ორგანიზაციული სტრუქტურა, თუ ის სწორად არის გაკეთებული, ეფუძნება სტრატეგიულ პრიორიტეტებს, ორგანიზაციისათვის მთავარ ბიზნეს პროცესებს, ითვალისწინებს არსებულ ლიდერულ რესურსებს და სწორად ანაწილებს პასუხისმგებლობებს თანამშრომლებს შორის, და თუ ჩავთვლით, რომ პასუხისმგებლობა ყველაზე ძლიერი მოტივატორია ადამიანებისთვის, გამოვა, რომ სწორედ სტრუქტურაზეა დამოკიდებული მნიშვნელოვან წილად – როგორი სტრატეგია განხორციელდება, როგორი პროცესებით, რამდენად შესაბამისი და მოტივირებული ადამიანების მიერ. ორგანიზაციული სტრუქტურა მართვის მთავარი სისტემაა, რომელიც მართვის ყველა დანარჩენ სისტემას აერთიანებს და მათ სტრატეგიის განხორციელების ინსტრუმენტებად აქცევს. სრულად წაკითხვა »
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: February 7, 2012
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,619-ჯერ
მართვის მთავარი სისტემა
- თარიღი: February 3, 2012
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,748-ჯერ
IT რომ უფრო პროდუქტიული გახდეს
IT დეპარტამენტის დაბალი ეფექტიანობა ბევრი დიდი ორგანიზაციისათვის არის ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. ეს ქვედანაყოფი რამდენად დიდიც არ უნდა იყოს და რამდენი თანამშრომელიც არ უნდა მუშაობდეს მასში ვერ აუდის ორგანიზაციის სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან წამოსული უამრავი ამოცანის მომსახურებას. შედეგად თითქმის ყველა ასეთ ორგანიზაციაში სწორედ ეს დეპარტამენტი არის მიჩნეული წარუმატებელი პროექტების, ზრდისა და განვითარების შეფერხების, პროდუქტებსა და მომსახურებაში არსებული პრობლემების მოუგვარებლობის მთავარ მიზეზად.
- თარიღი: February 2, 2012
- კატეგორია: ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,707-ჯერ
პროდუქტის და მომსახურების მაღალი ხარისხი რომ უზრუნველვყოთ
იმისათვის, რომ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტის ან გაწეული მომსახურების მუდმივად მზარდი ხარისხი უზრუნველვყოთ, საჭიროა, ორგანიზაციაში ცალ-ცალკე გვყავდეს:
ა) ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება უშუალოდ პროდუქტის/მომსახურების წარმოებაზე;
ბ) ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროდუქტში/მომსახურებაში ხარვეზების, ან სრულყოფის შესაძლებლობების აღმოჩენაზე;
გ) ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროდუქტის/მომსახურების გაუმჯობესებაზე.
ამასთან ეს სამივე ადამიანი უნდა იყოს იმდენად მაღალი სტატუსის, რამდენადაც მნიშვნელოვანია პროდუქტის/მომსახურების ხარისხი ორგანიზაციისათვის.
აგრეთვე საჭიროა გვქონდეს საბჭო, სადაც ეს ადამიანები, ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც შეიკრიბებიან და განიხილავენ ხარისხის კუთხით არსებულ პრობლემებს, ამოცანებს და მათი გადაწყვეტის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას.
- თარიღი: January 31, 2012
- კატეგორია: ლიდერობა, ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,875-ჯერ
მენეჯმენტის ყველაზე დიდი გამოწვევა
მენეჯმენტის ყველაზე დიდი გამოწვევა იმაშია, რომ შეცვალოს ინიციატივების ნაკადის მიმართულება. და თუ დღეს თვითონვეა ინიციატივების დიდი ნაწილის გენერატორი და შემდეგ კი უდიდეს ძალისხმევას მის მიერვე მოფიქრებული იდეების და წინადადებების განხორციელებაზე ხარჯავს, ხვალ იდეების და ინიციატივების გენერატორად თანამშრომლები უნდა აქციოს, თვითონ კი დაიტოვოს ქვემოდან ზემოთ მომავალი წინადადებების გადარჩევის და შერჩეულების განხორციელების ხელისშეწყობის ფუნქცია.