გლეხის სახელობითი ღვინოები – გამოუყენებელი შესაძლებლობა ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის

ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა უნდა დაიწყონ გლეხებთან მოლაპარაკებები და გამოუშვან მათი სახელობის ღვინოები. ღვინო აწარმოონ თვითონ გლეხებმა, მათვე დაწურონ და მათვე დააყენონ. ღვინის კომპანიებმა უბრალოდ ჩამოასხან, შეფუთონ და დისტრიბუციაში დაეხმარონ. ესე ღვინის კომპანიებს შეუმცირდებათ წარმოებაზე გასაწევი ხარჯები და შეძლებენ გაცილებით მეტი ხარისხიანი ღვინის რეალიზაციას.

ღვინის ხარისხიანობას უზრუნველყოფს ის ფაქტრი, რომ ღვინოები იქნება სახელობითი. ვფიქრობთ თითოეული გლეხი შეეცდება, რომ მისი ღვინო იყოს მაქსიმალურად სუფთა და საუკეთესო, რადგანაც ეს იქნება მათი ოჯახის სახელი. თან კარგი ღვინო მალე გახდება პოპულარული და გლეხებსაც მიეცემათ შესაძლებლობა უფრო მეტი გაყიდონ.

რაც მთავარია ეს ხელს შეუწყობს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას. გლეხები უკვე თვითონ ჩაიბარებენ თავისი მეზობლებისგან ყურძენს და გააკეთებენ ღვინოს.


თუ სურვილი გაქვთ, რომ მიიღოთ სინერჯის ყოველკვირეული წერილი, რომელიც მოგაწვდით ბოლო კვირის განმავლობაში გამოქვეყნებულ სტატიებს, ინსაითებს და სხვა სიახლეებს, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.00 ქულა
Loading ... Loading ...





გაუგზავნე მეგობარს:





გთხოვთ გადაუგზავნოთ მას, ვისაც შეიძლება გამოადგეს: მიჰყევით ბმულს

1 კომენტარი to “გლეხის სახელობითი ღვინოები – გამოუყენებელი შესაძლებლობა ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის”


  1. არჩილი
    on Jul 20th, 2009
    @ 14:40

    ჩემი აზრით ამ იდეის განხორციელება ღვინის ქარხნებზე უკეთესად დამოუკიდებელ ლაბორატორიებს გამოუვათ (ან ბიზნესმენებს, რომლებიც დამოუკიდებელ ლაბორატორიებს გამოიყენებენ და ასეთ ახლებურ ღვიის ბიზნესს წამოიწყებენ). ღვინის ქარხნებს მაინც საკუთარი ინტერესები აქვთ, ვენახებიც უკვე თავისი აქვთ და საკუთარი სიმძლავრეების გამოყენების თემაც უდგათ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება