როგორ შეუძლიათ გაზარდონ თბილისში გადაადგილების კომფორტი უცხოელებისათვის უცხო ენის სასწავლო ცენტრებს

წარმოიდგინეთ რომ ხართ უცხოელი და ჩამოდიხართ თბილისში. აეროპორტში ბევრ საინფორმაციო საშუალებებთან ერთად თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თბილისში გადაადგილების მარშრუტები და საშუალებები. იქვე თქვენ პოულობთ რომ ზოგიერთ ტაქს აქვს სპეციალური ნიშანი, რაც ნიშნავს რომ მის მძღოლს შეუძლია მინიმუმ ინგლისურ ენაზე საუბარი საჭირო დონეზე. და ასეთი ტაქსები არცთუ ისე ცოტაა.

წარმოიდგინეთ რამდენად ნასიამოვნები დარჩებოდა ამით უცხოელი ყველაფერ იმასთან ერთად რასაც საქართველოში ნახავდა?

ეს შესაძლებლობა ძალიან კარგად შეიძლება გამოიყენონ უცხო ენის სასწავლო ცენტრებმა, რომლებსაც შეუძლიათ სპეციალური პროგრამა შეიმუშავონ ტაქსების მძღოლებისათვის, რათა მათ მინიმალურად საუბარი შეძლონ უცხოელთან. გარდა ამისა უნდა დამუშავდეს სპეციალური ნიშანი (ლოგო), რომელიც მძღოლებს გადაეცემათ სერტიფიკატის ნაცვლად ავტომობილზე დასაკრავად.

ამით არა მხოლოდ ტაქსო პარკები, არამედ თბილისის მერიაც შეიძლება დაინტერესდეს, რომელიც თუკი თვითონ დააფინანსებს დამოუკიდებელი ტაქსების მძღოლების სწავლებას (რომლებიც სურვილს გამოთქვამენ) და ასევე თვითონვე შეიმუშავებს სპეციალურ ნიშანს, მოახდენს მის პოპულარიზაციას და ამ ნიშნის გაცემის უფლებას მისცემს უცხო ენის ცენტრებს, დიდ სამსახურს გაუწევს როგორც ტაქსის მძღოლებს, ასევე ტურისტებსაც.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.67 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

3 კომენტარი to “როგორ შეუძლიათ გაზარდონ თბილისში გადაადგილების კომფორტი უცხოელებისათვის უცხო ენის სასწავლო ცენტრებს”


  1. Irakli
    on May 31st, 2009
    @ 17:00

    da mere am taxis mdzgols ramdeni kargis gaketeba sheedzleba am utsxoelebistvis, miatsodos:

    1. turististvis kargad damushavebuli qalaqis ruka;
    2. adgilebi sad sheidzleba kargad chamon qartulad;
    3. sad aris evropuli samzareuloebis da klubebis adgili (shardeni, perovskaia)
    4. sad aris dzveli tbilisi;
    5. gogirdis abanoebi;
    6. romeli muzeumebi sheidzleba naxos;
    7. savarjisho tsentrebi (auzi, trenajorebi) tu didi xnit rcheba;
    8. sad sheidzleba aikvanon utsxo enovani gidi;
    9. axlo maxlo qalaqgaret sad gavidnen;
    8. a.sh.

    da zemot ro mitseria kargad damusahvebuli ruka-tko nishnavs imas ro es adgilebi agnihsnuli unda ikos am rukaze.

    erti riskia restornebma fuli ar gaumazon taqsis mdzgolebs da tsud restornebshi gaagzavnon :) magram tu rukaze tsinastar iqneba datanili vegar moatkueben da es restornebis sia sheidzleba meriam sheadginos. sachmeli dzalian mnishvnelovania qveknis gasatsnobad:)

    magram jer inglisuri unda istavlon!!!

    datsxet inglisuro sastsavlo tsentrebo!!!


  2. tinatin
    on Jun 10th, 2009
    @ 16:03

    es magari ideaa – mmwons. tbilisi ert-erti yvelaze naklebad turist-friendly kalakia msoflioshi. vushvelot ucxoel turistebs :))))


  3. gia
    on Oct 15th, 2009
    @ 19:50

    ert xans

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება