GWP-ს, „ენერგო პრო“-ს და „თელმიკო“-ს კოლაბორაცია თბილისში წყლის ეკონომიური მოხმარების ხელშეწყობისთვის

ითვლება, რომ წყლით უხვი ქვეყანა ვართ, თუმცა სათაურში მოხსენიებული სამივე კომპანიისთვის სტრატეგიული ამოცანაა, თბილისის მოსახლეობა უფრო ეკონომიურად მოიხმარდეს ამ უმნიშვნელოვანეს რესურსს. ჟინვალის წყალსაცავის წყლის მარაგის, ელექტროენერგიის თვითღირებულების თუ სისტემების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირების მიზნით, სამივეს სასიცოცხლოდ სჭირდება წყლის ხარჯის ოპტიმიზაცია.

არადა, მოსახლეობის ქცევის მოდელი, მოწყობილობების გაუმართაობა, ხარჯვის აღრიცხვის მოუწესრიგებლობა, ხარვეზები სისტემაში, წნევის მართვის მექანიზმებში თუ სხვა მრავალი პრობლემა ყოველდღიურად წყლის ტყუილად კარგვის მიზეზი ხდება.

ეს სამივე კომპანია თუ მოილაპარაკებს და ერთად დაიწყებენ ამ ამოცანის გადაწყვეტაზე მუშაობას, სადაც დეტალურად უნდა მოხდეს როგორც მიზეზების, ისე რეაგირების გზების შესწავლა და დაგეგმვა, „სინერჯი ჯგუფი“ სიამოვნებით მივიღებდით ამ სამუშაოში მონაწილეობას.

თბილისში წყლის ეკონომიური ხარჯვის ხელშეწყობა, რომელსაც ასევე ორგანულად ებმის ელექტროენერგიის გაფრთხილებაც, რთული მმართველობითი ამოცანაა, რომელსაც პატარა ამოცანებად სწორად თუ არ დაშლი და მერე კარგად არ შეისწავლი, მათგან რომელი ახდენს ყველაზე დიდ გავლენას საბოლოო შედეგზე და გადაწყვეტის იდეებზე ფიქრს ამის მერე თუ არ დაიწყებ, ამ მიმართულებით გადადგმული ყოველი ნაბიჯი, შესაძლოა, ნახევარზომა აღმოჩნდეს.

„სინერჯი ჯგუფი“ მმართველობითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ორგანიზაციებს სწორედ ასეთი რთული ამოცანების გადაწყვეტის გზების დამუშავებაში ეხმარება.

ინფორმაცია კლიენტებსა და პროექტებზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.



ინსაითები მომზადებულია საკონსულტაციო
კომპანიის
სინერჯი ჯგუფის
სპეციალისტების მიერ;


ინსაითის რეიტინგი
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — ჯერ არ შეფასებულა
Loading ... Loading ...





დატოვეთ თქვენი კომენტარი


შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!
© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება