რა შეუსწავლელი შესაძლებლობა არსებობს გათბობისა და კონდიცირების სისტემების ბაზარზე

ყველამ ვიცით როგორ მიეცა დავიწყებას საბჭოთა კავშირის დროს დანერგილი ერთიანი გათბობის სისტემები, როგორ მოიჭრა რადიატორები და როგორ დაიწყო ხალხმა ნელ-ნელა ინდივიდუალური სისტემების დაყენება. რა თქმა უნდა ეს ბუნებრივი პროცესი იყო, მაგრამ თუ ვინმე დაფიქრდება ამის შესახებ შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ერთიანი სისტემა უფრო მეტად იაფი შეიძლება იყოს მომხმარებლებისათვის.

ვფიქრობთ, რომ დღეს ბაზარზე არსებობს საცხოვრებელ კორპუსებში არამარტო გათბობის, არამედ კონდიცირების ერთიანი სისტემების ქონაზე მნიშვნელოვანი, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება. ამისათვის აუცილებელია რომ კომპანია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს შეისწავლოს ძველ კორპუსებში რა დაჯდება ერთიანი კონდიცირებისა და გათბობის სისტემების დაყენება და როგორ შეიძლება გადანაწილდეს ეს დანახარჯები მოსახლეობაზე. შესაძლოა პირველადი ინვესტიციის ხარჯები შევიდეს ყოველთვიურ გადასახადში და ამგვარად გადაიხადონ კორპუსის მაცხოვრებლებმა.

თუ გავითვალისწინებთ რამდენი კორპუსია დღეს თბილისში ძნელი მისახვედრი არაა თუ რამხელა შესაძლებლობის გამოყენებაზე არის საუბარი.  თუმცა კომპანია, რომელიც ამას მოკიდებს ხელს დანახარჯებთან ერთად აუცილებლად უნდა შეისწავლოს მომხმარებლების დამოკიდებულება და მზაობა ასეთი სისტემების ინსტალაციის მიმართ.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.67 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “რა შეუსწავლელი შესაძლებლობა არსებობს გათბობისა და კონდიცირების სისტემების ბაზარზე”


  1. მიშა
    on Sep 10th, 2009
    @ 11:00

    ინდივიდუალური გათბობის და კონდიცირების სისტემები უფრო ეკონომიურია ვიდრე საერთო, რადგან საერთო სისტემებს აქვს თბო დანაკარგები ტრანსპორტირების პროცესში. სამწუხაროდ იდეალური თბო იზოლატორები არ არსებობს :)

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება