ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ვისაც თანამშრომლები არ ჰყავს კმაყოფილი გაუჭირდება ჰყავდეს კმაყოფილი მომხმარებელი

კმაყოფილი მომხმარებლის მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება ყველასთვის, მაგრამ ბევრ ხელმძღვანელს ჯერ კიდევ არ უნდა იმის გაგება ან აღიარება, რომ მომხმარებლის კმაყოფილების მიღწევა შეუძლებელი ან მინიმუმ ძალიან ძნელია საკუთარი სამსახურით კმაყოფილი თანამშრომლების ყოლის გარეშე.

ყველას გვინახავს ხელოვნურად გაღიმებული ფარმაცევტი, რომელიც ძალით, მექანიკურად გვიღიმის, ჯანმრთელობას გვისურვებს და გვემშვიდობება. თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ მისი გამოხედვა, მისი მიმიკები ნათლად გვავგრძნობინებს, რომ ამ ადამიანს არც თავისი სამსახური უყვარს და არც ჩვენი დანახვა ახარებს დიდად.

ანუ ამ ორგანიზაციებს სავარაუდოდ კარგად აქვთ აწყობილი  მომსახურების სტანდარტების დამუშავების განვითარების, სტანდარტების სწავლებისა და დაცვის კონტროლის სისტემები, მაგრამ, ამის მიუხედავად, შედეგი არათუ დამაკმაყოფილებელი, გამაღიზიანებელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ თანამშრომლები კლიენტებს უგულოდ და არამოტივირებულად ემსახურებიან.

მეორეს მხრივ, ფარმაცევტს, რომელსაც ძალიან უყვარს საკუთარი საქმე, კარგად ესმის მისი როლი და კლიენტის კმაყოფილების მნიშვნელობა ყველანაირი სტანდარტების გარეშეც შეიძლება ბევრად კმაყოფილი კლიენტები ჰყავდეს.

რა თქმა უნდა, ბედნიერ თანამშრომელსაც სჭირდება სწავლება და კონტროლი, მაგრამ თანამშრომლების კმაყოფილების გარეშე ყველა სხვა ძალისხმევა თითქმის ნულამდე კარგავს თავის ღირებულებას.

ამიტომ იქ, სადაც კლიენტის კმაყოფილების მნიშვნელობა სათანადოდ ესმით, სტანდარტების შექმნაზე, დანერგვაზე და კონტროლზე მეტი ძალისხმევა სწორედ თანამშრომლების კმაყოფილების გაზრდაზე უნდა დახარჯონ. 

თუმცა, სამწუხაროდ, ბევრგან არათუ ბედნიერი თანამშრომლების,  ჯერ მომხმარებლების კმაყოფილების მნიშვნელობაც კი არ არის სათანადოდ გააზრებული და აღიარებული.

 

ადამიანებზე მორგებული სტრუქტურა არასოდეს მუშაობს სათანადოდ

თუ ჩვენ გადავხედავთ გუნდში ვის რა შეუძლია და იმის მიხედვით ვეცდებით მოვიფიქროთ ვინ რა აკეთოს და ვინ რაზე აიღოს პასუხისმგებლობა – მივიღებთ სტრუქტურას, რომელიც კი არ დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში ან დანიშნულების შესრულებაში, არამედ, დიდი ალბათობით, სერიოზულად შეგვიშლის ამაში ხელს.

სრულად წაკითხვა »

ორგანიზაციული სტრუქტურა – XXI საუკუნის კონკურენტული ბრძოლის მთავარი იარაღი

არც პროდუქტები, არც გაყიდვების მიდგომები, არც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები არ იქნება საკმარისი წარმატების შენარჩუნებისთვის, თუმცა მოკლევადიანი წარმატების მიზეზი ნებისმიერი მათგანი შეიძლება გახდეს.

საშუალო და გრძელვადიან წარმატებას კი განსაზღვრავს ორგანიზაციის სისტემური უნარი მიიღოს საკმარისი რაოდენობის, სწორი გადაწყვეტილებები და სწრაფად და მისაღები ხარისხით განახორციელოს ისინი ცხოვრებაში. აი, ამ უნარის შესაძენად კი სწორედ სათანადოდ აგებული სტრუქტურაა აუცილებელი.

სრულად წაკითხვა »

როდესაც სტრუქტურა არასწორი პროცესით კეთდება

სტრუქტურაში არსებული ხარვეზების უდიდესი ნაწილი, ძირითადად, სტრუქტურის არასწორი პროცესით შემუშავება-დანერგვით არის გამოწვეული. ხელმძღვანელები, ერთი მხრივ იმის გამო, რომ კარგად არ ესმით სტრუქტურის მნიშვნელობა და მეორე მხრივ ხშირად არ იციან, როგორ შეიძლება ის სწორად გააკეთონ, ისეთ შეცდომებს უშვებენ ახალი სტრუქტურის დამუშავებისას, რასაც ბევრი გამოუსწორებელი უარყოფითი შედეგი მოყვება.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: June 4, 2015
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,911-ჯერ

1 + 1 > 2

მართალია, სინერგიის ეფექტის მნიშვნელობა ყველამ კარგად ვიცით და კარგადაც გვესმის, მაგრამ ხანდახან სინერგიული გაერთიანებების წინააღმდეგ ძალაუნებურად და გაუაზრებლად მივდივართ ხოლმე. მაშინ უბრალოდ ყველას ერთად გვჭირდება გახსენება, რომ ერთად უფრო უკეთ, უფრო ბევრი და უფრო სწრაფად გამოგვდის, და რომ: სრულად წაკითხვა »

ერთ ადამიანთან უშუალოდ დაქვემდებარებული ერთეულები გაცილებით ადვილად ურთიერთობენ ერთმანეთთან

ის სტრუქტურული ერთეულები, რომელთა შორის კოორდინაციას, ჰარმონიულ თანამშრომლობას, ინფორმაციის შეუფერხებელ გაცვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული პროცესების შეუფერხებელი მსვლელობისთვის, ძალიან სასურველია სტრუქტურაში ერთი და იმავე ადამიანის უშუალო დაქვემდებარებაში მოვაქციოთ.

სრულად წაკითხვა »

პროდუქტსა და მომსახურებაში უმაღლესი ხარისხის მიღწევისათვის საჭირო სტრუქტურული პირობები

იმისათვის, რომ ორგანიზაციამ მისი მომსახურების ან პროდუქტის სტაბილურად მზარდი ხარისხი უზრუნველყოს, საჭიროა ამისთვის აუცილებელი სტრუქტურული პირობები შექმნას, ანუ ეს ამოცანა პირველ რიგში სტრუქტურულად სწორად გადაწყვიტოს.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: November 28, 2014
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 1
  • წაკითხულია 3,217-ჯერ

ოჯახი, როგორც ორგანიზაცია

თუ ოჯახს, როგორც ორგანიზაციას, ისე შევხედავთ, შესაძლოა ამან ბევრად უფრო ცხადი გახადოს, როგორ ვიცხოვროთ მასში უფრო კომფორტულად და თითოეული წევრისთვის ის კიდევ უფრო მეტად ღირებული როგორ გავხადოთ.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: October 17, 2014
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: Comments Off on რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს პროფკავშირებმა ორგანიზაციის მენეჯმენტს
  • წაკითხულია 1,976-ჯერ

რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს პროფკავშირებმა ორგანიზაციის მენეჯმენტს

ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით კი მსხვილი ორგანიზაციებისთვის, სოციალური პასუხისმგებლობა,  თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი ამოცანაა. თუ ორგანიზაციების მენეჯმენტი თავისი მიმართულებით არსებულ პროფკავშირებს განიხილავენ როგორც საშუალებას ამ ამოცანის გადასაჭრელად, მათ განსაკუთრებულ შედეგებს შეუძლიათ მიაღწიონ. სრულად წაკითხვა »

საფრთხეების პრევენციის კომიტეტი

ორგანიზაციების უმეტესობაში საფრთხეების პრევენციის კომიტეტის არსებობამ შესაძლოა მენეჯმენტი მნიშვნელოვანი რისკებისგან დააზღვიოს.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება