დროა დეველოპერები თბილისის განაშენიანებიდან მთელი საქართველოს განაშენიანებაზე გადავიდნენ

საქართველოს მთაში, ბარში და ზღვის სანაპიროზე უამრავი ულამაზესი ადგილია სადაც დღეს შეიძლება კვადრატული მეტრი მიწა სულ 2-3 დოლარად იყიდო. საკმარისია გაიაზრო რა დანიშნულება შეიძლება ამ ადგილმა შეასრულოს, დაარქვა სახელი, შეიყვანო  გზა, ელექტროენერგია მიაწოდო, ბილიკები მოაწყო, ერთი ორი პატარა შენობა ააშენო (მაღაზიისთვის ან საყარაულო ან სხვა დანიშნულების), დაყო ნაწილებად დანიშნულების მიხედვით, ინფორმაცია (ფოტო და ვიდეო მასალა) გაავრცელო და მერე კვადრატული შეგიძლია მინიმუმ 10-15$ გაყიდო თავისუფლად უმეტესად სამკურნალო, დასასვენებელი საკურორტო ზონების, სააგარაკე დასახლებებების ან სულაც ახალი სოფლების გასაშენებლად (ბევრი ოჯახი თბილისიდან ან თბილისთან ახლოს დათანხმდება გაყიდოს თავისი სახლები და ცოტა მოშორებით, უფრო წყნარ, ლამაზ და სუფთა ადგილზე გადავიდეს უფრო მეტი მიწით, რაც მათ სოფლის მეურნეობით დაკავების შესაძლებლობასაც მისცემს). 

ვფიქრობთ დროა რომ დეველოპერებმა აღიარონ, რომ მათთვის ადვილი ფულის შოვნის ხანა დამთავრდა, და რომ საცხოვრებელ ბინებზე ფასების მატებით ხეირის ნახვა კი არ არის დეველოფმენთი არამედ გამოუყენებელი პოტენციალის მქონე მიწების თუ შენობების პოტენციალის გამოვლენა და გამოყენება. ისწავლონ ასეთი ადგილების ძებნა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათი განვითარება, გამოადგებიან ხალხსაც და თავის დანიშნულებასაც უკეთესად შეასრულებენ. გასაგებია რომ ახლა გაცხოველებული ყიდვა გაყიდვა არც ამ მიწებზე იქნება, თუმცა მათი მოძებნა და დაგეგმარება ბევრად გააადვილებს მომავალში ამ პროექტების მომგებიანად განხორციელებას.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

2 კომენტარი to “დროა დეველოპერები თბილისის განაშენიანებიდან მთელი საქართველოს განაშენიანებაზე გადავიდნენ”


  1. არჩილი
    on Jul 20th, 2009
    @ 14:47

    საინტერესო new broker Group-მა თუ მიაღწია რაიმე წარმატებას. თუ არ ვცდები რაღაც მსგავსი მიმართულებით მუშობენ, რამოდენიმე ეხალ სოფელს ქმნიან იქ გზის მიყვანითა და მშენებლობების მხარდაჭერით.

    და კონკრეტულ მოსაზრებასაც დავწერ, გომბორის ტრასის გაყოლებაზეა ჩემი აზრით დიდი მსგავსი ფართობები. თბილისიდან ახლოა, ბუნება და ჰაერიც კარგია და თბილისიდანაც არაა შორი. გომბორს იქით, თელავის მხარეს სოფლებში უკვე დაიწყო ფასებმა ზრდა. ვფიქრობ გომბორს აქეთაც გადმოედება ეგ ტენდენცია (მითუმეტეს თუ ტრასის მშენებლობა დაიწყო)


  2. gio
    on Jul 21st, 2009
    @ 19:49

    mtlad mase ar aris, rom 2-3 dolarad miwa iyido da mere 10-15 dolarad gayido kvadratuli metri dasasvenebeli mcire agaraki an rame msgavsi.
    developerebs dges iseti mzime dge udgat, rom amis resursi ar aris. garda amisa, rac developers es daujdeba, im realur fasad gareubnebshi savsea mitovebuli agarakebi da saxlebi, gacilebit uketes adgilebshi, 1500-3000 dolaris farglebshi, da ar iyideba.

    developers amaze naklebi ar daujdeba, shansi ar aris, me piradad maqvs gamotvlili, ltolvilebisatvis asawyobi saxlebis kvadratulis fasi – gamovida 437 dolari, amaze iafad ashenebuli ar iqneba iseti seriozuli ram, rashic fuls gadaixdis xalxi.

    isedac ar aris xalxi momzadebuli, zveli stereotipebit moqmedebs, urchevnia rom zgvaze cavides da sadme iqiravos, vidre ertxel iyidos da sul misi iyos.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება