ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ეცადო, როგორც შეგიძლია მაქსიმალურად, დაეხმარო სხვებს, საუკეთესო მარკეტინგია

ის, ვინც თავისი უნარების, რესურსების, პოტენციალის მაქსიმუმს იყენებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტად დაეხმაროს სხვებს, ყველაზე ნაკლებად სჭირდება დამატებითი ძალისხმევა მარკეტინგზე.

ეს სწრაფვა როგორც ადამიანებს, ისე ორგანიზაციებს ეხმარება ადვილად იპოვონ ისინი, ვისთვისაც მეტი სარგებლის შექმნა შეუძლიათ და ასევე გზები ამ სარგებლის შექმნისა და მათთვის მიწოდებისათვის.

მეწარმეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არავის დახმარება არ არის მათი საქმე და სინამდვილეში ყველამ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს. არადა, ვინც მეტ-ნაკლებ წარმატებას აღწევს, ამას მაინც რეალურად სხვებისათვის მეტი სარგებლის შექმნით ახერხებს. უბრალოდ რამდენადაც მეტად გააზრებული აქვთ მათ ეს მით უფრო სწრაფი და თანმიმდევრულია ეს წარამატება.

გაყიდვებზე მაშინ უნდა იმუშაო ყველაზე მეტი, როცა ყველაზე ნაკლებად გჭირდება გაყიდვების გაზრდა

ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი მაშინ ააქტიურებს გაყიდვების მიმართულებით ძალისხმევას, როცა გაყიდვების გაზრდა ყველაზე მეტად სჭირდება. არადა ასეთ დროს ფასებშიც აგებ, დამაჯერებლობაც კლებულობს, როცა მყიდველი გრძნობს როგორ გჭირდება გაყიდვა და გაყიდვის პროცესში სტრესიც ზომაზე დიდია. ამას ორგანიზაციაც განიცდის, გამყიდველიც და მყიდველიც გრძნობს.

ყველაზე კარგი გაყიდვების დროს გაყიდვებზე მიმართული ძალისხმევა კი უფრო თავდაჯერებულს ხდის გამყიდველს და გასაყიდ პროდუქტსაც და მომსახურებასაც მეტ მიზიდულობას სძენს.

ასეთ დროს დატვირთვა და გაყიდვები მეტად სტაბილურია, ფასები ოპტიმალური და ორგანიზაციაც ბევრად უფრო თანმიმდევრულად ახერხებს განვითარებას.

გაჭირვების არგუმენტით გაკეთებული საქმეები გაჭირვებას არ შველის

ორგანიზაციების დიდი ნაწილი ხშირად როცა რაღაცას არასწორს აკეთებს იმით ამართლებს რომ უჭირს, და რომ ამას არასოდეს გააკეთებდა რომ არ უჭირდეთ. სინამდვილეში კი დიდია იმის ალბათობა, რომ თუ მენეჯმენტი პრინციპულობას გამოიჩენს, ცოტას გაიჭირვებს და ასე არ მოიქცევა შედეგად გაცილებით ნაკლებად გაუჭირდება.

ასეთი ვითომ გამონაკლისები არც სწორი გამოსავალის პოვნას არ ეხმარება, კორპორატიულ სულსაც აქვეითებს, მიჩვევასაც იწვევს და სამწუხაროდ ორგანიზაციისთვის ჩვეულებრივი ნორმა და მოვლენა ხდება.

 

  • თარიღი: August 18, 2015
  • კატეგორია: სტრატეგია
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,108-ჯერ

რატომ აძლევს საზოგადოება ორგანიზაციებს არსებობის და განვითარების შესაძლებლობას

როდესაც პირველ პირს და უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის სხვა წევრებს ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ძალიან მოკლედ, ლაკონურად თქვან რა დანიშნულებას ასრულებს ორგანიზაცია, რისი კარგად შესრულებისთვისაც ის იღებს შემოსავალს, მოგებას და ზოგადად არსებობის და განვითარების უფლებას, როგორ შეძლებს ეს ორგანიზაცია რაციონალურად გამოიყენოს დრო და დანარჩენი რესურსები?

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: November 12, 2014
  • კატეგორია: სტრატეგია
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,037-ჯერ

სტრატეგიული ამოცანების სამოქმედო გეგმებში გადატანის ეფექტური გზა

ორგანიზაციის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანები მაღალი ხარისხით რომ დაამუშაოს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმებში გადაიტანოს, მენეჯმენტმა მცირე ჯგუფები შეიძლება დააკომპლექტოს, მათ დაავალოს მომავალ წელს გადაწყვეტის გზების ძიება და შესაბამის პასუხისმგებლებს დააკისროს მათი განხორციელება. ამისთვის კი რამდენიმე ნაბიჯისგადადგმაა საჭირო:

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: October 9, 2014
  • კატეგორია: სტრატეგია
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,888-ჯერ

როცა ყოველწლიურად სტრატეგიის რევიზიას არ ვაკეთებთ

ასეთ დროს დიდი შანსია გამოგვეპაროს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენგან დროულ რეაგირებას ითხოვს, რაც სტრატეგიის გადახედვის პირობებში არ გამოგვრჩებოდა. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთი საკითხების გადახედვას, როგორიცაა:

  1. ჩვენი მთავარ პროდუქტები / სერვისები;
  2. კონკურენტული უპირატესობა; სრულად წაკითხვა »

მოჯადოებული წრე

ცნობილია, რომ სტრატეგია უნდა განსაზღვრავდეს სტრუქტურას. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება.

როდესაც სტრუქტურა იწყებს სტრატეგიის განსაზღვრას, ანუ როდესაც მენეჯმენტის გუნდი ერთად ისეთ სტრატეგიას ქმნის, რომელიც მათი პირადი სტრუქტურული პოზიციებისთვის არის ხელსაყრელი, ორგანიზაცია სტრუქტურის ტყვეობაში ვარდება. აქედან გამოსვლასაც ან ვეღარ შეძლებს, ან მხოლოდ მაშინ დააღწევს მას თავს, როდესაც პირველი პირი შეიცვლება, ან ეს ყველაფერი ორგანიზაციას განსაკუთრებულად მძიმე კრიზისამდე მიიყვანს.

სრულად წაკითხვა »

  • თარიღი: September 25, 2014
  • კატეგორია: სტრატეგია
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,846-ჯერ

2015 წლის დაგეგმვის დროა უკვე

ახლა ზუსტად ის დროა, მენეჯმენტმა სტრატეგიას რომ უნდა გადახედოს და 2015 წლის გეგმების და ბიუჯეტის შემუშავება დაიწყოს თანამშრომლებთან ერთად.

სტრატეგიული დაგეგმვის პროცესს ორგანიზაციის ტოპ მენეჯმენტის გუნდი შემდეგი საკითხების გადახედვით, განხილვით და შეთანხმებით უნდა იწყებდეს: სრულად წაკითხვა »

განვითარება რუტინულად

რაც დრო გადის განვითარებისკენ მიმართული აღარც ცალკეული პროექტები, აღარც წინასწარ დაგეგმილი პროგრამები აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ. სფეროების და დარგების უმრავლესობაში მხოლოდ ის ორგანიზაციები ახერხებენ პირველობას, რომლებიც განვითარებაზე უკვე რუტინულად მუშაობენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ადამიანურ, ფინანსურ რესურსს და მენეჯმენტის ყურადღებას ხარჯავენ.

სრულად წაკითხვა »

რაც აუცილებლად უნდა გავიაზროთ, სანამ ქსელის განვითარებას დავიწყებთ

ქსელის გაფართოება თუ არ მოხდა თანდათანობით, გააზრებულად, წინასწარ განსაზღვრული განვითარების გეგმის მიხედვით, ის აუცილებლად გახდება მორიგი „წარუმატებელი ბიზნესი“.

ქსელის განვითარების სწორი მიდგომა იწყება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების, მომავლის ხედვის კომპონენტების გააზრებით: სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება