ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



სადეპოზიტო პროდუქტები იურიდიული პირებისთვის

ბანკების მხრიდან იურიდიული პირებისთვის უფრო დახვეწილი სადეპოზიტო პროდუქტების შეთავაზება სულ უფრო აქტუალური ხდება.

მოგების დაბეგვრის მოქმედი მოდელი იურიდიული პირების განკარგულებაში მეტ გაუნაწილებელ მოგებას აგროვებს, რაც დროთა განმავლობაში თავისუფალი, ლიკვიდური სახსრების გარკვეული სიჭარბის საფუძველიც გახდება.

სრულად წაკითხვა »

ფეხსაცმლის შეძენის ახალი გზა „აისიარისგან“

ტანსაცმლისგან განსხვავებით, ფეხსაცმლის გამოწერით ყიდვა გაცილებით დიდი რისკია. განსაკუთრებით – ძვირადღირებული ფეხსაცმლის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ მომხმარებლებმა ონლაინ ყიდვას მაინც უფრო მეტი უპირატესობა არ მიანიჭონ, ვიდრე მაღაზიებში, თანაც სხვადასხვა მაღაზიებში სიარულს სასურველი წყვილის შესაძენად.

სრულად წაკითხვა »

GWP-ს, „ენერგო პრო“-ს და „თელმიკო“-ს კოლაბორაცია თბილისში წყლის ეკონომიური მოხმარების ხელშეწყობისთვის

ითვლება, რომ წყლით უხვი ქვეყანა ვართ, თუმცა სათაურში მოხსენიებული სამივე კომპანიისთვის სტრატეგიული ამოცანაა, თბილისის მოსახლეობა უფრო ეკონომიურად მოიხმარდეს ამ უმნიშვნელოვანეს რესურსს. ჟინვალის წყალსაცავის წყლის მარაგის, ელექტროენერგიის თვითღირებულების თუ სისტემების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების მიზნით, სამივეს სასიცოცხლოდ სჭირდება წყლის ხარჯის ოპტიმიზაცია.

სრულად წაკითხვა »

წესით, „უნივერსამს“ და „ზღაპარსაც“ შეუძლიათ, „ორ ნაბიჯზე“ უკეთესი „დისქაუნთერები“ იყვნენ

ის, რომ „ორი ნაბიჯი“ დღეს ბაზარზე ყველაზე კარგი „დისქაუნთერია“, მგონი, უდავო ფაქტია. თუმცა, ის, რომ ამასთან ერთად იმასაც ახერხებს, ტერიტორიულადაც ყველაზე ახლოს იყოს მომხმარებელთან, ცოტა უჩვეულოა.  წესით, ის ხარჯი, რაც მას იჯარა უნდა უჯდებოდეს, ფილიალების რაოდენობიდან, ზომიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, გრძელვადიან პერიოდში უპირატესობის ასეთ ფორმატში შენარჩუნებას მისთვის სულ უფრო და უფრო რთულს გახდის.

სრულად წაკითხვა »

“ანტრეს” ფილიალების თანამშრომლების ჩართულობა კომპანიის განვითარების სამუშაოებში

“ანტრე” როგორი ძლიერი ბრენდია, კარგი მენიუთი და ბევრი ლოიალური მომხმარებლით. ალბათ უმეტესობას გვქონია მისი სტუმრობის გამოცდილება და ყველას ალბათ ძალიან კარგი თან. გამორჩეულია მისი მომსახურების ხარისხიც, თანამშორმლების გულისხმიერება და კლიენტების მიმართ უშუალო და თბილი დამოკიდებულება. მართლაც განსაკუთრებული ორგანიზაციაა ამ კუთხით “ანტრე” ადგილობრივ ბაზარზე.

სრულად წაკითხვა »

“სანტეს” გეგმა საღი რძის მეტი მოცულობით მოგროვებისთვის

ქვეყანაში საღი რძის წარმოების შეზღუდული მოცულობა და არასტაბილური ხარისხი ვფიქრობთ “სანტეს” შემდგომ ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს.

მრავალფეროვანი პროდუქტები, რომლებიც ხარისხითაც გამოირჩევა, უკარგესი რეპუტაცია და უპირობო ლიდერის პოზიცია ბაზარზე სწორედ “სანტეს” აძლევს ყველაზე მეტ შესაძლებლობას გამოიყენოს საღ რძეზე დაფუძნებული პროდუქტების ბაზარზე ჯერ კიდევ არსებული ზრდის საკმაოდ დიდი პოტენციალი.

სრულად წაკითხვა »

რთული პოზიციების დაკომპლექტება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო რთულდება სათანადო კანდიდატების მოძიება უბრალოდ ვაკანსიის გამოცხადებით. განსაკუთრებით, საშუალო და მაღალი რგოლის მმართველობით როლებზე და სპეციალური კვალიფიკაციის საჭიროების მქონე პოზიციებზე.

„სინერჯი ჯგუფი“ უკვე წლებია, თავისი კლიენტების რეორგანიზაციის პროექტებში მაღალი რანგის მმართველობითი როლებისთვის სწორი კანდიდატის გარედან მოსაძიებლად სპეციალურ მიდგომას იყენებს.

სრულად წაკითხვა »

ახალი კლიენტების მოზიდვა „აგროჰაბის“ ფილიალებში

“აგროჰაბი” ერთ ერთი განსაკუთრებულად კარგი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც სამართლიანად იმსახურებს ბევრი ადამიანის პატივისცემას და სიყვარულს. ის სწრაფად და ეფექტურად აფართოვებს ფილიალების ქსელს და გამორჩეულად კარგად მართავს ასორტიმენტის კრაფტ ნაწილს.

თუმცა, როგორც ნებისმიერ ორგანიზაციას, მასაც აქვს ამოცანები, რომელთა გადაჭრას უფრო ფართო შესწავლა და კომპლექსური გადაწყვეტების შემუშავება სჭირდება.

ჩვენი გადასახედიდან, ერთ-ერთი ასეთი ამოცანაა ფილიალების გააქტიურება მათ გარშემო კლიენტების მოსაზიდად და მათთან ურთიერთობის განვითარებისათვის. მათ შორის მუშაობა ისეთ ქვეამოცანებზე როგორიცაა:

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება