სინერჯი ინსაითი » საერთო

ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანური რესურსების მართვას ორგანიზაციებში, სადაც HR არ არის?
თუ ორგანიზაციას HR არ ჰყავს, უმჯობესია, ეს ფუნქცია პირადად დირექტორმა შეითავსოს. კადრების შერჩევა, მათთან მოლაპარაკება და გუნდში ინტეგრაცია პირდაპირ აისახება როგორც თანამშრომლის, ისე კომპანიის განვითარებაზე, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინ წარმართავს ამ პროცესს.

რაც უფრო მცირეა ორგანიზაცია, მით მეტია თითოეული წევრის წილობრივი მნიშვნელობა საერთო შედეგში. ამასთან, პატარა კომპანიებში პირველ პირთან უშუალო მუშაობა ბევრად მარტივიცაა. სწორედ ამიტომ, ასეთ ორგანიზაციებში HR-ის როლის დირექტორის მიერ შეთავსება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ პრაქტიკული გამოსავალიცაა.

რატომ შეიძლება იყოს აუცილებელი სხვადასხვა ფუნქციების გეოგრაფიული სიახლოვე?
არსებობს ისეთი ცენტრალური ფუნქციები, რომელთა შორისაც საჭირო კოორდინაციას ზოგჯერ ვერც სტრუქტურა და ვერც პერიოდული შეხვედრები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, და ამის მისაღწევად ერთადერთი გამოსავალი მათი გეოგრაფიული დაახლოებაა.

ზოგიერთ ფუნქციას, მაგალითად, მარაგების მართვასა და ლოგისტიკას განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი სჭირდება. საწყობში საქონლის მიღებისას, ტრანსპორტის დროულად დატვირთვისას თუ შეკვეთების სწრაფად დაკომპლექტებისას, ეს ერთეულები საოპერაციო დეტალებს ადგილზევე, წამებში უნდა ათანხმებდნენ.

ხოლო როდესაც ამას სათანადო დონეზე ვერც სტრუქტურის კოორდინაციის უნარი და ვერც პერიოდული შეხვედრები ვერ უზრუნველყოფს, ორგანიზაციას დაუსრულებელი შეუთანხმებლობისა და შეფერხებებისგან მხოლოდ ასეთი ფუნქციების გეოგრაფიული სიახლოვე იცავს.

შეიძლება თუ არა საზოგადოებისთვის მავნებელი ფუნქციების მატარებელ ორგანიზაციებს საზოგადოებისთვის სასარგებლო დანიშნულება ჰქონდეთ?
ნებისმიერ ორგანიზაციას, რაც არ უნდა მავნე ფუნქციას ასრულებდეს იგი, აქვს საზოგადოებისთვის სასარგებლო დანიშნულება.

მაგალითად, იარაღით მოვაჭრე ორგანიზაციის დანიშნულება უნდა იყოს ადამიანთა უსაფრთხოების გაძლიერება — იარაღის უსაფრთხო გამოყენების სწავლებითა და დაცვის სხვა საშუალებების შეთავაზებით. სიგარეტის გამყიდველი ქსელის კი — მოწევით გამოწვეული ზიანის შემცირება, მოწევაზე უარის თქმის მხარდაჭერითა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროდუქტების შეთავაზებით.

შესაბამისად, ნებისმიერ ორგანიზაციას, თუნდაც საზოგადოებისთვის მავნე ფუნქციას ასრულებდეს, შეუძლია განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს, თუ სწორად გააცნობიერებს საკუთარ დანიშნულებას და მისით იხელმძღვანელებს ყველა გადაწყვეტილების მიღებისას — როგორც მარკეტინგში, ისე ორგანიზაციულ განვითარებაში.

როდის უნდა გადაიტანოს ყურადღება პირველმა პირმა გაყიდვებიდან პროდუქტების განვითარებაზე?
თუ გაყიდვების სისტემის შემდგომი გაუმჯობესება გაყიდვების ზრდაზე არსებით გავლენას აღარ ახდენს და მასზე დახარჯული რესურსების პროპორციულად აღარ იზრდება, უმჯობესია პირველმა პირმა ყურადღების აქცენტი გაყიდვებიდან პროდუქტების განვითარებაზე გადაიტანოს.

გაყიდვების სისტემა ჩამოყალიბებულად მაშინ ითვლება, როცა სამიზნე სეგმენტამდე საჭირო ინფორმაცია იმ არხებით აღწევს, რომლებიც მის გადაწყვეტილებაზე ყველაზე მეტად ახდენს გავლენას. ხოლო კომპანიამდე იმ კლიენტების უკუკავშირი აღწევს, რომლებიც პროდუქტს გარკვეული მიზეზის გამო არ ყიდულობენ.

ამ დროს შემდეგი ნაბიჯი გაყიდვების დამატებითი გაძლიერება აღარ არის. საჭიროა თავად პროდუქტის განვითარება. გაყიდვების სისტემის გამართულობა წინაპირობაა, ხოლო პროდუქტების განვითარება მისი ლოგიკური და აუცილებელი გაგრძელება. თუ ასეთ დროს ხელმძღვანელი ყურადღებას ისევ გაყიდვებზე დატოვებს, კომპანია დაიჩრდილება ისეთი კონკურენტების მიერ, რომლებიც ბაზარს სწავლობენ და ასორტიმენტს განუწყვეტლივ ავითარებენ.

როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ფილიალში ერთადერთი თანამშრომლის მოტივაცია და მუშაობის ხარისხი?
თანამშრომელი, რომელსაც მთელი დღე მარტო უწევს ფილიალში ყოფნა, სხვადასხვა გზებით შეგვიძლია წავახალისოთ. მათ შორის, თუ დაზღვევას, ტრენინგებსა და სხვადასხვა „ბენეფიტს“ შევთავაზებთ. ამის მიღწევა ასევე შეიძლება რიგ საკითხებთან დაკავშირებით მისი კონკრეტულ შეხვედრებზე მოწვევით და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვით.

ეს თანამშრომელს, პირველ რიგში, აგრძნობინებს, რომ ორგანიზაცია მასზე ზრუნავს; ამასთან, კიდევ უფრო გაიაზრებს თავის როლს კომპანიაში და იმას, თუ რა არის მასზე დამოკიდებული. ოპერაციულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობა კი დაეხმარება, რომ მეტი პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა იგრძნოს.

უმეტეს შემთხვევაში, აღნიშნული მიდგომა დადებითად იმუშავებს გაყიდვებზე, რადგან თანამშრომელს უფრო მეტი სტიმული ექნება, რომ კომპანიისთვის სასარგებლო რამ გააკეთოს, თუ ეცოდინება, რომ ეს გრძელ ვადაში მასზეც დადებითად აისახება.