სინერჯი ინსაითი » ლიდერობა

შეიძლება თუ არა, რომ პირველმა პირმა მიმართულების კურატორობა მიანდოს დირექტორს, რომელიც მის სპეციფიკას დეტალურად არ იცნობს?
დირექტორს მის დაქვემდებარებაში არსებული ყველა მიმართულების სპეციფიკის დეტალურად ცოდნა არ სჭირდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მიმართულებებში შუა რგოლის ხელმძღვანელები საკუთარ სფეროში მაღალი დონის სპეციალისტები იყვნენ, კურატორი დირექტორი კი მათ საჭირო რესურსების მოძიებაში, სხვა მიმართულებებთან კოორდინაციასა და სხვადასხვა სახის შიდა ორგანიზაციული დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარებოდეს.

მაგალითად, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელს შეიძლება ბრენდის, კადრებისა და მეთოდოლოგიების განვითარების მენეჯერები ექვემდებარებოდნენ. ასეთ დროს პროფესიულ გადაწყვეტილებებსა და შეცდომებზე პასუხისმგებლობა შესაბამის მენეჯერებს უნდა დარჩეთ. მათ ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება მათ როლს აკნინებს და პასუხისმგებლობა ისევ დირექტორზე გადმოდის.

ასე რომ, კურატორობის მინდობისას პირველმა პირმა მთავარი აქცენტი დირექტორის მართვის უნარებზე უნდა გააკეთოს, და არა მაინცდამაინც სფეროს დეტალურ ცოდნაზე.

როგორ შეიძლება, პირველმა პირმა ორგანიზაციაში სწორი ღირებულებების დანერგვას შეუწყოს ხელი?
პირველი პირი ორგანიზაციაში სწორი ღირებულებების დანერგვას მხოლოდ დიდი ძალისხმევითა და ამ პრინციპების უპირობო ერთგულებით თუ მოახერხებს — განსაკუთრებით მაშინ, როცა იაზრებს, რომ ეს ფასეულობები თავადაც არ გააჩნია.

ხელმძღვანელი როდესაც მუდმივად სწორი ღირებულებების მიხედვით მოქმედებას და ამ პრინციპებით ხელმძღვანელობას ცდილობს, ის გავლენას სხვა თანამშრომლებზეც ახდენს, და მათაც იმავესკენ უბიძგებს.

ახალი თანამშრომლების შერჩევისას ღირებულებების მთავარ კრიტერიუმად გათვალისწინება გუნდში ამ პრინციპების განმტკიცებას კიდევ უფრო უწყობს ხელს. ბოლოს კი, როცა ხელმძღვანელს დამკვიდრებული წესების დაკნინების თითოეულ შემთხვევაზე პრინციპული რეაქცია აქვს, ეს, დროთა განმავლობაში, ამ ღირებულებებს ხელშეუხებელ ფასეულობებად აყალიბებს და ორგანიზაციის განუყოფელ ნაწილად აქცევს.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ცვლილებები თანამშრომლებს პირველმა პირმა პირადად გააცნოს?
ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების წარდგენა პირველი პირებისთვის ხშირად დისკომფორტთან არის დაკავშირებული, რის გამოც ამ კომუნიკაციას სხვებს ავალებენ. თუმცა, ასეთ დროს არ ითვალისწინებენ იმას, რომ კომუნიკაციის წარმატებას ყველაზე მეტად სწორედ მათი პირადი ჩართულობა განსაზღვრავს.

პირველი პირის გარეშე განხორციელებული კომუნიკაცია თანამშრომლებში გაურკვევლობას აჩენს და ცვლილების მნიშვნელობას ამცირებს. შესაბამისად, გუნდი ინიციატივას ნაკლები გულისხმიერებით ეკიდება, რის გამოც ცვლილებების დანერგვა ხშირად ზედაპირულად და უშედეგოდ მიმდინარეობს.

როდესაც პირველი პირი გუნდს თავად წარუდგენს ცვლილებებს, ინიციატივა მეტ წონას იძენს, რადგან ეს მკაფიო მანიშნებელია, რომ სიახლე პრიორიტეტულია. შედეგად, გუნდი პროცესს მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება და მის განხორციელებაშიც მეტად არის ჩართული.

როგორ შეუძლია პირველ პირს სტრატეგიის განხორციელების გაადვილება?
იმისათვის, რომ სტრატეგიის განხორციელება მხოლოდ პირველი პირის პირადი საფიქრალი და საწვალებელი არ იყოს, მან მთავარი სტრატეგიული ამოცანების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა მმართველი გუნდის წევრებს შორის უნდა გაანაწილოს და მათ ძალაუფლებაც ამოცანების მნიშვნელობის მიხედვით უნდა მიანიჭოს.

ამას შეუძლია, ყოველდღიურ ცხოვრებაში მმართველი გუნდის და პირველი პირის ყურადღება, ასევე ყველა სხვა რესურსი ისე მიმართოს სტრატეგიული მიმართულებებით, და განსაკუთრებით მათკენ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, რომ ამაზე პირველი პირის მხრიდან დიდი პირადი ძალისხმევის ჩადება აღარ გახდეს საჭირო.

სტრატეგიული ამოცანების მმართველი გუნდის წევრებს შორის განაწილება სტრუქტურას სტრატეგიის შესაბამისს ხდის და სტრატეგიის განხორციელებას მნიშვნელოვნად აადვილებს.

იქ, სადაც პირველი პირი ამას არ გააკეთებს, ყოველდღიურად თვითონ მოუწევს იმის შეფასება, თუ როგორ მიდის სტრატეგიის განხორციელება და ადამიანებისთვის იმის დაძალება, რომ ყურადღება მათი ყოველდღიური საქმიანობიდან სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანონ. ამას, ერთი მხრივ, დიდი ძალისხმევა დასჭირდება, მეორე მხრივ კი საკმარისია ყურადღება მოადუნოს, რომ ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის მიმართულებები ისევ აცდება სტრატეგიულ პრიორიტეტებს.

ყველაზე მეტად გადაწყვეტილების მიღების როგორი პრინციპი ეხმარება ძლიერი გუნდის შექმნას?
თუ პირველ პირს ეყოფა ნებისყოფა, რომ არ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ გუნდის რომელიმე, თუნდაც ერთი წევრი ამ გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგია, თან მაშინაც კი, როდესაც ამ უკანასკნელს საკმარისი არგუმენტები არ აქვს და ვერ ასაბუთებს, რატომ არ შეიძლება ამ გადაწყვეტილების მიღება, გაცილებით ძლიერ გუნდს შექმნის და ამ გუნდით გაცილებით დიდ წარმატებებს მიაღწევს.

გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღების კულტურა, ერთი შეხედვით, თითქოს ამარტივებს და აჩქარებს გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ, სამაგიეროდ, ამცირებს გუნდის წევრების ჩართულობას და პასუხისმგებლობას. უფრო მეტიც, მათ უძლიერებს მოტივაციას, რომ უფრო ხშირად არ დაუჭირონ მხარი ინიციატივებს და ამით ხელმძღვანელს აიძულონ საბოლოო შედეგებზე პასუხისმგებლობის მთლიანად საკუთარ თავზე აღება.

მეორე მხრივ, გადაწყვეტილების ხმების უმრავლესობით მიღების კულტურა კი შიდა დაჯგუფებების შექმნას, წინასწარი კოალიციების ჩამოყალიბებას, გუნდში ბზარების გაჩენას უწყობს ხელს და დიდად არც დროში აჩქარებს პროცესს, და არც უშუალოდ გადაწყვეტილებების მიღებას აადვილებს.

ხოლო, თუ ხელმძღვანელი გადაწყვეტილების კონსენსუსის პრინციპით მიღების კულტურის დანერგვას ცდილობს, გადაწყვეტილების მიღების ვადები იწელება, პროცესიც რთულდება, მაგრამ საბოლოოდ მიღებულ გადაწყვეტილებებში გუნდის წევრების ჩართულობა, თანამონაწილეობის განცდა, და განხორციელების მოტივაციაც მნიშვნელოვნად იზრდება. გუნდიც ბევრად შეკრული ხდება და მისი თითოეული წევრიც გაცილებით მეტს ფიქრობს, სანამ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას პრინციპულად შეეწინააღმდეგება.