ხშირად ისე ხდება, რომ გუნდის სწორედ ის წევრები, რომლებიც ყველაზე მეტად გვიშლიან ნერვებს, ზარმაცობენ, აგვიანებენ, უდისციპლინოები, ნაკლებად ენერგიულები და ნაკლებად აქტიურები არიან, ყველაზე რთულ სიტუაციაში სხვებზე მძიმე ტვირთს იღებენ თავის თავზე, სხვებზე მეტად ერთგულები არიან, ყველაზე მეტად აიმედებენ დანარჩენებს, პანიკაშიც ნაკლებად ვარდებიან და ლიდერის საიმედო დასაყრდენიც გახდებიან ხოლმე.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
ნათელი ხედვის გემო
როგორც ამბობენ, როდესაც ადამიანი უანგაროდ აკეთებს სიკეთეს მისი ხედვა უფრო ნათელი ხდება. იგი ისეთ რაღაცებს ხედავს, რასაც ადრე ვერ ხედავდა და ისეთ რაღაცეებს ხვდება, რასაც ადრე ვერ ხვდებოდა. პირველ რიგში კი იმას აცნობიერებს, როგორ იცვლება ფერები მის გარშემო, როდესაც აკეთებს რაღაცას კარგს სხვებისთვის, სანაცვლოდ კი საერთოდ არაფერს ითხოვს მათგან და არც არაფერს ელოდება.
- თარიღი: April 30, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,695-ჯერ
ის, რაც ჩვენს თანამშრომლებს აუცილებლად უნდა ვუთხრათ
ჩვენი თანამშრომლების პროაქტიულობას, ადექვატურობასა და ლოიალურობას საგრძნობლად განაპირობებს მათი ინფორმირებულობის დონე საკუთარი მუშაობისა და ორგანიზაციის გეგმების შესახებ.
ხშირად ხდება ისე, რომ თანაშრომლებს მკაფიო დავალებებს ვაძლევთ, თითქოს ყველა პირობას ვუქმნით იმისთვის, რომ საქმე კარგად გააკეთონ და ისინიც თავის მხრივ ცდილობენ, მაგრამ მაინც… საქმე ისე არ კეთდება, როგორც მიზნის მისაღწევად არის საჭირო. ამ დროს, უმეტესწილად უკმაყოფილებას გამოვთქვამთ ხოლმე სხვებთან, ან საკუთარ ფიქრებში, ან ამავე თანამშრომელთან სხვადასხვა უარყოფითი ჟესტებით. ამით არასრულყოფილად შესრულებულ საქმეს ვერ ვასწორებთ და პირიქით გარშემომყოფებს და საკუთარ თავსაც სტრესს ვუმატებთ. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: April 26, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,587-ჯერ
ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის
ამ ბალანსის შენარჩუნება რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლებისათვის, არავისათვის სიახლეს არ წარმოადგენს. მენეჯერთა უმეტესობისათვის ეს ავტომატურად ასოცირდება ნაკლებ მუშაობასთან, ნაკლებ შედეგებთან და ნაკლებ შემოსავლებთან. არადა, ორგანიზაციებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ თანამშრომლებს ჰქონდეთ ეს ბალანსი დაცული. სრულად წაკითხვა »
დამსახურების ტვირთი
ერთმა ჩემმა ძველმა ნაცნობმა, მახსოვს, ერთხელ მითხრა, რამდენიც არ უნდა გქონდეს გაკეთებული ორგანიზაციისთვის, სადაც მუშაობ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ დღეს მისთვის საჭირო აღარ ხარ და სარგებელს ვეღარ ქმნი აუცილებლად წასვლა მოგიწევსო. უსამართლობაა შეიძლება, მაგრამ ყველაზე ხშირად სწორედ ასე ხდება და ამაში არის რაღაცა ცივი, მაგრამ ძალიან რაციონალური.
წარმატების მტერი
არაფერი ისე არ უშლის ხელს დიდ წარმატებას, როგორც პატარა წარმატებები, რომლებიც ჩვენ დიდი მიღწევები გვგონია. და არაფერი ისე არ ეხმარება დიდი წარმატების მიღწევას, როგორც დიდი წარუმატებლობა, თუ ჩვენ მას ღირსეულად ვხვდებით. ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება.
- თარიღი: April 20, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,578-ჯერ
შევაგროვოთ თანამშრომლების სურვილები
შევაგროვოთ თანამშრომლების სურვილები, რომლებიც ორგანიზაციის საქმიანობას ეხება. ისინი, შესაძლოა, ბევრ საინტერესო და ღირებულ ინსაითს შეიცავდნენ. ამასთან, მათ სურვილებში ორგანიზაციაში არსებულ პრობლემებს, სისუსტეებს და შესაძლებლობებს ამოვიკითხავთ.
- თარიღი: April 19, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, საერთო
- კომენტარები: 2
- წაკითხულია 2,206-ჯერ
სანამ ვაკანსიას გამოვაცხადებთ
ქართული ორგანიზაციების უმრავლესობაში ახალი კადრის აყვანა ყოველთვის ძალიან სასწრაფოა. ეს არასწორი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. შედეგად, ორგანიზაციაც ზარალდება, ვინაიდან არასწორ კადრში ახდენს დროითი და ფინანსური რესურსების ინვესტირებას და თვითონ ამ კადრსაც საგულისხმო პრობლემებს ვუქმნით მის არასწორ, მისთვის შეუსაბამო პოზიციაზე მოყვანით.
მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, იმ მომენტში ძალიან კრიტიკულია კონკრეტულ პოზიციაზე გყავდეთ თანამშრომელი, უმჯობესია არ ავჩქარდეთ ვაკანსიის გამოცხადებისას. რაც უფრო კარგად მოვემზადებით ახალი კადრის ასაყვანად, მით უფრო ნაკლები იქნება იმედგაცრუების და ჩვენივე სიჩქარის გამო მომავალში როგორც ჩვენთვის, ისე თვითონ იმ კადრისთვის პრობლემების შექმნის ალბათობა.
იმაზე მეტი, ვიდრე ელიან
გავაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე ამას ჩვენგან ჩვენი ლიდერები, გუნდის წევრები, მომხმარებლები და გარშემომყოფები მოელიან. ამისთვის, ნემისმიერი დავალების მიღებისას დავისახოთ მეორე მიზანი, რომელიც გაჟღერებული მიზნის შესრულების ხარისხს უფრო გაზრდის და უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება.
- თარიღი: April 10, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, ლიდერობა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,743-ჯერ
პირველი ექვსი თვე
ბევრ ისეთ ადამიანთან მისაუბრია, ვისაც მისთვის ორგანიზაციაში მისვლისას პირდაპირ მაღალ თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. განსაკუთრებით მაინტერესებდა, როდიდან დაიწყეს რეალური სარგებლის შექმნა. როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ იდეები და წამოწყებები პირველივე დღიდან ყველას ძალიან რევოლუციური ჰქონდა, პირველი ექვსი თვის განმავლობაში თითქმის ვერც ერთმა ვერ შეძლო ორგანიზაციისათვის რაიმე განსაკუთრებულად ღირებულის გაკეთება.