როგორ შეიძლება გადარჩნენ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები კრიზისის დროს

არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როდესაც მკვეთრად არის შემცირებული ტურისტების რაოდენობა, ბევრი მცირე და საშუალო ზომის სასტუმრო დგას დატვირთვების პრობლემის წინაშე.

ვფიქრობთ, რომ ასეთ ვითარებაში სასტუმროებმა აქცენტი უნდა გააკეთონ კორპორატიულ სექტორზე. კორპორტიულ სექტორში კი იგულისხმება ის ორგანიზაციები, რომლებსაც ხშირად სტუმრობენ უცხოელი პარტნიორი კომპანიების თანამშრომლები.

ამისათვის სასტუმროებმა უნდა შეიმუშაონ პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ამ კომპანიების სტუმრების სრულ მომსახურებას – თვითმფრინავის ტრაპიდან თვითმფრინავის ტრაპამდე. ამ მომსახურებაში შეიძლება შევიდეს:

– სატრანსპორტო მომსახურება ქვეყნის შიგნით – ტრანსფერი აეროპორტიდან და პირიქით, ტრანსპორტირება სასტუმროდან მასპინძელ კომპანიაში ან ნებისმიერ სხვა ადგილას;
– შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები – სტუმრისათვის ქართული კულტურის გაცნობა, თბილისის და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება;
– სტუმრის სხვა, დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინება და მისი მომსახურება ქართული სტუმართმოყვარეობით.

ასეთი მომსახურება მიმზიდველი შეიძლება იყოს ორგანიზაციებისათვის იმის გამო, რომ აღარ მოუწევთ იმაზე ფიქრი თუ სად წაიყვანონ, რა დაათვალიერებინონ მათ სტუმრებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად კმაყოფილები გაუშვან.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება