სინერჯი ინსაითი » ორგანიზაციული სტრუქტურა

როგორ მოვიქცეთ, როცა დამფუძნებელი დირექტორით უკმაყოფილოა, მაგრამ ახლობლობის გამო ვერაფერს ეუბნება?
ამის თავიდან ასარიდებლად პრობლემა უნდა განვიხილოთ როგორც არა პიროვნების, არამედ როლის შეფასების და მართვის საკითხი. დამფუძნებელს გაუჭირდება იმის თქმა, რომ რაღაც არ მოსწონს ახლობელში, მაგრამ ბევრად ადვილია იმაზე საუბარი, თუ რა შედეგებს ელის კომპანია ამ პოზიციისგან და რა მაჩვენებლებს უნდა აღწევდეს და ვერ აღწევს.

დირექტორისთვის წინასწარ უნდა შევიმუშავოთ მკაფიო მიზნები და შეფასების კრიტერიუმები, რომლებზეც ორივე მხარე შეთანხმდება. კომპანიაში მნიშვნელოვანია დაცული იყოს სამართლიანობის განცდა. დეტალური ვალდებულებები კი დამფუძნებელს ახლობლის დაზოგვის საშუალებას არ აძლევს და მისთვის მსუბუქი სტანდარტების რისკს ხსნის.

წესი ქაღალდზე დარჩება, თუ ის ყოველდღიურ პრაქტიკად არ იქცევა. ამიტომ საჭიროა დამფუძნებელსა და დირექტორს შორის რეგულარული სამუშაო შეხვედრები, სადაც მუშაობის შედეგები შეჯამდება. ასეთი შეხვედრები ორივე მხარეს აძლევს შესაძლებლობას, დროულად ისაუბრონ თავიანთ გამოწვევებზე.

რატომ შეიძლება იყოს აუცილებელი სხვადასხვა ფუნქციების გეოგრაფიული სიახლოვე?
არსებობს ისეთი ცენტრალური ფუნქციები, რომელთა შორისაც საჭირო კოორდინაციას ზოგჯერ ვერც სტრუქტურა და ვერც პერიოდული შეხვედრები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, და ამის მისაღწევად ერთადერთი გამოსავალი მათი გეოგრაფიული დაახლოებაა.

ზოგიერთ ფუნქციას, მაგალითად, მარაგების მართვასა და ლოგისტიკას განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი სჭირდება. საწყობში საქონლის მიღებისას, ტრანსპორტის დროულად დატვირთვისას თუ შეკვეთების სწრაფად დაკომპლექტებისას, ეს ერთეულები საოპერაციო დეტალებს ადგილზევე, წამებში უნდა ათანხმებდნენ.

ხოლო როდესაც ამას სათანადო დონეზე ვერც სტრუქტურის კოორდინაციის უნარი და ვერც პერიოდული შეხვედრები ვერ უზრუნველყოფს, ორგანიზაციას დაუსრულებელი შეუთანხმებლობისა და შეფერხებებისგან მხოლოდ ასეთი ფუნქციების გეოგრაფიული სიახლოვე იცავს.

შეიძლება თუ არა საზოგადოებისთვის მავნებელი ფუნქციების მატარებელ ორგანიზაციებს საზოგადოებისთვის სასარგებლო დანიშნულება ჰქონდეთ?
ნებისმიერ ორგანიზაციას, რაც არ უნდა მავნე ფუნქციას ასრულებდეს იგი, აქვს საზოგადოებისთვის სასარგებლო დანიშნულება.

მაგალითად, იარაღით მოვაჭრე ორგანიზაციის დანიშნულება უნდა იყოს ადამიანთა უსაფრთხოების გაძლიერება — იარაღის უსაფრთხო გამოყენების სწავლებითა და დაცვის სხვა საშუალებების შეთავაზებით. სიგარეტის გამყიდველი ქსელის კი — მოწევით გამოწვეული ზიანის შემცირება, მოწევაზე უარის თქმის მხარდაჭერითა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროდუქტების შეთავაზებით.

შესაბამისად, ნებისმიერ ორგანიზაციას, თუნდაც საზოგადოებისთვის მავნე ფუნქციას ასრულებდეს, შეუძლია განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოს, თუ სწორად გააცნობიერებს საკუთარ დანიშნულებას და მისით იხელმძღვანელებს ყველა გადაწყვეტილების მიღებისას — როგორც მარკეტინგში, ისე ორგანიზაციულ განვითარებაში.

როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ფილიალში ერთადერთი თანამშრომლის მოტივაცია და მუშაობის ხარისხი?
თანამშრომელი, რომელსაც მთელი დღე მარტო უწევს ფილიალში ყოფნა, სხვადასხვა გზებით შეგვიძლია წავახალისოთ. მათ შორის, თუ დაზღვევას, ტრენინგებსა და სხვადასხვა „ბენეფიტს“ შევთავაზებთ. ამის მიღწევა ასევე შეიძლება რიგ საკითხებთან დაკავშირებით მისი კონკრეტულ შეხვედრებზე მოწვევით და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვით.

ეს თანამშრომელს, პირველ რიგში, აგრძნობინებს, რომ ორგანიზაცია მასზე ზრუნავს; ამასთან, კიდევ უფრო გაიაზრებს თავის როლს კომპანიაში და იმას, თუ რა არის მასზე დამოკიდებული. ოპერაციულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობა კი დაეხმარება, რომ მეტი პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა იგრძნოს.

უმეტეს შემთხვევაში, აღნიშნული მიდგომა დადებითად იმუშავებს გაყიდვებზე, რადგან თანამშრომელს უფრო მეტი სტიმული ექნება, რომ კომპანიისთვის სასარგებლო რამ გააკეთოს, თუ ეცოდინება, რომ ეს გრძელ ვადაში მასზეც დადებითად აისახება.

რა უარყოფითი პროცესები ვითარდება, როცა ორგანიზაციის ზრდა ჩერდება?
როდესაც სწრაფად მზარდი კომპანია ზრდას აჩერებს, ეს მთლიანად ცვლის სისტემას — გეგმა, რომელიც აქამდე იყო გაწერილი, ვეღარ მუშაობს და თანამშრომლებიც სწრაფად ვერ გადმოდიან ზრდის ახალ კურსზე.

ხარჯები, განსაკუთრებით კი გრძელვადიანი, რჩება იგივე, რაც ზრდის პროცესში იყო. ამ დროს კი შემოსავალი ნაკლებია და ეს ხარჯებიც, შესაბამისად, უფრო მძიმედ აწვება კომპანიას. ეს საბოლოოდ ორგანიზაციის ზარალს კიდევ უფრო გაზრდის.

არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ზრდის შეჩერებით ჩნდება, არის მოტივაციის დაკარგვა – როგორც დაბალი რანგის თანამშრომლებში, ისე მენეჯმენტში. ეს განსაკუთრებით ჩანს რიგით თანამშრომლებში; შეჩერებული ზრდით გამოწვეული შედეგები და გარემოებები მათ მდგომარეობის გაუარესების მოლოდინებს უქმნის, რაც მათ მოტივაციასაც ამცირებს და  გარკვეულ შიშებსაც უჩენს.

ამასთან, განვითარებაშეჩერებულ ორგანიზაციაში მუშაობა უფრო რუტინული ხდება, რაც, დროთა განმავლობაში, სავარაუდოდ, თანამშრომლების მხრიდან ლოიალობის დაკარგვას და თავიანთი პოზიციების დატოვებას გამოიწვევს. შესაბამისად, ასეთი ორგანიზაციები დიდხანს ვერ გაძლებენ ასეთ მდგომარეობაში.