რა დამატებითი შესაძლებლობები არსებობს მაღალმთიან რეგიონებში მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის

სტეფანწმინდის რაიონში მთის მდინარეების სიუხვე კარგ შესაძლებლობას იძლევა ამ ადგილებში საკალმახე მეურნეობების განვითარებისათვის. თუმცა, ამას ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ საკუთარი სახსრებით რა თქმა უნდა ვერ შეძლებს.გარდა იმისა, რომ საკალმახეების მოწყობას თავდაპირველი ინვესტიცია ესაჭიროება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია თევზებისთვის ხარისხიანი საკვების მიწოდება დაბალ ფასებში, ამ პროდუქტის ასევე მაღალი ხარისხის სტაბილური უზრუნველყოფა და ბოლოს, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ პროდუქტის გაყიდვა.

 ვფიქრობთ, ამ ამოცანის ყველაზე კარგად გადაჭრას ადგილობრივი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია შეძლებს, რომელსაც ან უკვე განვითარებული აქვს თევზის მიმართულება, ან ამ ბაზარზე შესვლას გეგმავს.

რაში შეიძლება დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას ასეთი კომპანია?

1. ნედლეულის შესყიდვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება. ასეთი სისტემის არსებობის შემთხვევაში ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ლიფსიტები და თევზის საკვები გარანტირებულად მაღალი ხარისხის შეიძინონ და ფასიც შესაბამისად ნაკლები გადაიხადონ, ვიდრე ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში გადაიხდიდნენ.

2. მოგროვება. უნდა შეიქმნას კოლექტორი, რომელიც ადგილობრივი ფერმერების მიერ გაზრდილ თევზს ჩაიბარებს. კოლექტორმა უნდა მოახდინოს მხოლოდ მის მიერ შემუშავებული ხარისხის სტანდარტის მქონე თევზის ჩაბარება, რაც თავის მხრივ ამ პროდუქტის საბოლოო მომხმარებლის ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს.

3. დისტრიბუცია. ხორცპროდუქტების კომპანია, რომელიც თევზით კოლექტორიდან მომარაგდება, უზრუნველყოფს სხვადასხვა პროდუქტებში გმოყენებას და შემდგომ დისტრიბუციას მის უკვე არსებულ სადისტრიბუციო ქსელში.

ამ სამი ამოცანის გადაჭრით ადგილობრივი ფერმერები შეძლებენ ლიფსიტების და საკვების შეძენის, ასევე უკვე გაზრდილი თევზების რეალიზაციის პრობლემის გადაჭრას. მათი მთავარი საზრუნავი კი მხოლოდ მაღალი ხარისხის თევზის წარმოება იქნება.

ამავდროულად ხორცის მწრმოებელი კომპანია შეძლებს საკუთარი  ასორტიმენტის გაფართოებას და ადგილობრივი კალმახის და მისი პროდუქტების მისაღებ ფასებში რეალიზაციას.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.67 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება