ფეხსაცმლის შეძენის ახალი გზა „აისიარისგან“

ტანსაცმლისგან განსხვავებით, ფეხსაცმლის გამოწერით ყიდვა გაცილებით დიდი რისკია. განსაკუთრებით – ძვირადღირებული ფეხსაცმლის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ მომხმარებლებმა ონლაინ ყიდვას მაინც უფრო მეტი უპირატესობა არ მიანიჭონ, ვიდრე მაღაზიებში, თანაც სხვადასხვა მაღაზიებში სიარულს სასურველი წყვილის შესაძენად.

შესაბამისად, ერთი დიდი მულტიბრენდული მაღაზია/საწყობის ქონა ძლიერი ი-კომერსის პლატფორმით, საიდანაც მინიმალურ ვადაში (ერთ, ან მაქსიმუმ ორ დღეში) ადგილზე მოგიტანენ და მოგაზომებენ ვიზუალურად მოწონებულ ნებისმიერ წყვილს, გაცილებით მეტი მომხმარებელი შეიძლება ჰყავდეს, ვიდრე როგორც ბრენდული მაღაზიების სხვადასხვა ქსელებს, ისე უცხოური საიტებიდან ფეხსაცმლის გამოწერის სერვისებს.

მიუხედავად ამისა, ამ პროექტის განხორციელების ყველაზე მეტად მაინც იმ კომპანიას შეუძლია, რომელსაც დღეისთვის ყველაზე მეტი ცნობილი ბრენდი აქვს გაყიდვებში და გაყიდვების ყველაზე მეტი ოფლაინ არხი. ვინაიდან ასეთ კომპანიას შეუძლია როგორც მრავალფეროვანი ასორტიმენტის შექმნა ყველაზე სწრაფად, ასევე ოფლაინ არხებში ონლაინ არხის სწრაფი პოპულარიზაციაც.

დროთა განმავლობაში ასეთი არხით გაყიდული პროდუქტების რაოდენობა რამდენჯერმე გადააჭარბებს მაღაზიებში გაყიდულს და ამ არხის მფლობელს საბოლოო ჯამში ბაზარზეც ყველაზე დიდი გავლენა ექნება. თუ „აისიარი“ გადაწყვეტს მისი ონლაინ არხის განვითარების ამოცანის გადაწყვეტაში გარეშე სპეციალისტების მოწვევას, „სინერჯი ჯგუფი“ სიამოვნებით ჩაერთვებოდა ამ სამუშაოში.

გაყიდვების არხების განვითარება რთული მმართველობითი ამოცანაა. საჭიროა მისი ქვეამოცანებად სწორად დაშლა და შემდეგ ამ ამოცანების საბოლოო შედეგზე სავარაუდო ზეგავლენის კვლევა. ამ სამუშაოს გარეშე მისი გადაჭრისთვის გადადგმული ნაბიჯები შესაძლოა ნახევარზომა აღმოჩნდეს.

„სინერჯი ჯგუფი“ ორგანიზაციებს ასეთი რთული ამოცანების გადაწყვეტის გზების დამუშავებაში ეხმარება. ინფორმაცია კლიენტებისა და პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება