სადეპოზიტო პროდუქტები იურიდიული პირებისთვის

ბანკების მხრიდან იურიდიული პირებისთვის უფრო დახვეწილი სადეპოზიტო პროდუქტების შეთავაზება სულ უფრო აქტუალური ხდება.

მოგების დაბეგვრის მოქმედი მოდელი იურიდიული პირების განკარგულებაში მეტ გაუნაწილებელ მოგებას აგროვებს, რაც დროთა განმავლობაში თავისუფალი, ლიკვიდური სახსრების გარკვეული სიჭარბის საფუძველიც გახდება.

ეს თავისუფალი რესურსი გარკვეულ დონეზე დღესაც არსებობს, თუმცა პირობებში ჯერჯერობით, როგორც წესი, დეპოზიტის პროცენტია გადამწყვეტი. ბანკები, ძირითადად, თავისივე კლიენტ იურიდიულ პირებს ინდივიდუალურად ელაპარაკებიან, თუ რა პროცენტს გადაუხდიან ნაშთზე და ასე ახერხებენ მათი სახსრების შენარჩუნებას.

სავარაუდოა, რომ ამ რესურსზე კონკურენცია სულ უფრო გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ პროცენტთან ერთად, დამატებითი პირობებიც და პროდუქტის გაყიდვების მიდგომაც მნიშვნელოვანი გახდება. განსაკუთრებით საშუალო და შედარებით მცირე ზომის კომპანიებისთვის, რომლებზეც პერსონალური მიდგომით მუშაობა ბანკებს ძირითადად უჭირთ.

რა სხვადასხვა სარგებელს შესთავაზებს ბანკი დეპოზიტის მქონე იურიდიული პირების დამფუძნებლებს, მენეჯმენტს, თანამშრომლებს, სარგებლის დათვლის როგორ სქემებს გამოიყენებს, როგორ ლიკვიდობას ან ამ დეპოზიტით უზრუნველყოფილ რა საკრედიტო პროდუქტებს შესთავაზებს, ასევე, რა მიდგომებს გამოიყენებს მისი არა-კლიენტი კომპანიებისგან დეპოზიტების მოსაზიდად – სავარაუდოდ, ამაზე იქნება დამოკიდებული ამ რესურსების ბანკებს შორის გადანაწილება.

ახალი პროდუქტის ან საპროდუქტო კატეგორიის, ან პაკეტის მომზადება და ბაზარზე შეტანა, გაყიდვების სწორი სტრატეგიის შემუშავება და პროდუქტის გრძელვადიანი წარმატებისთვის საჭირო ორგანიზაციული (როგორც სტრუქტურული, ისე სამოტივაციო) უზრუნველყოფა რთული მმართველობითი ამოცანაა და სასურველი შედეგის მისაღებად სწორი პროცესით და მიდგომით გადაწყვეტა სჭირდება.

„სინერჯი ჯგუფი“ ორგანზაციებს რთული მმართველობითი ამოცანების გადაწყვეტაში ეხმარება. უფრო დეტალური ინფორმაცია კლიენტებისა და პროექტების შესახებ, მათ შორის, კონკრეტულად საფინანსო სფეროში, შეგიძლიათ იხილოთ აქ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება