რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით მცხეთა-მთიანეთში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

თბილისური ოჯახების უმეტესობას ერთი მუდმივი პრობლემა აწუხებთ ხოლმე, სად შეიძინონ ნამდვილად ნატურალური, არაიმპორტირებული კვების პროდუქტები და მშვიდად იყვნენ, რომ მათი შვილები ჯანმრთელ საკვებს მიირთმევენ.

ამ პრობლემას სხვადასხვანაირად წყვეტენ, ზოგს ნათესავი ჰყავს სოფელში, ზოგი თვითონ მიდის თბილისთან შორიახლო მდებარე რაიონულ (დუშეთი, საგარეჯო, მარნეული და ა.შ.) ბაზრებში და მარაგებს იკეთებს, უმეტესობა კი ბედს მიენდობა და თბილისის საკოლმეურნეო ბაზრებში ცდილობს მოვაჭრეების “ნამუსზე აგდებას”.

მეორეს მხრივ, სოფლის მოსახლეობას, თბილისის უზარმაზარ ბაზრებში, ზღვა იმპორტირებულ საქონელთან ერთად, უჭირს დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ მისი კარტოფილი ნამდვილად თიანეთისაა და არა თურქული, ნიორი დუშეთშია მოყვანილი და არა ჩინეთიდან ჩამოტანილი და ა.შ.

ამ ყველაფერმა ასეთი შესაძლებლობა დაგვანახა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადმინისტრაციისათვის: რატომ არ უნდა გააკეთონ საკოლმეურნეო ბაზარი თბილისის გასასვლელში (თბილისსა და მცხეთას შორის სადმე დიდ ტერიტორიაზე) და თბილისის მოსახლეობას შესთავაზონ ნამდვილად მცხეთაში, დუშეთში, თიანეთში, ყაზბეგში, ახალგორში მოყვანილი პროდუქცია. ამით ხომ რეგიონის მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუადვილებენ ცხოვრებას და თბილისელებსაც მოუხსნიან თავსატეხს, სად იყიდონ ნატურალური პროდუქცია.

ეს დამატებით სამუშაო ადგილებსაც შექმნის და ახალგორიდან დევნილებსაც დამატებით
დაასაქმებს.

რეგიონის ხელმძღვანელობამ სამი ამოცანა უნდა გადაჭრას ამისთვის:

1. გამოყოს ფართო ადგილი თბილისსა და მცხეთას შორის და მოაწყოს ყველანაირი ინფრასტრუქტურა როგორც გამყიდველებისთვის, ასევე თბილისიდან ჩასული მომხმარებლებისთვის;

2. უზრუნველყოს რომ ბაზარში მოხვდეს მხოლოდ ნატურალური, უსაფრთხო და მხოლოდ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ნაწარმოები პროდუქცია;

3. გაავრცელოს ამ ბაზრის შესახებ ინფორმაცია თბილისის მოსახლეობას შორის და  უზრუნველყოს მათი უპრობლემო გაადადგილება თბილისიდან საკოლმეურნეო ბაზრამდე და უკან.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.67 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით მცხეთა-მთიანეთში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის”


  1. არჩილი
    on Jun 22nd, 2009
    @ 17:29

    გლდანში არის ასეთი სახელდახელოდ მოწყობილი “ბაზარი” მეტროსთან. დილით ჩამოდის ხალხი და 1-2 საათამდე მთელი პროდუქტი გაყიდული აქვთ ხოლმე. მართლაც მაგარი მოთხოვნაა ამ პეოდუქტებზე.

    ქალაქის გარეთ ასეთი ბაზრობის მოწყობა მომხმარებლისთვის პრობოლემას უკავშირდება და მაგაშ არ ვარ დარწმუნებული, რამდენად წავა ხალხი იმ სიშორეზე. გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ გაკეთდეს? უბრალოდ მიწის სიძვირე იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი.


  2. Anonymous
    on Jun 22nd, 2009
    @ 21:23

    tu iqneba qalaqgaret msgavsi obieqti mosaxleoba aucileblad wava,radgan minimum imis imedi mainc eqnebat iq namdvilad qartveli gelxis produqti iqneba,
    kargi ideaa,

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება