ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



სახელფასო სისტემის მოწესრიგება ბევრად მნიშნელოვანია ვიდრე ბონუსების სისტემა

ხელფასის მატება გაცილებით დიდი მოტივატორია ვიდრე ერთჯერადი ბონუსი, ამიტომ თუ ორგანიზაციას სურვილი აქვს გრძელვადიანი და სწორი მოტივაცია გაუჩინოს თანამშრომლებს მათ ზუსტად უნდა უთხრას ლოგიკა რა შემთხვევაში და როგორ გაეზრდებათ ხელფასი.
სრულად წაკითხვა »

გაყიდვების ზრდაზე აგრესიული მოტივაცია შესაძლოა კლიენტების მოტყუების მიზეზი გახდეს

მოკლევადიან პერიოდში გაყიდვების გაზრდაზე მიმართული ზომაზე მეტი მოტივაცია კლიენტების მოტყუების, მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვის და მათ მიმართ ცალკეულ შემთხვევევში არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების რისკებს ზრდის გაყიდვებში ჩართული თანამშრომლების მხრიდან.

ამიტომ, ყოველთვის ჯობს მოტივაციის სქემები ისე იყოს აგებული, როგორც სახელფასო სისტემის ისე პრემირების სისტემის კუთხით, რომ პარამეტრების გრძელვადიან, სტაბილურ გაუმჯობესებაზე იყოს უფრო მეტად მიმართული.

საცალო გაყიდვების ბიზნესში ფასების მართვის სისტემა პირველ რიგში არასწორი ფასის მქონე პროდუქტებს უნდა პოულობდეს

ფასების მართვაში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად მიხვდე რომელ პროდუქტებზე გაქვს გასასწორებელი ფასი. დანარჩენი შედარებით მარტივია.

სრულად წაკითხვა »

ხელფასს რომ ვუხდით იმას არ ნიშნავს, რომ ავტომატურად კარგად უნდა იმუშაოს

ხელფასის დანიშნულება შრომის ანაზღაურება არ არის. მას ჩვენ თანამშრომლის მზაობისათვის ვიხდით საკუთარი უნარები და გამოცდილება ჩვენს ამოცანებს მოახმაროს.
სრულად წაკითხვა »

განვითარება როგორც რუტინა, ანუ აუცილებელი და სასწრაფო საქმეები

აუცილებლად გასაკეთებელი საქმეების კეთებას ისე არაფერი უშლის ხელს როგორც სასწრაფო საქმეები.
სრულად წაკითხვა »

გუნდური მოტივაცია უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებისთვის

თუ გვინდა, რომ უმაღლესი მენემენტი ერთ გუნდად ჩამოყალიბდეს ერთ-ერთი ნაბიჯი ამისთვის მათთვის გუნდური მოტივაციის შექმნა უნდა გახდეს.
სრულად წაკითხვა »

კარგი წლიური შედეგების შემთხვევაში ისევე აუცილებელია შრომის ანაზღაურების სისტემის გადახედვა როგორც არასახარბიელო შედეგებისას

იმ კომპანიებმა, რომლემლებმაც 2023 წელს წინა წელთან შედარებით მნიშნელოვნად მეტი შემოსავალი და მოგება მიიღეს პირველ რიგში შრომის ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესებას უნდა შეეცადონ.
სრულად წაკითხვა »

პრობლემები ურთიერთობებში უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის

დიდ ორგანზიაციებში არსებული პრობლემების მთავარი მიზეზი, თითქმის ყოველთვის, უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის არსებული პრობლემებია.
სრულად წაკითხვა »

ყველაზე კარგი გაყიდვები

როდესაც რაიმეს გაყიდვა ერთნაირად ახარებს მყიდველს, გამყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლებს და ორგანიზაციის მესაკუთრეებს, ალბათ ასეთი გაყიდვა შეიძლება ჩაითვალოს როგორც საუკეთესო.

სრულად წაკითხვა »

ვის ვემსახურებით კონკრეტული მოქმედებისას

ფაქტიურად მთელი ჩვენი საქმიანობა ვიღაცის მსახურებაა, თითქმის ყოველი კონკრეტული მოქმედებისას ყველა ვიღაცას ვემსახურებით, ვემსახურებით ოჯახს, ვემსახურებით ახლობლებს, ვემსახურებით კლიენტებს, თანამშრომლებს, მომწოდებლებს, პარტნიორებს, და მთელი აზრიც ალბათ ჩვენი საქმიანობის სწორედ ვიღაცის მომსახურებაა.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება