თუ სულ ორი-სამი საათით ძალიან რთულ და ერთი შეხედვით არარეალურ მიზანს დავისახავთ, არ შევწვეტთ ამ მიზნის მიღწევის შესაძლო გზების ძიებას სანამ 20 იდეამდე არ ავალთ და მერე ამ იდეებს ერთმანეთს შევადარებთ განხორციელებადობის, შესაძლო ეფექტის და თანმხლები სააფრთხეების გათვალისწინებით, დავინახავთ, რომ თურმე ბევრად უფრო მეტი საინტერესო და მნიშვნელოვანი რაღაცის გაკეთება შეიძლება, ვიდრე ვაკეთებთ და ბევრად უფრო დიდი მიზნების მიღწევაც შეიძლება, ვიდრე ვისახავთ.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: March 20, 2012
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,029-ჯერ
მიზანი ორი-სამი საათით
- თარიღი: February 17, 2012
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,160-ჯერ
ნეპოტიზმის დადებითი ეფექტები
როგორც ყველასათვის ცნობილია, ნათესაური და მეგობრული კავშირებით სამსახურში ადამიანების მიღება, ან მათი დაწინაურება ძალიან მავნე მოვლენაა ორგანიზაციისათვის. ეს დროთა განმავლობაში ამცირებს თანამშრომლების შესაბამისობას მათ მიმართ სამსახურებრივ მოთხოვნებთან და უკიდურესად ძაბავს შიდა გარემოს. მიუხედავად ამისა, ჩვენგან ჩვენი ახლობლები დახმარებას ელიან დასაქმებაში და თუ ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვნები არიან, ძნელია ამას რამე მოუხერხო.
თუმცა, თუ ამ საკითხს ოდნავ სხვანაირად მივუდგებით და ვეცდებით, პროცესებიც სწორად ავაგოთ, ორგანიზაციამ საკმაოდ დიდი სარგებელი შეიძლება მიიღოს თანამშრომლებში ახლობლებზე ზრუნვის ამგვარი მოთხოვნილებიდან.
- თარიღი: February 16, 2012
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, ზოგადი მენეჯმენტი, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,428-ჯერ
ინოვაციების სტიმულირება ორგანიზაციებში
რაც დრო გადის ორგანიზაციების წარმატებას სულ უფრო მეტად და მეტად განსაზღვრავს ის, თუ რამდენად საინტერესოა ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა მომხმარებლისათვის. რამდენად სთავაზობს ის ახალ-ახალ საინტერესო იდეებს და ცვლილებებს თავის კლიენტებს. წლის განმავლობაში ერთი, ან ორი, თუნდაც გენიალური ცვლილება აღარ არის საკმარისი იმისათვის, რათა წარმატებას მიაღწიო, საჭიროა, თუნდაც ერთ პროდუქტში, მაგრამ მოახერხო და შეიტანო 10-15 და ზოგჯერ უფრო მეტი რადიკალურად ახალი, საინტერესო ცვლილება.
იმისათვის, რომ საინტერესო სიახლეები ჩვენი ორგანიზაციის სავიზიტო ბარათად იქცეს, საჭიროა, ამის შესაბამისი, რამდენიმე, თუნდაც მარტივი, მაგრამ სისტემური გადაწყვეტილება. მაგალითად:
- თარიღი: February 14, 2012
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, ზოგადი მენეჯმენტი, ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,997-ჯერ
რას ფიქრობენ ჩვენს ორგანიზაციაზე მომხმარებლები, თანამშრომლები და პარტნიორები
თუ მუდმივად გვეცოდინება, რამდენად არიან კმაყოფილები ჩვენი ორგანიზაციით ჩვენი კლიენტები, თანამშრომლები და მთავარი საქმიანი პარტნიორები, გვექნება შესაძლებლობა, ნელ-ნელა უფრო და უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ სამივე ამ ჯგუფისათვის. ამის გაგება კი ძალიან მარტივადაც შეიძლება.
- თარიღი: February 13, 2012
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,019-ჯერ
ახალ პოზიციებზე დანიშნული თანამშრომლების სწავლება და ადაპტაციაში დახმარება
თუ ყოველწლიურად თანამშრომლებს შორის ჩავატარებთ გამოკითხვას, თუ ვინ დაეხმარა მათ ყველაზე მეტად ამ წლის განმავლობაში პროფესიონალიზმის ამაღლებაში, გამოვლენილებს მაქსიმალურად წავახალისებთ, სამუშაო ადგილზე სწავლების ტექნიკაში კიდევ უფრო გავწვრთნით და, ამასთან ერთად, მთლიან ორგანიზაციას გავაგებინებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ხალხი და მათი სხვების სწავლებაზე მიმართული ძალისხმევა, სულ 2-3 წელიწადში აქედან რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ.
- თარიღი: February 1, 2012
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,954-ჯერ
სამი მთავარი პროცესი ორგანიზაციის განვითარებისათვის
იმისათვის, რომ ორგანიზაცია მუდმივად და სწორად ვითარდებოდეს, სამი მთავარი პროცესის კარგად გამართვაა საჭირო:
ა) პროდუქტების და მომსახურების განვითარების პროცესი;
ბ) კადრების შერჩევის, აყვანის და სწავლების პროცესი;
გ) საქმიანობის დაგეგმვის და კონტროლის პროცესი.
და აი, რატომ:
- თარიღი: January 30, 2012
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,185-ჯერ
ორგანიზაციაში ინფორმაციის გავრცელება არაფორმალური არხებით
თუ ჩვენს ორგანიზაციაში ჭორები მომრავლდა და ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ფორმით ვრცელდება ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ფორმალური არხები ან არ გვაქვს საკმარისად კარგად გამართული, ან ის, უბრალოდ, არ არსებობს. სრულად წაკითხვა »