კოლმეურნეობების რა ფორმით დაბრუნება დაეხმარებოდა სოფლის მეურნეობას საქართველოში

კოლმეურნეობების დაბრუნება, რომლებიც სააქციო საზოგადოებებად შეიძლება იყვნენ ჩამოყალიბებული და რომლებსაც ეყოლებოდა მენეჯერი, ზედამხედველი საბჭო, ტექნოლოგიები, გაყიდვებზე პასუხისმგებელი ადამიანები. რომლებიც დაასაქმებდა სოფლის მოსახლეობას, რომლებიც ასევე აქციონერებიც იქნებოდნენ, რომელიც სტრატეგიულ ჯიშებზე აიღებდა აქცენტს, რესურსებსაც უფრო ეფექტურად გამოიყენებდა, სოფლებში ხალხის დაბრუნებაზეც ექნებოდა მოტივაცია და იზრუნებდა კიდეც..

გვგონია, რომ ამას შეუძლია გაუადვილოს სოფელს ბევრი პრობლემის მოგვარება, სოფლის მეურნეობის განვითარებასაც შეუწყოს ხელი. რაც შეეხება სახელწიფოს, მისთვისაც უფრო ადვილი იქნება ურთიერთობა ასეთ წარმონაქმნთან ვიდრე ინდივიდუალურ ფერმერებთან. მათ ის წაახალისებს პრივილეგიებით ყველაზე წარმატებული მეურნეობებისათვის, მიაქირავებს ადგილს კოლექტორებში, მექანიზაციას, ადგილებს სპეციალურ ბაზრებზე დიდ ქალაქებში, რომლებსაც სახელმწიფოვე გაუკეთებს პოპულარიაზაციას როგორც ადგილობრივი სოფლისმეურნეობის პროდუქციის გაყიდვების ადგილს, დაეხმარება ასეთ მეურნეობებს საკვებით, თესლით  და სხვა საჭირო საბრუნავი საშუალებებით. ასეთი მეურნეობებისთვის უფრო ადვილი იქნება ბანკებთან ურთიერთობაც, და მათი სწავლებაც უფრო ადვილი იქნება. იმის ნაცვლად რომ ყველა გლეხს ასწავლო ყველაფერი მენეჯერს ასწავლი მართვას, ბუღალტერს-ბუღალტერიას, ტექნოლოგს ახალ ტექნოლოგიებს და ა.შ. მოკლედ ძალიან ბევრი რამე შეიძლება გამარტივდეს ასეთი მეურნეობების წახალისებებით. რაც არც თუ ისე რთული უნდა იყოს წესით.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.94 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “კოლმეურნეობების რა ფორმით დაბრუნება დაეხმარებოდა სოფლის მეურნეობას საქართველოში”


  1. არჩილი
    on Jun 16th, 2009
    @ 14:45

    კარგი იდეაა. თუ ვინმე მიჰყოფს ხელს მის რეალიზებას, ვფიქრობ ერთ ერთ პირველ საკითხად იმას უნდა დაუფიქრდეს, რა მთავარი განსხვავებები უნდა ჰქონდეს ძველი კოლმეურნეობებისაგან, რომ მაშინდელი გულგრილობა საერთო ქონების მიმართ და სიზარმაცის ხელისშემწყობი მოტივაცია არ გაჩნდეს ისევ.

    თუ ამ პრობლემების გადაჭრის გზა მოიძებნა, ვფიქრობ მაგრად იმუშვებს.


  2. levan zuroSvili
    on Jun 20th, 2009
    @ 20:45

    kargia soflis meurneobis sakiTxis gamoCena Tqvens forumSi. am dargis ganviTareba marto imad rad Rirs, rom xalxi sofels daubrundes. gulgriloba aq arafer SuaSi iqneba, motivacia iqneba am xalxis gansxvavebuli komunisti muSisagan, Tavisi erqmeva am yvelafers. miwas misi alternatiuli RirebulebebiT Seafaseben, ukeTesi mosavlis moyvanis Jini maT aiZulebs sworedac rom yavdeT ganaTlebuli menejeri, kargi specialistebi da ase Semdeg. es ar iqneba is kolmeurneoba rac adre, es Cveulebrivi kompaia iqneba organizebuli formiT.
    yvelaze mniSvnelovani am ideis asamoZraveblad saxelmwifo mxardaWeraa, gasaRebis bazari, dazRveva, teqnologiebi, kvalifikacia da gamocdileba, Tanamedrove miRwevebi soflis meurneobaSi da sxva, razec am xalxs xeli ar miuwvdeba da rac saxelmwifom unda ganaviTaros. me vfiqrob es iqneba gacilebiT efeqturi, saSviliSvilo, dalocvili investicia vidre 500 000 000 gzebis mSeneblobaSi (ra Tqma unda mniSvnelovania, magram kargi gzebi moicdis, kargi puri ki ara). soflis meurnelobis ganviTareba is grZelvadiani ekonomikuri dovlaTia, razec unda aSendes saqarTvelo.

    es yvelaferi kargi, magram konkretulad rogor esaxeba am ideis avtors es yvelaferi? rogor SeiZleba qveyanam gadadgas konkretuli nabijebi aqeT?

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება