თუ პენსიების დამრიგებელი ბანკი დამატებით სახსრებს გამოყოფდა თავისი კლიენტი პენსიონრებისთვის გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ამით, ვფიქრობთ, რომ პენსიების პროგრამაში მონაწილეობის გრძელვადიან შესაძლებლობებსაც გაზრდიდა და ასეულობით ათას ოჯახში კეთილგანწყობილ წარმომადგენლებსაც გაიჩენდა, რომლებიც მასზე ხშირად და დადებით კონტექსტში ისაუბრებდნენ. სრულად წაკითხვა »
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
რა საინტერესო პროდუქტის შეთავაზება შეუძლიათ ბანკებს სტუდენტებისა და ახალდაქორწინებული წყვილებისათვის
ექსპორტის ხელშეწყობა – ზრდის საუკეთესო საშუალება ბანკებისათვის
ის ქართული ბანკები, რომლებიც ექსპორტის დაკრედიტების ძლიერ დეპარტამენტებს შექმნიან, შემდეგი სამი-ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე სწრაფად გაიზრდებიან.
რატომ შეიძლება იყოს სარგებლის მომტანი ბანკისთვის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტების დაფინანსება
ვფიქრობთ, თუ რომელიმე ბანკი რაიონებში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში სწავლებისა და იმ პერიოდში ცხოვრებისთვის საჭირო თანხებს დაუფინანსებდა (სესხის სახით, სწავლების დამთავრების შემდეგ გადახდის პირობით) სარგებელს მოუტანდა, როგორც თვითონ რაიონს, ასევე შეძლებდა საკრედიტო პორტფელის მოცულობის გაზრდასაც. სრულად წაკითხვა »
რატომ და როგორ შეუძლია ბანკს გაზარდოს მცირე ბიზნესები მის გარშემო
ის ბანკი, რომელიც ფილიალების მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა (განსაკუთრებით რეგიონების მიმართულებით), თუ თავისი შესასვლელის წინ ტერიტორიას დაასუფთავებდა, განათებით უზრუნველყოფდა, გაამწვანებდა და შემდეგ მისი იერსახის მუდმივად შენარჩენუბაზე იზრუნებდა, დიდ სარგებელს მოუტანდა, როგორც მოსახლეობას, ისე თვით ბანკს.
დამოუკიდებელ მწარმოებელთა ასოციაცია – პროდუქციის ექსპორტის საინტერესო შესაძლებლობა
საქართველოში ამჟამად მრავლად მოღვაწეობენ დამოუკიდებელი მწარმოებლები, რომლებიც მცენარეებისგან ამზადებენ მალამოებს, საცხებს, ნაყენებს ყოველგვარი ქიმიური მინარევების გარეშე. მათ თავისი კლიენტები ჰყავთ. ვფიქრობთ, უკეთესი იქნება, თუ შეიქმნება ასოციაცია, რომელიც მსგავს მწარმოებლებს გააერთიანებს. სრულად წაკითხვა »
საინტერესო იდეა ტელეკომპანიებს – არხის მიყიდვა საკაბელო ტელევიზიისთვის
სატელევიზიო მაუწყებლებს შეუძლიათ იფიქრონ, რომ საკაბელო ტელევიზიებისთვის გააკეთონ სხვადასხვა სეგმენტსა თუ თემატიკაზე მორგებული არხები და მიჰყიდონ მათ. სრულად წაკითხვა »
საინტერესო გადაცემის იდეა სატელევიზიო მაუწყებლებისთვის
ვფიქრობთ, ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს, თუკი რომელიმე სატელევიზიო კომპანია გააკეთებდა გადაცემას, სადაც კომპეტენტური ადამიანი მაყურებლებს კომპიუტერული პროგრამებისა და ზოგადად კომიუტერის მოხმარების შესწავლაში დაეხმარებოდა.
როგორ შეუძლიათ ბანკებს მოიზიდონ ანაბრები საბერძნეთიდან
თუ ბანკები მოახერხებენ თანამშრომლობაზე დაითანხმონ “ინტელ – ექსპრესი”, რომელსაც საბერძნეთიდან სწრაფი გადმორიცხვების ბაზარზე მნიშვნელოვანი წილი უკავია და იქ იმიგრანტებისაგან ფულის მიღების და გადმორიცხვისთვისათვის საკმაოდ ფართო ქსელიც აქვს, შეძლებენ რამოდენიმე ათეული მილიონი ევროს გრძელვადიანი ანაბრების მოზიდვას ყოველწლიურად.
ქართული პროდუქცია ქართველი ემიგრანტებისთვის
ჩვენი აზრით, თუ კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი კომპანია თავისი პროდუქციის ექსპორტს დაიწყებს ისეთ ქვეყნებში, სადაც ქართველები მასობრივად ცხოვრობენ, ამით ეს კომპანია თავისი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას შეძლებდა. სრულად წაკითხვა »