„ანტრეს“ ფილიალების თანამშრომლების ჩართულობა კომპანიის განვითარების სამუშაოებში

„ანტრე“ საკმაოდ ძლიერი ბრენდია, კარგი მენიუთი და ბევრი ლოიალური მომხმარებლით. ალბათ უმეტესობა ვყოფილვართ მისი სტუმარი და მომხმარებლის კარგი გამოცდილებით გამოვსულვართ იქიდან. გამორჩეულია მომსახურების ხარისხიც, თანამშრომლების გულისხმიერება, კლიენტების მიმართ უშუალო და თბილი დამოკიდებულება. ამ კუთხით „ანტრე“ მართლაც განსაკუთრებული ორგანიზაციაა ადგილობრივ ბაზარზე.

თუმცა გვგონია, რომ „ანტრეს“ ფილიალების თანამშრომლებს, კომპანიის განვითარების სამუშაოებში სწორად ჩართვის შემთხვევაში, ძალიან დიდი და თანაც უწყვეტი დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ კომპანიის როგორც მენიუს, ისე მომსახურების ხარისხის და გარემოს გაუმჯობესებაზე – უწყვეტად, ნაბიჯ-ნაბიჯ და ბევრი პატარა დეტალის გათვალისწინებით. კლიენტები, დაგვეთანხმებით ალბათ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამას და ვაფასებთ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ, როგორც წესი, ორგანიზაციის განვითარებაში სხვადასხვა ფორმით ჩართული თანამშრომლები საკუთარ ყოველდღიურ, რუტინულ სამუშაოსაც კიდევ უფრო დიდი მონდომებით ასრულებენ.

თუ „ანტრეს“ მენეჯმენტი გარეშე სპეციალისტების ჩართვას გადაწყვეტს ფილიალების თანამშრომლების კომპანიის განვითარების სამუშაოებში უკეთ ჩასართავად გზების მოფიქრებასა და განხორციელებაში, „სინერჯი ჯგუფი“ სიამოვნებით აიღებდა ამ ამოცანის გადაწყვეტას თავის თავზე.

ფილიალების თანამშრომლების უფრო აქტიური ჩართვა კომპანიის განვითარებაში რთული მმართველობითი ამოცანაა. თუ მას პატარა ამოცანებად სწორად არ დაშლი და მერე კარგად არ შეისწავლი, მათგან რომლები ახდენს ყველაზე დიდ გავლენას საბოლოო შედეგზე და გადაწყვეტის იდეებზე ფიქრს ამის მერე თუ არ დაიწყებ, ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი შესაძლოა ნახევარზომა აღმოჩნდეს.

„სინერჯი ჯგუფი“ მმართველობითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ორგანიზაციებს სწორედ ასეთი რთული ამოცანების გადაწყვეტაში ეხმარება.

ინფორმაცია კლიენტებსა და პროექტებზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება