ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



პრობლემების პროაქტიული ძიება

თუ ორგანიზაციები მათი პრობლემების პროაქტიული ძიების მექანიზმებს არ ავითარებენ, ისინი ყოველთვის აგვიანებენ მათ მოგვარებას და ეს პრობლემებიც ასეთ დროს განსაკუთრებულად აზიანებენ ორგანიზაციებს.

სრულად წაკითხვა »

უნივერსალურობა თუ სპეციალიზაცია?

თუ გყავთ ხუთი თანამშრომელი და ხუთივე მსგავს სამუშაოს ასრულებს (მაგ. პროექტებს, ან ყიდიან პროდუქტებს), მათი ერთმანეთით ჩანაცვლება მარტივია, მაგრამ ორგანიზაციაში და თანამშრომლებში ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი ცოდნისა და კომპეტენციების დაგროვება. სრულად წაკითხვა »

გაანაწილეთ ამოცანები ფუნქციების ნაცვლად და თანამშრომლები ბევრად ინიციატივიანები გახდებიან

ერთია რას აკეთებენ ადამიანები და მეორეა რაზე ფიქრობენ ისინი, რა გზებს და მეთოდებს ეძებენ კონკრეტული მიზნების მისაღწევად და ამოცანების გადასაწყვეტად. რაც უფრო ტექნიკური და რუტინულია თანამშრომლებისთვის მიცემული დავალება, მით უფრო ნაკლებად ფიქრობენ ისინი სიახლეებზე და ინიციატივებიც ბევრად ნაკლები მოდის მათგან.

სრულად წაკითხვა »

რატომ უნდა ვთქვათ უარი ნეპოტიზმზე

იმ ქართული ორგანიზაციების 80%-ში, სადაც გვიწევს მუშაობა, პირველი პირები ცხადად ვერ აფასებენ ნეპოტიზმის პოლიტიკის უარყოფით მხარეებს და ზოგადად ადამიანური რესურსების მნიშვნელობას კომპანიისათვის. რეალურად კი ნეპოტიზმი ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს და სერიოზულად აფერხებს ორგანიზაციის განვითარებას, საიდანაც ერთ-ერთზე გვინდა მოგიყვეთ. სრულად წაკითხვა »

ახალი ხელმძღვანელის ახალი გუნდი

როდესაც ხელმძღვანელი ახალ სამსახურში სრულიად ახალი გუნდით მოდის და უმეტეს პოსტებს სწორედ მათით აკომპლექტებს, დიდ რისკზე მიდის. ასეთი გზით მან შესაძლოა არა მხოლოდ მოკლე დროით ჩააგდოს ორგანიზაციის ფუნქციონირება, არამედ ვეღარც გამართოს ის თუნდაც იმ დონეზე, რომელზეც აქამდე მუშაობდა.

სრულად წაკითხვა »

ერთი დაჯდომით გაკეთებული სტრუქტურები

ერთი დაჯდომით გაკეთებული სტრუქტურები ისეთი სტრუქტურებია, რომლებიც აქ მომუშავე ადამიანებს სტრესში აცხოვრებს, ორგანიზაციას დანიშნულებას ვერ ახორციელებინებს და მენეჯმენტს ძალიან ბევრ შესაძლებლობას აკარგვინებს.

ხელმძღვანელი პირები, რომლებიც სტრუქტურის ფორმირების და სტრუქტურაში ცვლილებების შეტანის პროცესს არასაკმარისი მნიშვნელობით ეკიდებიან, როგორც წესი ამის საფასურს ორგანიზაციის საქმიანობის გაუარესებაში ან შესაძლებლობების დაგარკვაში იხდიან. სრულად წაკითხვა »

საკუთარი თანამშრომლების დაწინაურების უპირატესობები ვაკანტურ პოზიციებზე

როდესაც ორგანიზაციაში ვაკანტური პოზიცია ჩნდება (არ ეხება ყველაზე დაბალ საფეხურს), უმჯობესია, ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ეცადოს, შიდა კადრით დააკომპლექტოს ის, და თუ ეს ვერ მოხერხდება, მხოლოდ მაშინ დაიწყოს გარეთ ძიება. სრულად წაკითხვა »

რატომ იბერება არასაჭირო კადრებით ორგანიზაციები

როდესაც მაღალი ან საშუალო რგოლის ხელმძღვანელს კონკრეტულ შედეგებზე ცხადი პასუხისმგებლობა არ აკისრია ის ორგანიზაციაში მისი მნიშვნელობის და გავლენის ზრდის საუკეთესო გზად მის ქვევით სტრუქტურის განვითარებას და დაქვემდებარებული კადრების რაოდენობის ზრდას მიიჩნევს. შეგნებულად ან ქვეცნობიერად თვლის, რომ სწორედ დაქვემდებარებული კადრების რაოდენობაში გამოიხატება მის მიერ მიღწეული წარმატება.

სრულად წაკითხვა »

ინტერესთა კონფლიქტები ორგანიზაციების სასარგებლოდ

ყველაზე კარგად აწყობილი ორგანიზაციები, ისინი, ვინც არათუ ოპერაციულად მუშაობენ გამართულად, არამედ განვითარებითაც გამუდმებით ვითარდებიან, ამას სწორად შექმნილი სისტემური ინტერესთა კონფლიქტებით ახერხებენ ყველაზე უკეთ.

სრულად წაკითხვა »

რეკრუტინგის სისტემა

კვალიფიციური, პოზიციებთან შესაბამისი კადრების მოძიება კადრების მენეჯერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა.  ეს ამოცანა ხშირად სპონტანურად და საჭიროების დადგომისას იჭრება, რაც მის ხარისხს და დროში ეფექტიანობას ძალიან ამცირებს. თუ კომპანიას აქვს ძალიან ცხადი და ჩამოყალიბებული რეკრუტინგის სისტემა, ის გაცილებით უკეთეს კადრებს მოიძიებს ნაკლები რესურსების ხარჯვით. სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება