წაკითხულია 101-ჯერ
თუ განათლების სამინისტრო ყოველწლიურად ჩაატარებს საგნობრივ ოლიმპიადებს მასწავლებლებს შორის. საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებლებს დააჯოლდოვებს ოქროს მედლებით და მისცემს სკოლას უფლებას იმ წელს სკოლის შენობის წინ საქართველოს იმდენი დროშა აღმართოს რამდენი ოქროს მედალოსანი მასწავლებელიც ეყოლება, ამით მნიშვნელოვნად გაზრდის მოტივაციას სკოლის ადმინისტრაციაშიც, მასწავლებლებშიც და მშობლებისთვის ბევრად ადვილი გახდება შეარჩიონ სკოლა საკუთარი შვილებისათვის. სრულად წაკითხვა »
კატეგორია განათლება | 0 კომენტარი
წაკითხულია 214-ჯერ
თუ განათლების სამინისტრო ქმედით დახმარებას გაუწევს სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს (სახელობო სასწავლებლებსაც როცა იქნებიან) თანხების ორგანიზებულად მოძიებაში ყოფილი მოსწავლეებისაგან, მოსწავლეთა მშობლებისაგან და ადგილობრივი მსხვილი და საშუალო საწარმოებისაგან, ამით მთლიანად გაანთლების სისტემაში მნიშვნელოვანი სახსრების შემოდინებას შეუწყობს ხელს. სრულად წაკითხვა »
კატეგორია განათლება | 0 კომენტარი
წაკითხულია 241-ჯერ
სწორედ ეხლა იწყება იმ ახალგაზრდების შერჩევის პროცესი, ვისაც სახელმწიფო საზღვარგარეთის ქვეყნებში ბიზნეს განათლების მიღებას დაუფინანსებს. ეს პროცესი უკვე რამოდენიმე წელია მიმდინარეობს და ბევრ ადამიანს მისცა დამატებითი სტიმული, ეფიქრათ ხარისხიანი განათლების მიღებაზე. პროცესი უდაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა, რამოდენიმე საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. კერძოდ: სრულად წაკითხვა »
კატეგორია განათლება, სამთავრობო და მონოპოლიები | 0 კომენტარი
წაკითხულია 217-ჯერ
განათლების სამინისტროს წინაშე ბევრი პრობლემა და ამოცანა დგას. მათ გადაჭრაზე იქ უამრავი ადამიანი მუშაობს. თუმცა თუ სამინისტრო ვერ შეძლებს სწორად გამოყოს ის რამოდენიმე საკითხი, რომელთა გადაწყვეტაზე ზრუნვაც ყველაზე მეტად პრაქტიკული და ღირებული შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის, მაშინ სავარუადოა, რომ დროის გასვლის შემდეგ მისი საქმიანობა დამაკმაყოფილებლად ვერ შეფასდება ვერც საზოგადოების და ვერც ხელისუფლების მხრიდან. სრულად წაკითხვა »
კატეგორია განათლება, სამთავრობო და მონოპოლიები | 0 კომენტარი
წაკითხულია 172-ჯერ
ჩვენი ზომის და თავისებურებების მქონე ქვეყანაში განათლების სამინისტრო თავის უმთავრეს დანიშნულებად უნდა მიიჩნევდეს
მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში ჯანსაღი ფასეულობების, შრომისუნარიანი, განათლებული ახლგაზრდა თაობის ჩამოყალიბებას.
მისი მთლიანი საქმიანობა სწორედ ამ მისიის რეალიზაციას უნდა ემსახურებოდეს რაც პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ მინიმუმამდე უნდა შეამციროს ძალისხმევა ყველა იმ მიმართულებით რომელიც ამ კონკრეტული მიზნისკენ არ არის მიმართული. სრულად წაკითხვა »
კატეგორია განათლება, სამთავრობო და მონოპოლიები | 0 კომენტარი
წაკითხულია 159-ჯერ
სკოლის ფუნქციებს შორის ერთ ერთი მთავარია და შესაძლოა უმთავრესიც მოზარდებში სწორი ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბების მაქსიმალური ხელშეწყობაა. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ მაღალი არ არის არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორედ სასკოლო აღზრდის დონის სწრაფი ამაღლება. მითუმეტეს, რომ განათლების ხარისხის გაზრდისგან განსხვავებით ამ მიმართულებით გაცილებით სწრაფი გაუმჯობესების მიღწევა შეიძლება. სრულად წაკითხვა »
კატეგორია განათლება, სამთავრობო და მონოპოლიები | 0 კომენტარი
წაკითხულია 190-ჯერ
ვფიქრობთ მცირე, რაიონული ბიბლიოთეკების რეორგანიზაციით, მათი ახლებური მოწყობით, საკადრო დაკომპლექტებით და მათთვის მუშაობის ახალი ინსტრუქციების მიცემით განათლების სამინისტროს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ახალი თაობების განათლების დონის ამაღლებაში. რაც ამ სამინისტროს უპირატესი მიზანია. ხოლო კითხვის სურვილის და ჩვევის გაჩენის გარეშე კი ამ მიზმის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. სრულად წაკითხვა »
კატეგორია განათლება, სამთავრობო და მონოპოლიები | 0 კომენტარი
წაკითხულია 155-ჯერ
წესით, თუ დასაქმება მთავრობის რეალური პრიორიტეტია, არაფერი უფრო მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს წელს განათლების სამინისტროსთვის თუ არა სახელობო, ყოფილი პროფესიულ-ტექნიკური სწავლების მიმართულების განვითარება. გასაგებია რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია როგორც სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების ხარისხის გაზრდის მიმართულებით ისე სამეცნიერო მუშაობის ეფექტიანობის ასამაღლებლად, მაგრამ სწორედ სახელობო სწავლების განვითარებას დღეს ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია დასაქმების ამოცანების გადასაწყვეტად და მოსახლეობის კეთილდღეობის დონეზე ყველაზე სწრაფი ეფექტიც წესით მას უნდა ჰქონდეს. სრულად წაკითხვა »
კატეგორია განათლება, სამთავრობო და მონოპოლიები | 0 კომენტარი
წაკითხულია 348-ჯერ
ვფიქრობთ, დიდი და აუთვისებელი მიმართულებაა მაღალი ხარისხის საზაფხულო ბანაკები სკოლის მოსწავლეებისათვის. ძალიან ბევრი მშობელი კი გადაიხდის ფულს მათი შვილების შინაარსიან და ხარისხიან დასვენებაში ზაფხულობით. სრულად წაკითხვა »
კატეგორია განათლება, ტურიზმი, უფასო ინსაითები | 2 კომენტარი »
წაკითხულია 328-ჯერ
დროში ყველაზე ეფექტური სკოლების ფუნქცინირების ხარისხის გაუმჯობესებისათვის დირექტორების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა შეიძლება გახდეს. ვფიქრობთ ამ ამოცანის გადაწყვეტა შედარებით ადვილად შეიძლება თუ: სრულად წაკითხვა »
კატეგორია განათლება, უფასო ინსაითები | 1 კომენტარი
წაკითხულია 228-ჯერ
ვფიქრობთ, ძალიან სასარგებლო და რეიტინგული გადაცემა გამოვა, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი გააკეთებს უნარ-ჩვევების შემსწავლელ გადაცემას. სრულად წაკითხვა »
კატეგორია IT, ტრანსპორტი და კომუნიკაციები, განათლება, უფასო ინსაითები | 0 კომენტარი
წაკითხულია 374-ჯერ
PTG-მ უნდა გახსნას ინგლისური ენის სასწავლო ცენტრები (კაბინეტები) შიგ სკოლებში - PTG schools. ამით ის შეძლებს მოკლე პერიოდში სკოლის მოსწავლეების ძალიან დიდი ნაწილის მოცვას. კურსები ჩატარდება გაკვეთილების შემდეგ, და ეს იქნება ძალიან მოსახერხებელი იმ მშობლებისათვის, ვინც ვერ ახერხებს სკოლიდან ბავშვების ადრე გამოყვანას. სრულად წაკითხვა »
კატეგორია განათლება, საერთო | 0 კომენტარი
წაკითხულია 298-ჯერ
ვფიქრობთ, ძალიან კარგი იქნება, თუ თსუ გააკეთებს დისტანციური სწავლების კურსს. ანუ ყველას ექნება შესაძლებლობა ინტერნეტით მცირე თანხის გადახდის შემდეგ შეისწავლოს მისთვის საინტერესო საგნები სხვადასხვა სფეროდან. სრულად წაკითხვა »
კატეგორია განათლება, საერთო, უფასო ინსაითები | 0 კომენტარი
წაკითხულია 342-ჯერ
ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ თსუ გააკეთებს საკონსულტაციო ცენტრს და სპეციალურ სასწავლო კურსებს იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურთ მაგისტრატურა უცხოეთში გაიარონ. სრულად წაკითხვა »
კატეგორია განათლება, საერთო | 0 კომენტარი
წაკითხულია 444-ჯერ
ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ განათლების სამინისტრო სკოლებში, მაღალ კლასებში, შემოიღებს ახალ საგანს - უნარ-ჩვევებს, რომელსაც სპეციალურად გადამზადებული მასწავლებლები შეასწავლიან. სრულად წაკითხვა »
კატეგორია განათლება, სამთავრობო და მონოპოლიები, უფასო ინსაითები | 0 კომენტარი
წაკითხულია 665-ჯერ
წარმოიდგინეთ რამხელა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს აგრარული უნივერსისტეტის თბილისიდან თელავში გადატანას?! მნიშვნელოვნად შეიცვლება ქალაქის ეკონომიკა, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები, ამაღლდება ცხოვრების დონე. სრულად წაკითხვა »
კატეგორია განათლება, დეველოფმენთი და მშენებლობა, სამთავრობო და მონოპოლიები, უფასო ინსაითები, შაბათის ინსაითი | 3 კომენტარი »