ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა – პრიორიტეტად!

იცით, თუ არა, რომ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობით 89-ე პოზიციაზე ვართ, ხოლო 74 წლის მოცულობით, და დაახლოებით 10 წელიწადით ჩამოვრჩებით წამყვან ქვეყნებს? იცით, თუ რა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის წარმატების მთავარ საზომად სწორედ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობაა აღიარებული? და რაც მთავარია, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება პირდაპირ კორელაციაშია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებასთან. სრულად წაკითხვა »

სწორი სისტემური ურთიერთობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის

ხელისუფლების რგოლებს, რომლებიც არ აშენებენ გამართულ სტრუქტურულ კავშირებს საზოგადოებასთან, საბოლოოდ აუცილებლად დაუქვეითდებათ საჭიროებების შეგრძნება. ისინი მოწყდებიან საზოგადოების ინტერესებს და ძალიან აქტიური მუშაობის შემთხვევაშიც კი, არასწორი პრიორიტეტების გამო დაკარგავენ რეიტინგს და საბოლოოდ ძალაუფლებასაც.

სრულად წაკითხვა »

სამშენებლო კომპანიების სტრუქტურული დილემა

თუ სამშენებლო კომპანიის სტრუქტურაში ამოცანებზე პასუხისმგებლობები – მშენებლობის რაც შეიძლება მოკლე ვადებში, მაღალი ტექნიკური ხარისხით და ოპტიმალური დანახარჯებით დასრულება – არ გაიყო ტოპ-მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის და უბნის დონეზე, ეს ამოცანები ვერ გადაიჭრება მაღალი ხარისხით, მაშინ კომპანიას მუდმივად ექნება ჩავარდნა ხარისხის კუთხით, ან ვადები გაეწელება ან ხარჯები გაექცევა.

სამივე ამოცანა ერთმანეთის კონფლიქტური ამოცანებია და როცა მათზე პასუხისმგებლობას ერთ ადამიანს, პირობითად წარმოების მიმართულების ხელმძღვანელს ან უბნის უფროსს ვაკისრებთ, ეს ნიშნავს, რომ:

სრულად წაკითხვა »

მარკეტინგის სამსახურების დაშლა

ორგანიზაციების სტრუქტურებში ხშირად გვხვდება მარკეტინგის სამსახურები, რომლებშიც რამოდენიმე ადამიანი მუშაობს და წლის განმავლობაში, 1-2 სერიოზულ პროექტს თუ არ ჩავთვლით, ძირითადად, ბეჭდვითი და სხვა სახის რეკლამების მომზადება – განთავსებით არიან დაკავებული. სტრუქტურის ასეთი გადაწყვეტა ძალიან აკნინებს ორგანიზაციაში მარკეტინგის ფუნქციას. მარკეტინგი მთელმა ორგანიზაციამ უნდა აკეთოს და არა მისმა ერთმა სამსახურმა. ეს რომ ასე მოხდეს, საჭიროა :

სრულად წაკითხვა »

ხარისხის ამოცანის სტრუქტურული გადაწყვეტა

თითქმის ყველა ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხარისხი მათთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა. ამ ამოცანის გადაწყვეტას ვერ ახერხებენ სათანადოდ, თუ სტრუქტურულად არ მიენიჭა მას პრიორიტეტი და სისტემურად არ მოხდა მისი გადაჭრა. სრულად წაკითხვა »

რაც უნდა კარგი სტრუქტურა გქონდეთ…

ის გამოუსადეგარი იქნება და ვერ შეძლებს შედეგების მაქსიმიზაციას, თუ არ დაიქოქა და არ ამოქმედდა. სტრუქტურების მთავარი მამოძრავებელი ძალა კი კოლეგიალური ორგანოებია. მათ დიდი როლი აკისრიათ სტრუქტურის დანერგვაში: სრულად წაკითხვა »

როცა მენეჯმენტს უჭირს სტრუქტურის დახაზვა

როდესაც ორგანიზაციის პირველ პირებს უჭირთ, ზუსტად დახაზონ რეალური და არსებული სტრუქტურები, ცხადად დაარქვან პოზიციებს სახელები და  ვიზუალურად გამოსახონ დაქვემდებარებები, ეს შეიძლება იყოს სიმპტომი იმისა, რომ ორგანიზაციას სტრუქტურული პრობლემები აქვს. სრულად წაკითხვა »

რა უნდა მოითხოვოს საშუალო რგოლის მენეჯერმა ხელმძღვანელობისაგან

საშუალო რგოლის მენეჯერები ყველაზე ხშირად ზარალდებიან არასწორი სტრუქტურით. მათ უწევთ გაუგებარი დავალებების შესრულება, აქვთ ბარიერები კომუნიკაციებში,  განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას, ხედავენ გეპებს ფუნქციებში. ყოვლივე ეს საბოლოოდ მათ საქმიანობას აზიანებს და სხვა მრავალ პრობლემას უჩენს. სრულად წაკითხვა »

კონფლიქტები ადამიანებში

ორგანიზაციებში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთ ადამიანში სხვადასხვა კონფლიქტური ამოცანებია გაერთიანებული და ამას საკმაოდ უარყოფით შედეგებამდე მიჰყავს ორგანიზაცია და სისტემა. კონფლიქტური ამოცანა გულისხმობს, რომ ერთის მიღწევა გარკვეულ ზიანს აყენებს ან ასუსტებს მეორე ამოცანას.

სრულად წაკითხვა »

დასახელებების მნიშვნელობა ორგანიზაციულ სტრუქტურაში

ადამიანები იმას აკეთებენ, რაც მათი პოზიციის დასახელებაში წერია ან ქვედანაყოფს ჰქვია და არა იმას, რასაც მათი დებულება ან სამუშაოს აღწერა განსაზღვრავს.

ამიტომ სტრუქტურაზე მუშაობისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად სწორად მოხდება თითოეული პოზიციის თუ სამსახურის დასახელების შერჩევა.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება