ქვეყანაში საღი რძის წარმოების შეზღუდული მოცულობა და არასტაბილური ხარისხი, ვფიქრობთ, „სანტეს“ შემდგომ ზრდას მნიშვნელოვნად აფერხებს.
მრავალფეროვანი, და ამასთან, ხარისხიანი პროდუქტები, ძალიან კარგი რეპუტაცია და უპირობო ლიდერის პოზიცია ბაზარზე „სანტეს“ ყველაზე მეტ შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენოს საღ რძეზე დაფუძნებული პროდუქტების ბაზარზე ზრდის ჯერ კიდევ არსებული საკმაოდ დიდი პოტენციალი.
ამასთან, ვფიქრობთ, ნედლეული შემაფერხებელი ფაქტორი რომ არ იყოს, „სანტეს“ წესით არც მეზობელ ქვეყნებში გაუჭირდებოდა განვითარება.
„სანტესთვის“ საღი რძის მეტი მოცულობით მოგროვების ამოცანა რთული სისტემური ამოცანაა, ვინაიდან ამისათვის ზოგადად ქვეყანაში რძის წარმოების მოცულობის გაზრდაა საჭირო.
შესაბამისად, იმისათვის, რომ ეს ამოცანა გადაჭრას, მათ შორის ისეთ კითხვებს უნდა გასცეს ცხადი პასუხი, როგორიცაა:
ა) როგორ უნდა გაიზარდოს მეწარმეების მოტივაცია, აწარმოონ რძე ან გაზარდონ მოცულობები?
ბ) როგორ უნდა გაადვილდეს მათთვის წარმოების სიმძლავრეების შექმნა, განვითარება და გაფართოვება?
გ) როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი წარმოებული პროდუქციის სტაბილური ხარისხი?
დ) როგორ უნდა მოახერხოს „სანტემ“ წარმოებულ პროდუქციაზე უპირატესი წვდომა? და ა.შ.
ამოცანის გადასაწყვეტად, ამ და სხვა კითხვებზე პასუხების გასაცემად შესაბამისი კვლევა, კომპეტენტური სამუშაო ჯგუფის შექმნა და მასთან სწორად მუშაობაა საჭირო.
თუ „სანტეს“ ექნება სურვილი, რომ ასეთი გეგმის შემუშავებაში გარეშე სპეციალისტები ჩართოს, ჩვენ – „სინერჯი ჯგუფი“ დიდი სიამოვნებით ვითავებდით ამ სამუშაოს ჩატარებას.
ქვეყანაში საღი რძის წარმოების ხელშეწყობა რთული ამოცანაა, რომელსაც პატარა ამოცანებად სწორად თუ არ დაშლი და მერე კარგად არ შეისწავლი, რომლები ახდენენ იქიდან ყველაზე დიდ გავლენას საბოლოო შედეგზე და გადაწყვეტის იდეებზე ფიქრს მაგის მერე თუ არ დაიწყებ ყველა გადადგმული ნაბიჯი შესაძლოა ნახევარზომა აღმოჩნდეს.
„სინერჯი ჯგუფი“ მმართველობითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ორგანიზაციებს სწორედ ასეთი რთული ამოცანების გადაწყვეტაში ეხმარება.
ინფორმაცია ჩვენს კლიენტებსა და პროექტებზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.
