კარგი იქნება, თუ რძის პროდუქტების რომელიმე მწარმოებელი გააკეთებს შემდეგი ტიპის აქციას: ვინც ერთდროულად შეიძენს კომპანიის სხვადასხვა დასახელების პროდუქტს, მაგალითად, ხაჭოს, მაწონს, რძეს, მაიონეზს და კარაქს, საჩუქრად მიიღოს ქართული მულტფილმების დისკი. სრულად წაკითხვა »
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
ტელევიზია ხალხის დასაქმების სამსახურში
თუ რომელიმე სატელევიზიო არხი გააკეთებს ისეთი ტიპის გადაცემას მათთვის, ვინც ეძებს სამსახურს , მაგრამ არ მიუწვდება ხელი ინტერნეტ დასაქმების საიტებზე, მეორეს მხრივ კომპანიებსაც მისცემს საშუალებას ფართო აუდიტორიის წინაშე გააკეთოს ვაკანსიის მოკლე პრეზენტაცია, ვფიქრობთ, ასეთი გადაცემა შეიძლება ძალიან საჭირო და რეიტინგული გახდეს. სრულად წაკითხვა »
დეველოპერების გადარჩენის ახალი გზა და მისი მეოხებით განვითარების მიმართულებები
ვფიქრობთ, რომ დეველოპერებისათვის ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლის მოკლე დროით გახანგრძლივების საშუალებაა. სხვა შედეგს ისინი აქედან ვერ მიიღებენ (ვერც არსებულ პრობლემებს მოაგვარებენ და ვერც გრძელვადიან სიცოცხლისუნარიანობას გაიზირდიან). ერთადერთი გზა მათი საქმიანობის ბიზნეს მოდელის ცვლილება შეიძლება გახდეს. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლიათ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს ერთობლივად დაეხმარონ გაყიდვებში ორგანიზაციებს
ვფიქრობთ, ვაჭრობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს, თუ ბანკები საკრედიტო რისკების ანალიზს, როგორც მომსახურებას, მიყიდიან სადაზღვევო კომპანიებს, რომლის საფუძველზეც ეს კომპანიები კონსიგანციით გაცემული საქონლის ფინანსურ რისკებს დააზღვევენ. სრულად წაკითხვა »
რა შეიძლება აღმოჩნდეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სასკოლო განათლების ხარისხის გასაზრდელად
დროში სკოლების ფუნქცინირების ყველაზე ეფექტური გაუმჯობესებისათვის დირექტორების საქმიანობის ხარისხის გაზრდა შეიძლება გახდეს. ვფიქრობთ, ამ ამოცანის გადაწყვეტა შედარებით ადვილად შეიძლება თუ:
ავტოდილერი ფერმერების გვერდით – ახალი მიმართულება
ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ რომელიმე ავტოდილერი ახალი ბიზნესით დაინტერესდება, კერძოდ, ჩამოიყვანს მეორად ტრაქტორებს, რომლებსაც ფერმერებს მიაქირავებს. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლიათ სატელევიზიო არხებს აბიტურიენტების დახმარება და რეიტინგული გადაცემის გაკეთება
ვფიქრობთ, ძალიან სასარგებლო, რეიტინგული გადაცემა გამოვა, თუ რომელიმე სატელევიზიო არხი გააკეთებს უნარ-ჩვევების შემსწავლელ გადაცემას. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შემოსავლებიც გაზარდოს, კლიენტების რაოდენობაც და მათი კმაყოფილებაც
ვფიქრობთ, ყველასათვის მომგებიანი იქნება, თუ რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მცირე ფირმების საკონსულტაციო ჯგუფს გააკეთებს. შეიყვანს მასში ბუღალტერს, გადასახადების სპეციალისტს, იურისტს, მარკეტოლოგს და კადრების სპეციალისტს. ისეთებს, რომლებიც მცირე ფირმებისთვის აქტუალურ თემებზე არიან სპეცილიზირებული. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლია “ელკანას” თავისი მისიის უკეთ შესრულება
“ელკანას” მნიშვნელოვნად შეუძლია შეუწყოს ხელი ბიოპროდუქციის წარმოების განვითარებას, თუ მეტი აქტიურობით დაიწყებს მსხვილი ქართული მწარმოებლების დარწმუნებას, მათი საწარმოო სიმძლავრეების მცირე ნაწილი მაინც გადაიყვანონ ბიომეურნეობაზე. სრულად წაკითხვა »
როგორ შეუძლია გათბობის სისტემებში სპეცილიზირებულ კომპანიას თავისი ბაზრის გაფართოება
ვფიქრობთ, მომგებიანი იქნება, თუ გათბობის სისტემებით დაკავებული რომელიმე კომპანია ნახშირზე მომუშავე სისტემების იმპორტის, მონტაჟისა და შემდგომი მომსახურების მიმართულებას განავითარებს. ძირითად მომხმარებლებად კი მოიაზრებიან დიდი ორგანიზაციები, საწარმოები, ფერმები, სათბურები, შესაძლოა საცხოვრებელი კორპუსები და მცირე ზომის დასახლებებიც. სრულად წაკითხვა »