ალბათ დაგვეთანხმებით, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო რთულდება სათანადო კანდიდატების მოძიება უბრალოდ ვაკანსიის გამოცხადებით. განსაკუთრებით, საშუალო და მაღალი რგოლის მმართველობით როლებზე და სპეციალური კვალიფიკაციის საჭიროების მქონე პოზიციებზე.
„სინერჯი ჯგუფი“ უკვე წლებია, თავისი კლიენტების რეორგანიზაციის პროექტებში მაღალი რანგის მმართველობითი როლებისთვის სწორი კანდიდატის გარედან მოსაძიებლად სპეციალურ მიდგომას იყენებს.
კერძოდ, ვცდილობთ მივხვდეთ, სად შეიძლება მუშაობდეს დღეს ჩვენთვის იდეალური კანდიდატი და აქედან გამომდინარე ვეძებთ ჩვენთვის სანდო ადამიანს (რეკომენდატორს), რომელიც მას, სავარაუდოდ, კარგად უნდა იცნობდეს. რეკომენდატორს დეტალურად ვუხსნით როგორი ადამიანი გვჭირდება და შესაბამის კანდიდატსაც ძალიან სწრაფად ვპოულობთ. ანუ, ვეძებთ არა პირდაპირ კანდიდატს, არამედ ადამიანს, ვინც მას სავარაუდოდ კარგად იცნობს. ეს ჩვენთვის ბევრად ამარტივებს და აჩქარებს შესაბამისი ადამიანის მოძიებას.
ამ კუთხით არსებული გამწვავებული საჭიროებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, პარტნიორებთან ერთად ახალი კომპანია დაგვეფუძნებინა, რომელიც იმავე ამოცანას იმავე მიდგომით, ახლა უკვე სისტემურად გადაჭრის – Exactly.
ვისაც შესაბამისი საჭიროება გაგიჩნდებათ,გირჩევთ, აუცილებლად გატესტოთ. მითუმეტეს, რომ მომსახურების საფასურს მხოლოდ თანამშრომლის აყვანის შემთხვევაში იხდით.
