროს ტაქსების მიმართულება

თუ რომელიმე ცნობადი ავტობრენდის დილერი შეარჩევს ერთ ან რამოდენიმე მოდელს კორპორატიული კლიენტებისთვის და მათთვის სატაქსო მომსახურების გასაწევად გამოიყენებს, მანქანებს არ გაუკეთებს ტაქსებისთვის დამახასიათებელ ტიპიურ ნიშნებს, ეცდება, რომ ერთ ორგანიზაციასთან ერთი და იგივე მძღოლები ამუშაოს და მოძრაობის ტრაექტორიის მართვის ეფექტურ სქემას შექმნის, სავარაუდოდ მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღებას შეძლებს.

სრულად წაკითხვა »

ვისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი სამთო კურორტების განვითარება

ვფიქრობთ, თუ დიდი ფარმაცევტული კომპანიები (პსპ, ავერსი) ცნობილი ქართული სამთო კურორტების განვითარებას დაიწყებენ, სანატორიუმებს და სამკურნალო–გამაჯანსაღებელ კომპლექსებს აღადგენენ, საგზურებს კი აფთიაქების მეშვეობით გაყიდიან გაცილებით დიდ მოგებას მიიღებენ, ვიდრე თბილისში ამდენი კლინიკების მშენებლობითა და რეკონსტრუქციით. სრულად წაკითხვა »

ბიზნესის რა ახალი მიმართულება შეიძლება იყოს საინტერესო ფარმაცევტული კომპანიებისთვის

ფარმაცევტული ბაზრის ლიდერები აქტიურად უსვამენ ხაზს იმ გარემობას, რომ მათი მისია კლიენტების ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვაა. და თუ ისინი მართლაც ფიქრობენ, რომ ეს მათი მთავარი დანიშნულებაა მაშინ არსებობს ბიზნესის ახალი მიმართულება, რომელსაც მათთვის 20-25 000 მდე ლოიალური კლიენტი ოჯახის დამატება და წლიურად 4 მილიონამდე შემოსავლების გაზრდა შეუძლია მხოლოდ ამ ბიზნესიდან (კლიენტების მატება და მათი ლოიალობის გაზრდა ხომ თავის მხრივაც გაზრდის გაყიდვებს)

სრულად წაკითხვა »

როგორ შეუძლია საავტომობილო კომპანიას გაზარდოს მისი ბრენდების მიმართ ლოიალურობა და ყოველთვიური შემოსავლებიც

თუ საავტომობილო კომპანია მანქანების მეპატრონეებს შესთავაზებს გაერთიანდნენ სპეციალურ ავტოკლუბში, სადაც ყოველთვიური მცირე თანხის სანაცვლოდ (მაგ.:20 ლარი) მიიღებენ მთელ რიგ მომსახურებებს უფასოდ, ფასდაკლებებს სათადარიგო ნაწილებზე და ავტოსერვისებზე შეძლებს გაზარდოს მისი ბრენდების მიმართ ლოიალურობა და მნიშვნელოვანი დამატებითი ყოველთვიური შემოსავლებიც მიიღოს. სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება