ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



თუ არ მოსწონს, წავიდეს

როდესაც ადამიანი სამსახურიდან არ მიდის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ძალიან მოსწონს თავის სამსახური, ან კმაყოფილია, ან მინიმუმ უკმაყოფილო მაინც არ არის. არადა სწორედ უკმაყოფილო თანამშრომელი ყველაზე ძვირი უჯდება ორგანიზაციას.

ხშირად გაიგებთ ხელმძღვანელისგან თანამშრომლის მისამართით გამოთქმულ ფრაზას: თუ არ მოსწონს, წავიდეს. ან დასმულ კითხვას – თუ არ მოსწონს რატომ არ მიდის?

ასეთ დროს ხელმძღვანელები უფრო იმას გამოხატავენ, რომ ამ თანამშრომლის ჩანაცვლება ორგანიზაციისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ამიტომ თითქოს შეგვიძლია მის კმაყოფილებაზე დიდად არ ვიზრუნოთ.

არადა უკმაყოფილო თანამშრომლები უმეტეს შემთხვევაში არ მიდიან. უბრალოდ უხალისოდ, მექანიკურად, რეაქტიულად აგრძელებენ მუშაობას. სამსახურში ხელფასის გამო იწყებენ სიარულს. მათ უკმაყოფილებას კი მათდა უნებურად ან სრულიად შეგნებულად სხვა თანამშრომლებზეც ავრცელებენ. კლიენტებიც მარტივად აღიქვამენ თანამშრომლების უკმაყოფილებას, როგორც უხარისხო პროდუქტის, ისე არასათანადო მომსახურების გამო და თვითონაც სულ უფრო უკმაყოფილოები ხდებიან.

სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია ყველაზე მეტს და ყველაზე ძვირფასს სწორედ თანამშრომლების უკმაყოფილების გამო კარგავს. შესაბამისად იმის ნაცვლად, რომ ველოდოთ როდის დატოვებენ ისინი სამსახურს და როდის ჩავანაცვლებთ მათ უკეთესი თანამშრომლებით, აჯობებს მუდმივად ვეძებოთ მათი უკმაყოფილების მიზეზები და ვეცადოთ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ ისინი.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ალბათ შეიძლება ადამიანმა შექმნას

თუ ადამიანი სიცოცხლისუნარიან ორგანიზაციას შექმნის, ისეთს, რომელსაც ძალიან ცხადი და მკაფიო, საზოგადოებისთვის ღირებული დანიშნულება ექნება, შეძლებს თვით ამ ადამიანის მონაწილეობის გარეშეც შეასრულოს საკუთარი დანიშნულება მაღალი ხარისხით და ამასთან მუდმივად იპოვოს საკუთარი სისუსტეები და გამოასწოროს, ეს შეიძლება იყოს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ადამიანმა შექმნას.

სრულად წაკითხვა »

თანამშრომლები კი არ უნდა გამოვცვალოთ, მათ სწორი დავალებები უნდა მივცეთ

ხშირად, როდესაც ადამიანები საკუთარ სამუშაოს ჩვენი, ხელმძღვანელების, შეფასებით კარგად არ აკეთებენ პირდაპირ მათ შეცვლაზე ვიწყებთ ფიქრს. არადა უფრო მნიშვნელოვანია იმაზე ვიფიქროთ, რომ მათ სწორი დავალებები მივცეთ და უკეთ დავეხმაროთ მათ გადაწყვეტაში. ასე უფრო სწრაფად ბევრად უკეთესი შედეგები შეიძლება მივიღოთ.

სრულად წაკითხვა »

დაუბალანსებელი მმართველობა

როდესაც ორგანიზაციაში თანაბარი სტატუსის ადამიანებს შორის პასუხისმგებლობები ძალიან არათანაბრად არის განაწილებული ორგანიზაციის მართვა იშლება, შიდა კონფლიქტები მატულობს, პირველი პირებისთვის ინფორმაცია იწყებს დაკარგვას, შესაბამისად მათთვის სწორი გადაწყვეტილებების დროულად მიღებაც და აღსრულებაც სულ უფრო რთულდება.  სრულად წაკითხვა »

როდესაც ხელმძღვანელები იმას აკეთებენ, რაც მათ არ უნდა აკეთონ

ხელმძღვანელები, რომლებიც იმას აკეთებენ, რასაც თვითონ არ უნდა აკეთებდნენ და რასაც დაქვემდებარებულებს უნდა აკეთებინებდნენ წესით, ამით როგორც ამ დაქვემდებარებულების, ისე საკუთარი და მთლიანად ორგანიზაციის განვითარებას სერიოზულად აფერხებენ.

სრულად წაკითხვა »

ადამიანებზე მორგებული სტრუქტურა არასოდეს მუშაობს სათანადოდ

თუ ჩვენ გადავხედავთ გუნდში ვის რა შეუძლია და იმის მიხედვით ვეცდებით მოვიფიქროთ ვინ რა აკეთოს და ვინ რაზე აიღოს პასუხისმგებლობა – მივიღებთ სტრუქტურას, რომელიც კი არ დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში ან დანიშნულების შესრულებაში, არამედ, დიდი ალბათობით, სერიოზულად შეგვიშლის ამაში ხელს.

სრულად წაკითხვა »

შედეგების განმსაზღვრელი ფუნქციები

თუ ჩვენ ადამიანების რესურსის ძირითად ნაწილს შედეგებზე ნაკლებად ზემოქმედი ფუნქციებიდან ისეთ ფუნქციებზე გადავიტანთ, რომლებსაც შედეგებზე დიდი გავლენა აქვს, ორგანიზაცია ბევრად უფრო პროდუქტიული გახდება და გამართულად იმუშავებს.

სრულად წაკითხვა »

რეგულარული თემატური შეხვედრები

თუ ჩვენ მოვახერხებთ და ორგანიზაციაში კონკრეტულ, მნიშვნელოვან თემებზე, სწორად შერჩეული ადამიანების მონაწილეობით რეგულარულ შეხვედრებს ჩავატარებთ, ამით უწყვეტს გავხდით ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან პროცესებს.

სრულად წაკითხვა »

ერთჯერადი და პერმანენტული დავალებები

თუ დაქვემდებარებულს ერთ, პერმანენტულ დავალებას მივცემთ, მას ყოველდღე ახალ-ახალი დავალებების მიცემა აღარ დასჭირდება. იგი გაცილებით ინიციატივიანი გახდება და თვითონ შეგვაწუხებს, როდესაც იდეები ექნება ან რაღაცაში დახმარება დასჭირდება. ჩვენი როლი მის მართვაში მისთვის სათანადო დროის დათმობა, ყურადღებით მოსმენა, საჭირო რესურსების გამოყოფა და სხვა მხარდაჭერის გაწევა იქნება მხოლოდ. დანარჩენს თვითონაც სიამოვნებით და ენერგიულად გააკეთებს.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: August 18, 2015
  • კატეგორია: სტრატეგია
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,186-ჯერ

რატომ აძლევს საზოგადოება ორგანიზაციებს არსებობის და განვითარების შესაძლებლობას

როდესაც პირველ პირს და უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის სხვა წევრებს ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ძალიან მოკლედ, ლაკონურად თქვან რა დანიშნულებას ასრულებს ორგანიზაცია, რისი კარგად შესრულებისთვისაც ის იღებს შემოსავალს, მოგებას და ზოგადად არსებობის და განვითარების უფლებას, როგორ შეძლებს ეს ორგანიზაცია რაციონალურად გამოიყენოს დრო და დანარჩენი რესურსები?

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება