ერთი-ერთი მარტივი და სასარგებლო ცვლილება, რაც შეიძლება სტრუქტურის ეფექტურობისთვის გაკეთდეს, ქვედანაყოფებისთვის სახელების სწორად დარქმევაა. თუ თითოეულ ქვედანაყოფს დავარქმევთ ამოცანის სახელს, რომელიც ამ ქვედანაყოფის წინაშე დგას, ამით მნიშვნელოვან და დადებით ზეგავლენად მოვახდენთ ამ ქვედანაყოფის მუშაობაზე.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
სტრუქტურის შესაბამისობის შესამოწმებლად
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ტესტი, რომლითაც არსებული ორგანიზაციული სტრუქტურის ეფექტურობის შეფასება შეგიძლიათ, ორგანიზაციის მამოძრავებელი ფუნქციების და სტრუქტურის ერთმანეთთან კავშირია.
დაასახელეთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რაც თქვენმა ორგანიზაციამ დანიშნულების შესასრულებლად უნდა გადაჭრას, შემდეგ კი გაიხსენეთ: სრულად წაკითხვა »
გასვლითი ღონისძიებები
გასვლითი ღონისძიებები განსაკუთრებით დატვირთულია. ამ დროს ადამიანები უფრო გახსნილები, შინაურულები, მოტივირებულები არიან. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი ღონისძიება ორგანიზაციის პრიორიტეტების დაზუსტებას, სტრატეგიული მიმართულებების განვითარებას ეხება.
სისტემურად მოაზროვნე ლიდერები
ლიდერები, რომლებიც სისტემურად აზროვნებენ, გაცილებით დიდ ყურადღებას უთმობენ ისეთი ორგანიზაციული მანქანის შექმნას, რომელიც მათი ნაკლები ჩართულობის შემთხვევაშიც მაქსიმალური შედეგის მიღწევაზე იქნება ორიენტირებული. ამასთან, არა მარტო ოპერაციული, არამედ განვითარების კუთხითაც.
თანამშრომლეთა კმაყოფილების მენეჯერი
ისეთ ორგანიზაციებში, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 70-ს აღემატება, მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსების დეპარტამენტში გაჩნდეს მკაფიო პასუხისმგებელი პირი, ვინც თანამშრომლების კმაყოფილებაზე იზრუნებს.
გააკეთეთ დისციპლინარული კომისია
საშუალო და მსხვილი ორგანიზაციებისთვის ძალიან ღირებული შეიძლება იყოს დისცილინარული კომისიის შექმნა და ამოქმედება, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში ყველა მნიშვნელოვან დისციპლინალურ “გადაცდომაზე” (როგორც დარღვევებზე ისე გამორჩეული დისციპლინირებულობის შემთხვევებზე) ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფას.
- თარიღი: May 28, 2013
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,687-ჯერ
ტექნოლოგიების განვითარება
დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა აქცევს ყურადღებას ტექნოლოგიების განვითარებას, ან ძალიან ძვირად ეჩვენებათ, ან ურჩევნიათ ისე აკეთონ ყველაფერი, როგორც მიჩვეულები არიან.
- თარიღი: May 13, 2013
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,541-ჯერ
რატომ უნდა ჰქონდეს ყველა ხელმძღვანელს ორგანიგრამა
რაც უფრო ახლოს, გამოსაჩენ ადგილას ექნება ორგანიზაციის ხელმძღვანელს თავისი ორგანიზაციის სტრუქტურის ამსახველი დიაგრამა, მით უფრო მეტი შანსია, დაუკვირდეს სტრუქტურაში ჩადებულ ან მისაღებ გადაწყვეტილებებს, შეაფასოს რამდენად ასახავს ეს სტრუქტურა ორგანიზაციის პრიორიტეტებს და რამდენად ეხმარება ის მიზნების განხორციელებაში.
დირექტორის მხარდამჭერი გუნდი
მსხვილი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს თუ თავისი მხარდამჭერი გუნდი ეყოლებოდა, ეს მისი საქმიანობის ეფექტურობას უფრო ხელს შეუწყობდა და მეორეს მხრივ სხვა სტრუქტურულ ერთეულებსაც გამოათავისუფლებდა დირექტორის ტექნიკური დავალებების შესრულებისგან.
მსახურების მენტალიტეტი
რაც უფრო ნაკლებია ლიდერში სხვებისთვის მსახურების კომპონენტი, მით უფრო ღარიბი და უფერული სარგებლის შექმნა შეუძლია მისი გუნდის წევრებისთვის, მომხმარებლებისთვის.