რაც უფრო ცხადად ხედავენ თანამშრომლები მათ სამუშაოში არსებულ მომავალ კარიერას, მით უფრო დიდი მოტივაცია და შემართება აქვთ, უკეთ აკეთონ თავიანთი საქმე. სრულად წაკითხვა »
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: January 8, 2014
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,271-ჯერ
მოტივაცია წარმატებაზე
- თარიღი: December 16, 2013
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,899-ჯერ
კომპეტენციის ზღვარზე
თუ გინდათ ადამიანი სრულიად არაპროდუქტიული გახდეს, ის მისი კომპეტენციის ზღვარს მნიშვნელოვნად უნდა დააცილოთ. ანუ, თუ ადამიანს ისეთ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ, რომლის აწევა მას არ შეუძლია, ის გარკვეული დროის შემდეგ არაქმედითი გახდება.
თუმცა კიდევ უფრო უარესი შეიძლება იყოს შედეგები მაშინ, როდესაც ადამიანს მუდმივად მის კომპეტენციასთან შედარებით მნიშვნელოვნად ადვილი დავალებების შესრულებას ვთხოვთ.
- თარიღი: November 19, 2013
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,070-ჯერ
კადრების მართვისა და განვითარების ამოცანა
ყველა საშუალო და დიდ ორგანიზაციაში არის ადამიანური რესურსების მართვის პოზიცია ან სამსახური. ისინი უმეტესწილად მუშაობენ კადრების მიმდინარე ადმინისტრირებაზე, ვაკანსიების გამოცხადებასა და კადრების დაკომპლექტებაზე, წესების და სტანდარტების შემოღებაზე. მაინც რა უნდა იყოს ამ სამსახურის ფუნქცია და რა როლი უნდა გააჩნდეს მას ორგანიზაციულ განვითარებაში? სრულად წაკითხვა »
- თარიღი: October 29, 2013
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ლიდერობა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,894-ჯერ
არასრულფასოვანი იერარქიის პრობლემები
ხშირად მზარდ ორგანიზაციაში პრობლემები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ჩნდებიან შუა რგოლის მენეჯერები და მათზე ხდება გარკვეული ფუნქციების, მაგრამ არა ამოცანების დელეგირება. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: October 10, 2013
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,034-ჯერ
გაუნაწილეთ სტრატეგიული ამოცანები მოადგილეებს
თუ გსურთ თქვენი სტრატეგია რეალურად განხორციელდეს, ამისათვის აუცილებელი პირობაა სტრატეგიულ ამოცანებზე პასუხისმგებლობა მოადგილეებს (მმართველი გუნდის წევრებს) შორის გადანაწილდეს. ასეთ შემთხვევაში ისინი შეეცდებიან სტაბილურად მიმართონ მენეჯმენტის ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით, საკადრო, დროითი და ფინანსური რესურსებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე დაიხარჯოს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
- თარიღი: September 12, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,903-ჯერ
რა ამოცანის გადაწყვეტა გაქვთ დავალებული?
ის, ვისაც ძალიან მოკლედ, ერთი წინადადებით არ შეუძლია აგვიხსნას რა არის მისი ამოცანა ამ ორგანიზაციაში მუშაობისას, რაზეა იგი პასუხისმგებელი, მაშინ ეს ინერტული და უსიცოცხლო ორგანიზაციაა.
- თარიღი: September 9, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,370-ჯერ
სვლა გარდაუვალი ორგანიზაციული კრიზისისკენ
ორგანიზაციული კრიზისი დგება არა მაშინ, როდესაც ორგანიზაცია აღარ ეხმარება მენეჯმენტს დასახული მიზნების მიღწევაში, არც მაშინ როდესაც ორგანიზაციის მართვა ხელმძღვანელისთვის დამატებითი თავისტკივილი და დროის ხარჯვის მიზეზი ხდება, არამედ მაშინ როდესაც ორგანიზაცია საქმის გაფუჭებას იწყებს და საქმიანობის შედეგების მკვეთრი გაუარესების პირდაპირი მიზეზი ხდება.
- თარიღი: August 7, 2013
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,783-ჯერ
დასახელება – მთავარი დავალება ქვედანაყოფისთვის
ქვედანაყოფისთვის მთავარი დავალებაა ის, რაც მის დასახელებაში წერია და ცხადად იკითხება. თუ დასახელება ცხადია, ქვედანაყოფიც იმის მიხედვით ცხადად მოქმედებს, თუ დასახელება ზოგადი და ბუნდოვანია, შესაბამისად გაუგებრად მუშაობს სამსახურიც, მიუხედავად იმისა რამდენად დეტალურად არის მის დებულებაში ყველაფერი გაწერილი.
- თარიღი: August 5, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,120-ჯერ
ორგანიზაციაში ვინ რაზე ფიქრობს და ვინ რას აკეთებს
ხშირად ორგანიზაციებში არ ასხვავებენ ერთამენეთისგან, თუ ვინ რაზე ფიქრობს და ვინ რას აკეთებს. სინამდვილეში ეს ორი საკითხი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ არის განაწილებული ორგანიზაციაში როგორც ერთი, ისე მეორე.
- თარიღი: July 31, 2013
- კატეგორია: ბიზნეს–პროცესები, კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,499-ჯერ
როდესაც ორგანიზაციაში იდეები ზემოდან ქვემოთ მოდის
ორგანიზაციების დიდ ნაწილში სამწუხაროდ ისეა აგებული სტრუქტურა და პროცესები,ისეა განაწილებული როლები და პასუხისმგებლობები, რომ ახალ იდეებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, ძირითადად, ხელმძღვანელებს უწევთ ფიქრი. სწორედ ისინი გვევლინებიან იდეების მთავარ წყაროდ და მერე ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავენ თანამშრომლებზე ზემოქმედებაზე, რათა საკუთარი იდეები ცხოვრებაში განხორციელდეს. ამას ორგანიზაციისათვის ბევრი უარყოფითი ეფექტი ახლავს.