სტანდარტული პროექტის ბინები – გამოუყენებელი შესაძლებლობა დეველოპერებისთვის

მარტო თბილისში 200 000 ზე მეტი სტანდარტული ტიპის ბინაა, ხრუშოვკები, ჩეხურები, ყავლაშვილის, სტალინის და ა.შ. ასეთი პროექტებით აშენებულ ბინებში ძალიან ბევრი ოჯახი ათეული წლებია ცხოვრობს. დღეს როდესაც ახალი, ძველი, მშენებარე სახლების ყიდვა ძალიან გართულდა, ოჯახების გაყოფა-გამრავლება კი ძველი ან კიდევ უფრო აქტიური ტემპებით მიმდინარეობს სულ უფრო დიდია მოთხოვნა არსებული სტანდარტული ბინების გადაკეთებაზე, ზოგს უნდა ისინი უფრო თანამედროვე გახადოს, ზოგს უნდა დაუმატოს საძინებელი, სამუშაო ოთახი (თუნდაც პატარა).

დეველოპერები რომლებიც შეძლებენ სტანდარტული ბინების გადაკეთების ისეთი ვარიანტების დამუშავებას, რომლებიც უფრო თანამედროვე და უფრო ფუნქციონალური იქნება, აგრეთვე შეძლებენ რეკონსტრუქციის სამუშაოების მართვასთან ერთად შესთავაზონ ეს მომსახურება მომხმარებელს შესაძლოა ასევე ძალიან დიდი აუთვისებელი ბაზარი აღმოაჩინონ, რომელიც ბევრი მათგანისთვის შეიძლება ფინანსური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდეს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 3.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

3 კომენტარი to “სტანდარტული პროექტის ბინები – გამოუყენებელი შესაძლებლობა დეველოპერებისთვის”


  1. Anonymous
    on Jun 11th, 2009
    @ 10:38

    საინტერესო თემაა,

    ნუ ხრუშოვკების გადაკეთებას აზრი არ აქ, ეგ სახლებუ უკვე ვადაგასულია, თუმცა რუსეთში არსებობს ფაქტები როცა ხრუშოვკებს ზემოდა ჩიხოლები ჩამოაცვეს და ახალი დაშენებები გაუკეთეს…

    რაც შეეხება სხვა პროექტებს, აქ შეიძლება იყოს რეზერვები, ხალხი თვითონ აკეტებს და ძაიან ხშირ შემთხვევაში მზიდ კედლებსაც ანგრევენ…

    რაც შეეხება დიდ და აუთვისებელ ბაზარს, ეგ არ ვიცი… თვითონ რეკონსტრუქციით რომ დიდი ღირებულება შეიქმნას კორპუსებში საეჭვოა, მაგას აჯობებს გაყიდონ და ახალი იყიდონ… გაცილებით უფრო იაფი დაუჯდებათ…


  2. Anonymous
    on Jun 11th, 2009
    @ 11:05

    კი კი დეველოპერებისთვის ეგრე უკეთესია რა თქმა უნდა :)


  3. ნიკა
    on Jun 18th, 2009
    @ 11:18

    “ხრუშოვკები” არც საცხოვრებელი პირობებით, არც გარეგნული იერსახით, მით უმეტეს ერთ მწყობრში ჩალაგებული კვარტლები, არ შეესაბამება თანამედროვე სტილს თუ მოთხოვნებს. ამიტომ ალბათ მათი გადაკეთება, თუნდაც ზემოდან დაშენება (არის ასეთი სახლები რამდენიმე, ყაზბეგზე, რესპუბლიკურის გვერდით…) არ მგონია სასურველი იყოს თუნდაც ქალაქის განაშენიანებისთვის.

    არის ერთი იდეა, ოღონს არ ვიცი რამდენად მომგებიანი იქნება, მაგრამ შეიძლება გრძელვადიანი პერსპექტივით საკმაოდ კარგიც იყოს. უმეტესობა “ხრუშოვკებისა” საბურთალოზეა, არის გარეუბნებშიც. დღეს, როცა უკვე აშენებულ სახლებში ბინების გაყიდვის პრობლემაა, სამშენებლო კომპანიებს შეუძლიათ “ხრუშოვკის” მცხოვრებლებს ზომიერი თანხის დამატების შემთხვევაში შესთავაზონ ახალაშენებულ სახლებში გადასვლა – ანუ ბინის გაცვლა. შედეგად როგორც ეძახით, დეველოპერებს რჩებათ საკმაოდ ძვირადღირებული მიწა ლამის მთელი კვარტლების ზომით.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება