ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



მენეჯმენტის ყველაზე დიდი გამოწვევა

მენეჯმენტის ყველაზე დიდი გამოწვევა იმაშია, რომ შეცვალოს ინიციატივების ნაკადის მიმართულება. და თუ დღეს თვითონვეა ინიციატივების დიდი ნაწილის გენერატორი და შემდეგ კი უდიდეს ძალისხმევას მის მიერვე მოფიქრებული იდეების და წინადადებების განხორციელებაზე ხარჯავს, ხვალ იდეების და ინიციატივების გენერატორად თანამშრომლები უნდა აქციოს, თვითონ კი დაიტოვოს ქვემოდან ზემოთ მომავალი წინადადებების გადარჩევის და შერჩეულების განხორციელების ხელისშეწყობის ფუნქცია.

სრულად წაკითხვა »

ორგანიზაციაში ინფორმაციის გავრცელება არაფორმალური არხებით

თუ ჩვენს ორგანიზაციაში ჭორები მომრავლდა და ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ფორმით ვრცელდება ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ფორმალური არხები ან არ გვაქვს საკმარისად კარგად გამართული, ან ის, უბრალოდ, არ არსებობს.   სრულად წაკითხვა »

თანამშრომლების კვალიფიკაცია რომ ავამაღლოთ

თანამშრომლების კვალიფიკაცია რომ ავამაღლოთ, სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა თანმიმდევრობით, მაგრამ შემდეგი სამი ამოცანა უნდა გადავჭრათ:

ა) უნდა გავარკვიოთ, რისი ცოდნა სჭირდებათ და აინტერესებთ ზუსტად;

ბ) უნდა გავუჩინოთ სწავლის მოტივაცია;

გ) უნდა შევუქმნათ პირობები იმისათვის, რომ ისწავლონ ის, რაც მათ სჭირდებათ.

ეს ამოცანები თითქმის ყველასთვის ცნობილია, ვისაც კი უფიქრია თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების გზებზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეორე ამოცანას, თანამშრომლებში სწავლის მოტივაციის გაჩენას,  მაინც იშვიათად უთმობენ სათანადო ყურადღებას და ხშირად არც რეალური საჭირობების დადგენაზე იხარჯება საკმარისი ენერგია.

სრულად წაკითხვა »

მენეჯერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა

მენეჯერი, რომლისთვისაც ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მას ჩაეთვალოს გაკეთებული საქმე, ვიდრე ის, თუ რა საქმე გაკეთდება, სავარაუდოდ დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს. სამწუხაროდ, მენეჯერების დიდი ნაწილი სწორედ ასე ალაგებს პრიორიტეტებს. მათ ურჩევნიათ სულ არ გაკეთდეს, ვიდრე სხვამ გააკეთოს.

სრულად წაკითხვა »

ორგანიზაციის წარმატების და წარუმატებლობის განმსაზღვრელი სამი მთავარი ფაქტორი

ორგანიზაციის როგორც წარმატებას, ისე წარუმატებლობას ყველაზე მეტად განაპირობებს: სტრატეგია, ორგანიზაციული სტრუქტურა და მთავარი ბიზნეს პროცესები. სწორედ ამ სამი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს, თუ რამდენად მიზანმიმართული და თანმიმდევრული იქნება  ორგანიზაცია მოქმედებებში და რამდენად რაციონალურად გამოიყენებს მის განკარგულებაში არსებულ რესურსებს. სრულად წაკითხვა »

თანამშრომლებმა რომ უკეთესად იმუშაონ

თანამშრომლებმა რომ ორგანიზაციისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გაკეთონ, საჭიროა:

1. ჰქონდეთ ძალიან მკაფიო ამოცანა,

2. ჰქონდეთ ეფექტური მოტივაცია ამ ამოცანის გადაწყვეტაზე და

3. სათანადო ხელშეწყობა მუშაობაში.

ამით ისინი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებენ იმ კომპეტენციის ფარგლებში რომელიც გააჩნიათ. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: July 29, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 3,124-ჯერ

ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების საერთო ბრენდის ქვეშ გაერთიანება

მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების ერთი ბრენდის ქვეშ მოქცევა უფრო გაუადვილებს მათი შერჩევის პროცესს როგორც უცხოელ ტურისტებს, ისე ადგილობრივებს. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: June 30, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 4,624-ჯერ

“მისტიური მყიდველის” ეფექტი მომსახურების ხარისხის გასაზრდელად

სუპერმარკეტების ქსელის მომსახურების ხარისხის განვითარებისთვის ერთ–ერთი წარმატებული წინაპირობა მისტიური მყიდველების გააქტიურება შეიძლება გახდეს.
სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: June 24, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 3,210-ჯერ

ეგზოტიკური პროდუქტების განვითარების შესაძლებლობა სუპერმარკეტების ქსელებისთვის

ვფიქრობთ, სუპერმარკეტების ქსელისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა ეგზოტიკური პროდუქტების გაყიდვების მიმართულებით განვითარება.
სრულად წაკითხვა »
  • თარიღი: June 17, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 3,197-ჯერ

ხარისხის მართვის ოფიცრები კლიენტების კმაყოფილების გასაზრდელად

ვფიქრობთ სუპერმარკეტების ქსელებისთვის კლიენტების კმაყოფილების გაზრდის კარგი შესაძლებლობაა ხარისხის მართვის ოფიცრების სისტემის შემოღება.
სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება