კომპანიების დიდ უმრავლესობაში, იმის თუნდაც მეოთხედ დროს და ენერგიას რომ ხარჯავდნენ პროდუქტების განვითარებაზე, რასაც მათ გაყიდვებზე ხარჯავენ, პროდუქტებიც ბევრად უკეთესი იქნებოდა და მათ გაყიდვაზეც ბევრად ნაკლები ძალისხმევის დახარჯვა გახდებოდა საჭირო.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
წიგნების ერთად მკითხველთა კლუბი
დასაქმებული ადამიანების უმეტესობას კარგად აქვს გააზრებული მისი კომპეტენციის ზრდისთვის რა მნიშვნელობა აქვს პროფესიული წიგნების კითხვას, თუმცა დიდ ნაწილს ძალიან უჭირს ამისთვის დროის გამოყოფა. დაკავებულობა ხდება ხშირად იმის მიზეზი, რომ ახალი წიგნის აღებას ვერ ვახერხებთ.
ერთ-ერთი მარტივი გზა, როგორ შეიძლება გავზარდოთ წელიწადში ჩვენთვის საჭირო და სასურველი წაკითხული პროფესიული წიგნების რაოდენობა არის, სრულად წაკითხვა »
- თარიღი: August 22, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ლიდერობა, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,894-ჯერ
გასვლითი ღონისძიებების შესახებ
გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება, როგორც ფორმალურის ისე არაფორმალურის, ძალიან ეხმარება გუნდის განმტკიცებას და ორგანიზაციაში არსებული ყველაზე რთული პრობლემების მოგვარებასაც კი.
- თარიღი: August 10, 2012
- კატეგორია: კადრების მართვა, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,633-ჯერ
რატომ არ ღირს ვეძებოთ დირექტორი ორგანიზაციის გარეთ
შიდა კადრების დაწინაურების მნიშვნელობა, თითქოს, ყველას კარგად ესმის, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება უმეტესობა ამჯობინებს, დირექტორებისა და სხვა მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე წარმოქმნილი ვაკანსია გარედან მოყვანილი კადრით დააკომპლექტოს.
- თარიღი: August 2, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,908-ჯერ
ოპერაციული მართვა და პროგრამული მართვა
დღეს ქართული ორგანიზაციების დიდი ნაწილი ძირითადად ოპერაციულად იმართება, ანუ წამოჭრილი საკითხების მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები, სპონტანურად იბადება იდეები და ქაოსურად მიმდინარეობს ამ იდეების განხორციელების პროცესიც. მნიშნელოვანია, რომ ორგანიზაციები ოპერაციული მართვიდან პროგრამულ მართვაზე გადავიდნენ.
მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინტერესების კონფლიქტი
ის, რაც ქვეყნის ეკონომიკისათვის საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად საინტერესო არ არის კერძო მეწარმეებისათვის მოკლევადიან პერიოდში. მეწარმეები ხომ საკუთარ პრიორიტეტებს ძირითადად სწორედ მოკლევადიანი ინტერესებიდან საზღვრავენ. თუ სახელმწიფო შეძლებს მათ მიმდინარე ინტერესი გაუჩინოს ისეთ პროექტებზე, რაც მათაც და ქვეყნის ეკონომიკასაც ეფექტს აუცილებლად მოუტანს საშუალო ან გრძელ ვადაში, ეკონომიკის განვითარებასაც დაეხმარება და სამუშაო ადგილების შექმნასაც შეუწყობს ხელს.
- თარიღი: July 6, 2012
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,000-ჯერ
ნამდვილი კეთილისმსურველები
როგორც ადამიანისთვის, უკეთესი მეგობარი ის კი არ არის, ვინც მუდმივად მას აქებს და ადიდებს, არამედ ის, ვინც მას მისი ნაკლოვანებების დანახვაში და გამოსწორებაში ეხმარება. ასეა ორგანიზაციებისთვისაც. ის კლიენტები, თანამშრომლები თუ საქმიანი პარტნიორები, რომლებიც ორგანიზაციის პრობლემებზე, მის მუშაობაში არსებულ ხარვეზებზე ლაპარაკობენ განსაკუთრებით ღირებულები და მნიშვნელოვნები არიან ორგანიზაციისთვის.
მეტი ინიციატივა
მუდმივად ახალ-ახალი, საინტერესო ინიციატივებით გამოსვლა საუკეთესო გზაა, რათა სწრაფად გავხდეთ ბევრად უფრო ღირებული ჩვენი ხელმძღვანელებისათვის და მთლიანად ორგანიზაციისათვის. მუდმივ ინიციატივას, როგორი დასჯადიც არ უნდა გვეჩვენებოდეს ის ახლა, სინამდვილეში ყველაზე სწრაფად შეუძლია წარმატება მოგვიტანოს.
არ გავყიდოთ ის, რაც არ უნდა გავყიდოთ
ხშირად ყველაზე მეტად ორგანიზაციებს გაყიდვებზე უარის თქმა უჭირთ. უარის თქმა მომსახურების ან პროდუქტის მიყიდვაზე მომხმარებლისთვის, რომლებსაც ის არ სჭირდებათ ან რომელსაც ისინი სათანადოდ ვერ გამოიყენებენ.
რაც ძნელად მოდის
ბევრისგან გამიგია: რაც ძნელად მოდის ბევრად ტკბილია, ბევრად უფრო სასარგებლო, ბევრად უფრო მყარი და სტაბილურია. ის კი, რაც ადვილად და სწრაფად მოდის პირიქით, ბევრად უფრო მყიფეა, სუსტია და ადვილადვე იკარგება.