INSIGHT.GE-ის შესახებ
ჩვენ დავიწყეთ insight.ge-ს კეთება იმისათვის, რომ საქართველოს დიდ და ყველაზე მნიშვნელოვან ორგანიზაციებს, შესაძლებლობის ფარგლებში, დავხმარებოდით არარეალიზებული შესაძლებლობების გამოვლენაში და გამოყენებაში.
იდეები, რომლებიც ამ გვერდზეა მოცემული უფრო ჰიპოთეზებია ვიდრე გამზადებული გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილების მიღებამდე მათ უფრო დეტალური შესწავლა, ანალიზი და ტესტირება ჭირდება. თუმცა გვჯერა, რომ თვითონ ამა თუ იმ ორგანიზაციისათვის საინტერესო იდეის საჯაროდ გამოქვეყნება (რაც ხელმისაწვდომს ხდის მათ ასევე კონკურენტებისთვის, კლიენტებისთვის, თანამშრომლებისთვის) საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებში დამატებით სტიმულებს შექმნის უფრო სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედონ. უფრო სწრაფად მიიღონ ეს ან სხვა გადაწყვეტილებები და ასევე სწრაფად განახორციელონ ისინი.
იმედი გვაქვს, რომ სულ 2-3 წელიწადში ჩვენი საიტი ბევრ ორგანიზაციაში ძალიან ბევრი სასიკეთო გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდება. ამისათვის მზად ვართ ნელ-ნელა, ყოველდღიურად თითო ინსაითით მივცეთ პატარა ბიძგები ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.
პარალელურად ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ვფლობდეთ საკმარის და განახლებულ ინფორმაციებს ამ ორგანიზაციების შესახებ, ვიძიებთ და ვაანალიზედეთ მათ, რაც აუცილებელია იმისათის, რომ დროული და ადექვატური ინსაითები ვწეროთ.
მომავალში კი ვგეგმავთ როგორც ინფორმაციის მოგროვეაში ისე ინსაითების წერის პროცესში უფრო აქტიურად ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი ისეთი ადამიანი რომლებიც სინერჯიში არ მუშაობენ, მაგრამ აქვთ სურვილი, მოსწონთ და გამოსდით ასეთ გადაწყვეტილებებზე მუშაობა. იმედი გვაქვს ეს ჩვენს საიტს კიდევ უფრო საინტერესოს და ღირებულს გახდის.
საიტთან დაკავშირებით თქვენი რჩევები, მოსაზრებები და შენიშვნები გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: buy@insight.ge
სინერჯი ჯგუფი



