ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



რატომ იბერება არასაჭირო კადრებით ორგანიზაციები

როდესაც მაღალი ან საშუალო რგოლის ხელმძღვანელს კონკრეტულ შედეგებზე ცხადი პასუხისმგებლობა არ აკისრია ის ორგანიზაციაში მისი მნიშვნელობის და გავლენის ზრდის საუკეთესო გზად მის ქვევით სტრუქტურის განვითარებას და დაქვემდებარებული კადრების რაოდენობის ზრდას მიიჩნევს. შეგნებულად ან ქვეცნობიერად თვლის, რომ სწორედ დაქვემდებარებული კადრების რაოდენობაში გამოიხატება მის მიერ მიღწეული წარმატება.

სრულად წაკითხვა »

რატომ უნდა გაგვიხარდეს საქმის “ჩამორთმევა”

სწორად გაკეთებული სტრუქტურის შემთხვევაში, რაც უფრო ნაკლები ამოცანა და დავალება აქვს ადამიანს დაკისრებული, მით უფრო დიდია დაკისრებული დავალებების მნიშვნელობა ორგანიზაციისთვის და მათზე გამოყოფილი რესურსები.

ხშირად ხდება ისე, რომ თუ ადამიანს კარგი შედეგები აქვს და კარგად ჭრის დაკისრებულ ამოცანებს, სხვა არადაკავშირებულ დავალებებსაც უმატებენ ხოლმე. ისიც იმატებს უპრობლემოდ ან უარს ვერ ამბობს დამატებაზე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი უკვე აღიქვამს, რომ ეს ასეც უნდა იყოს, ასე ეკუთვნის და ეს ბუნებრივია, თან შეიძლება წუწუნებდეს, რომ ყველაფერს ის აკეთებს.

სრულად წაკითხვა »

სწორი სისტემური ურთიერთობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის

ხელისუფლების რგოლებს, რომლებიც არ აშენებენ გამართულ სტრუქტურულ კავშირებს საზოგადოებასთან, საბოლოოდ აუცილებლად დაუქვეითდებათ საჭიროებების შეგრძნება. ისინი მოწყდებიან საზოგადოების ინტერესებს და ძალიან აქტიური მუშაობის შემთხვევაშიც კი, არასწორი პრიორიტეტების გამო დაკარგავენ რეიტინგს და საბოლოოდ ძალაუფლებასაც.

სრულად წაკითხვა »

მარკეტინგის სამსახურების დაშლა

ორგანიზაციების სტრუქტურებში ხშირად გვხვდება მარკეტინგის სამსახურები, რომლებშიც რამოდენიმე ადამიანი მუშაობს და წლის განმავლობაში, 1-2 სერიოზულ პროექტს თუ არ ჩავთვლით, ძირითადად, ბეჭდვითი და სხვა სახის რეკლამების მომზადება – განთავსებით არიან დაკავებული. სტრუქტურის ასეთი გადაწყვეტა ძალიან აკნინებს ორგანიზაციაში მარკეტინგის ფუნქციას. მარკეტინგი მთელმა ორგანიზაციამ უნდა აკეთოს და არა მისმა ერთმა სამსახურმა. ეს რომ ასე მოხდეს, საჭიროა :

სრულად წაკითხვა »

რა უნდა მოითხოვოს საშუალო რგოლის მენეჯერმა ხელმძღვანელობისაგან

საშუალო რგოლის მენეჯერები ყველაზე ხშირად ზარალდებიან არასწორი სტრუქტურით. მათ უწევთ გაუგებარი დავალებების შესრულება, აქვთ ბარიერები კომუნიკაციებში,  განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას, ხედავენ გეპებს ფუნქციებში. ყოვლივე ეს საბოლოოდ მათ საქმიანობას აზიანებს და სხვა მრავალ პრობლემას უჩენს. სრულად წაკითხვა »

ლიდერები საზოგადოების სამსახურში

ხელმძღვანელს, რომელიც ცდილობს ემსახუროს თანამშრომლებს, კლიენტებს, საზოგადოებას გაცილებით დიდი შანსი აქვს მიაღწიოს წარმატებას, ვიდრე ხელმძღვანელს, რომელიც ცდილობს იმსახუროს თანამშრომლები, კლიენტები და, ცალკეულ შემთხვევებში, მთლიანად საზოგადოებაც.

სრულად წაკითხვა »

ინტერესთა კონფლიქტები ორგანიზაციების სასარგებლოდ

ყველაზე კარგად აწყობილი ორგანიზაციები, ისინი, ვინც არათუ ოპერაციულად მუშაობენ გამართულად, არამედ განვითარებითაც გამუდმებით ვითარდებიან, ამას სწორად შექმნილი სისტემური ინტერესთა კონფლიქტებით ახერხებენ ყველაზე უკეთ.

სრულად წაკითხვა »

ხელმძღვანელთა როლი

განყოფილების, დეპარტამენტის თუ მთლიანად ორგანიზაციის ხელმძღვანელის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ისეთი სისტემების აწყობა, რომელიც გამართულად იმუშავებს და არ იქნება კადრებზე დამოკიდებული/მორგებული.

სრულად წაკითხვა »

სხვისი აზრი

მენეჯმენტი დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც არ ითვალისწინებს სხვა ადამიანების მოსაზრებებს გადაწყვეტილების მიღებისას. ძალიან ხშირად, ტოპ გუნდი არსებულ ხედვებსა და ინფორმაციულ ვაკუუმშია მოქცეული და ვერ ხედავს გარე საფრთხეებს, შესაძლებლობებს ან კომპანიაში რეალურად არსებულ პრობლემებს. სრულად წაკითხვა »

ზემოდან ქვემოთ დაგეგმვა

ორგანიზაციებში გავრცელებულია ზემოდან ქვემოთ დაგეგმვის მიდგომა – როდესაც დირექტორატი ადგენს გეგმებს და ანაწილებს თანამშრომლებზე. გვსურს, ამ მეთოდის უარყოფით მხარეებზე გესაუბროთ:

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება