ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



  • თარიღი: January 20, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 3,018-ჯერ

ბენზინ გასამართი სადგურების ქსელის მქონე კომპანიის ახალი შესაძლებლობა – ელექტრომობილების ბაზარზე განვითარება

ჩვენი აზრით, ბენზინ გასამართი სადგურების ფართო ქსელის მქონე კომპანიას შეუძლია ბაზარზე თავისი მომსახურების დივერსიფიკაცია ელექტრომობილების საქართველოში ჩამოყვანით, დამტენი სადგურების დამონტაჟებით და ჩვეულებრივი ავტომობილების ელექტრომობილებად გადაწყობის სერვისის დანერგვით.
სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: January 17, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,750-ჯერ

როგორ შეუძლია ცნობილი ბრენდების ავტოდილერს განავითაროს ტაქსების მიმართულება

თუ რომელიმე ცნობადი ავტობრენდის დილერი შეარჩევს ერთ ან რამოდენიმე მოდელს კორპორატიული კლიენტებისთვის და მათთვის სატაქსო მომსახურების გასაწევად გამოიყენებს, მანქანებს არ გაუკეთებს ტაქსებისთვის დამახასიათებელ ტიპიურ ნიშნებს, ეცდება, რომ ერთ ორგანიზაციასთან ერთი და იგივე მძღოლები ამუშაოს და მოძრაობის ტრაექტორიის მართვის ეფექტურ სქემას შექმნის, სავარაუდოდ მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღებას შეძლებს.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: January 11, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,649-ჯერ

როგორ შეაფასონ საფირმო მაღაზიების მქონე წარმოებებმა საკუთარი მომხმარებლების კმაყოფილება

ჩვენი აზრით, კარგი იდეა შეიძლება აღმოჩნდეს სენსორული ეკრანების დამონტაჟება საფირმო მაღაზიებში. ეკრანებზე უნდა გამოდიოდეს კითხვარი, რომლის მიხედვითაც მომხმარებლები შეაფასებენ სხვადასხვა პროდუქციას. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: January 5, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,519-ჯერ

როგორ შეუძლიათ ბანკებს, რომლებსაც რეგიონალური ფილიალები დიდ შენობებში აქვთ განთავსებული, კლიენტებისთვის მეტი სარგებლის შექმნა

ჩვენი აზრით, კარგი იქნება, თუ ბანკები მათ რეგიონალურ ფილიალებში, სადაც შედარებით მეტი თავისუფალი ფართია, გააკეთებენ ბიბლიოთეკებს. ეს ერთის მხრივ გაზრდის არსებული კლიენტების კმაყოფილებასა და ლოიალურობას, მეორეს მხრივ კი პოტენციურ კლიენტებსაც მიიზიდავს და მიაჩვევს მას ბანკის ოფისებში სტუმრობას.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: January 5, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 1
  • წაკითხულია 3,630-ჯერ

როგორ შეუძლია ბანკს გაზარდოს ბიზნეს კლიენტების რაოდენობა

ვფიქრობთ, ბანკისთვის კლიენტების მოზიდვის კარგი შესაძლებლობაა მისი წარმატებული კლიენტების ბიზნეს ქეისების წერილობითი ან ვიდეოს ფორმით ჩამოყალიბება და გავრცელება. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: January 4, 2011
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,149-ჯერ

როგორ და რატომ უნდა გაუზარდონ ბანკებმა ინტერნეტ ბანკს ფუნქციები

ვფიქრობთ, საინტერესო იქნებოდა ინტენეტ ბანკისთვის დამატებითი ფუნქციების შეთავსება იმ ბანკების მიერ, რომლებიც ამ მომსახურებას სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს.

რამდენიმე განსხვავებული ფუნქციის მოფიქრება შეიძლება, რაც სასურველია დაემატოს ინტერნეტ ბანკის არსებულ მომსახურებებს. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: December 30, 2010
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,877-ჯერ

როგორ შეიძლება დაეხმაროს თბილისის მერია ხელსაქმით დაინტერესებულ მოქალაქეებს დასაქმებაში

ვფიქრობთ, მერიას შეუძლია დაეხმაროს ხელსაქმით დაინტერესებულ მოქალაქეებს დასაქმებაში, თუ შეუქმნის მათ უნარების გამოვლენისა და განვითარების  შესაძლებლობას, მატერიალურად და ტექნიკურად დაუჭერს მხარს სალონების გახსნის და მათი ნახელავის რეკლამირებას.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: December 28, 2010
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 4,212-ჯერ

რა უნდა გააკეთოს თბილისის მერიამ, რომ ყველამ იცოდეს სამარშრუტო ტაქსების და ავტობუსების მარშრუტი

ვფიქრობთ, თბილისის მერიას შეუძლია შექმნას ელექტრონული ცნობარი, სადაც ჩატვირთული იქნება თბილისის რუკა. მასზე  უნდა აისახოს ავტობუსის გაჩერებების ადგილმდებარეობა. ასევე უნდა აღინიშნოს სამარშრუტო ტაქსების და ავტობუსების მარშრუტები მათი ნომრების მიხედვით. ცნობარი შეიძლება განთავსდეს მერიის ვებგვერდზე, კარგი იდეა შეიძლება იყოს ელექტრონული ცნობარის ინტეგრირება Paybox–ის აპარატებში. ასევე შეიძლება ამ აპარატების ავტობუსის გაჩერებებზე დადგმა. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: December 22, 2010
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,722-ჯერ

როგორ შეიძლება დიდმა ინტერნეტ ოპერატორებმა გაუკეთონ ინტერნეტს პოპულარიზაცია რეგიონებში

ჩვენი აზრით ამის კარგ შესაძლებლობას იძლევა სოფლის ბიბლიოთეკები, კერძოდ კი მათ ბაზაზე ინტერნეტ კაფეების განვითარება და პოპულარიზაცია. ამისათვის ინტერნეტ ოპერატორმა, რომელიც ამ იდეით დაინტერესდება, ყველა სოფლის ბიბლიოთეკას უნდა დაუდგას თავის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერები. სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: December 21, 2010
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,763-ჯერ

როგორ შეუძლიათ ინტერნეტ-პროვაიდერ კომპანიებს ინტერნეტის უფრო აქტიური დისტრიბუცია

ვფიქრობთ, რომელიმე მსხვილი ინტერნეტ-პროვაიდერისათვის კარგი შესაძლებლობა იქნება, შემოიტანოს იაფფასიანი ნოუთბუქები, სადაც მისი ინტერნეტის მიმღები იქნება ჩამონტაჟებული და განახორციელოს მათი აქტიური პრომოცია და დისტრიბუცია. ნოუთბუქები გაყიდოს თვითღირებულებაზე იაფად, ან სულაც სიმბოლურ ფასად, თუკი მისი ინტერნეტის მოხმარება იქნება გარანტირებული. სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება