ის, რომ „ორი ნაბიჯი“ დღეს ბაზარზე ყველაზე კარგი „დისქაუნთერია“, მგონი, უდავო ფაქტია. თუმცა, ის, რომ ამასთან ერთად იმასაც ახერხებს, ტერიტორიულადაც ყველაზე ახლოს იყოს მომხმარებელთან, ცოტა უჩვეულოა. წესით, ის ხარჯი, რაც მას იჯარა უნდა უჯდებოდეს, ფილიალების რაოდენობიდან, ზომიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, გრძელვადიან პერიოდში უპირატესობის ასეთ ფორმატში შენარჩუნებას მისთვის სულ უფრო და უფრო რთულს გახდის.
თუმცა, ეს მეტწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ადვილად შეძლებენ, მაგალითად, „უნივერსამი“ ან „ზღაპარი“, უკეთეს „დისქაუნთერებად“ იქცნენ ასორტიმენტის, ფასების მართვის, ასევე მომწოდებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. მათი ადგილმდებარეობა და მაღაზიების ფორმატი ბევრად უფრო შეეფერება „დისქაუნთერისას“, ვიდრე „ორი ნაბიჯის“.
იმისათვის, რომ როგორც „დისქაუნთერმა“ მომხმარებელს ყველაზე დაბალი ფასით მისცე პროდუქტების ყიდვის შესაძლებლობა, არამარტო შეზღუდული საბაზისო ასორტიმენტი უნდა გქონდეს, მომწოდებლებთან მუშაობდე სხვანაირად, არამედ ფიქსირებული ხარჯებიც მინიმალური უნდა გქონდეს, სადაც იჯარას, მაღაზიების ზომას, პერსონალის რაოდენობას ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
თუ ამ ან სხვა კომპანიებს გაუჩნდებათ მიზანი, რომ მოიკვლიონ საუკეთესო პრაქტიკა და საქართველოსთვის „დისქაუნთერის“ ყველაზე კონკურენტუნარიანი მოდელი შეიმუშაონ და დანერგონ, თუნდაც გარეშე სპეციალისტების დახმარებით, ჩვენც – „სინერჯი ჯგუფი“ სიამოვნებით ჩავერთვებოდით ამ სამუშაოში.
„დისქაუნთერის“ სწორი მოდელის შემუშავება/დანერგვა რთული მმართველობითი ამოცანაა. თუ მას პატარა ამოცანებად სწორად არ დაშლი და მერე კარგად არ შეისწავლი, მათგან რომლები ახდენს ყველაზე დიდ გავლენას საბოლოო შედეგზე და ამის მიხედვით არ დაიწყებ გადაწყვეტის იდეებზე ფიქრს, ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი შესაძლოა ნახევარზომა აღმოჩნდეს.
„სინერჯი ჯგუფი“ მმართველობითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ორგანიზაციებს სწორედ ასეთი რთული ამოცანების გადაწყვეტის გზების დამუშავებაში ეხმარება.
ინფორმაცია ჩვენს კლიენტებსა და პროექტებზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.