როდესაც ორგანიზაციის ერთი ქვედანაყოფი, ან თუნდაც ერთი მოადგილე აერთიანებს ორგანიზაციის პასუხისმგებლობის და რესურსების 70-80%-ს ან უფრო მეტს, ამ დროს იქმნება სტრუქტურული გიგანტი, რომელიც ძალიან ბევრ და დიდ პრობლემას ქმნის, მიუხედავად იმისა რამდენად კარგი ხელმძღვანელი ჰყავს მას.
თვითონ ეს ხელმძღვანელები კი ძალიან მალე, სულ რამდენიმე კვირაში ავადდებიან გიგანტიზმის სინდრომით და ამ სისტემურ პრობლემებს კიდევ ახალ გართულებებს უმატებენ.