მოტივაციის გაზრდის ყველაზე კარგი საშუალება თანამშრომლებში არის ის, რომ ლიდერული უნარების განვითარების შევუწყოთ ხელი მათ უშუალო ხელმძღვანელებში, შუა რგოლის მენეჯერებში.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: April 11, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,952-ჯერ
მოტივატორი ლიდერები
- თარიღი: April 4, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,711-ჯერ
განსაკუთრებულად დიდი მოტივაცია
ყველაზე მეტად ადამიანს მოტივაცია რომ შევუქმნათ რაღაც კონკრეტული საქმის კარგად გაკეთებაზე საჭიროა, ვკითხოთ, როგორ არის ამ საქმის გაკეთება უმჯობესი და დავეთანხმოთ მის წინადადებას მაშინაც კი, როცა ვფიქრობთ, რომ გზა, რომელზეც ჩვენ მანამდე ვფიქრობდით, მის მიერ შემოთავაზებულზე უკეთესია.
- თარიღი: April 3, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,763-ჯერ
თანამშრომლებთან მუშაობა
ორგანიზაციას, სადაც 40-50 ადამიანზე მეტი მუშაობს და სადაც მათი უმრავლესობა ერთმანეთისგან განსხვავებული საქმით არიან დაკავებული, აუცილებლად უნდა ყავდეს მენეჯერი, რომელიც თანამშრომლებთან მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი. შემდეგ კი, ყოველ 60-70 თანამშრომელზე, ამ მენეჯერს ერთი ადამიანი უნდა დაემატოს გუნდში.
- თარიღი: March 28, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,767-ჯერ
კარგად განმარტებული როლი
თუ თანამშრომელს კარგად განვუმარტავთ კონკრეტულად რა არის მისი ფუნქცია ორიგანიზაციაში და რა მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციისათვის იმას, რასაც ის აკეთებს და ამ მნიშვნელობას არა მარტო ლაპარაკით, არამედ მათდამი დამოკიდებულებითაც გამოვხატავთ, ადამიანების უკეთ მუშაობის მოტივაცია მნიშვნელოვნად გაიზრდება.
- თარიღი: March 21, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,765-ჯერ
ფორმულები მოტივაციის სისტემებში
ფორმულების გამოყენება მოტივაციის სისტემებში მხოლოდ იმის მცდელობაა, რომ შეფასების პასუხისმგებლობა ხელმძღვანელებმა მოიხსნან, მანქანებს გადააბარონ და, შესაბამისად, ამ პროცესთან დაკავშირებულ დისკომფორტს დააღწიონ თავი.
- თარიღი: March 14, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,017-ჯერ
ანგარიშგების, შეფასების და მოტივაციის მარტივი სქემა
თუ წელიწადში ერთხელ უმაღლესი მენეჯმენტი მოისმენს სამსახურების ხელმძღვანელებისგან პრეზენტაციას მათი ქვედანაყოფის საქმიანობის შედეგების შესახებ, ამის საფუძველზე შეაფასებს მათ საქმიანობას და შეფასებების შესაბამისად გამოუყოფს ქვედანაყოფებს საპრემიო ფონდს, ეს კარგი მოტივატორი შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი სტრუქტურისთვის.
- თარიღი: March 12, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,800-ჯერ
ყველაზე მაგარი თანამშრომლები
ხელმძღვანელებს ესმით, რომ თანამშრომლები ყველაზე დიდი აქტივია მათთვის.ისინი ცდილობენ კარგი კადრების გადმობირებას ან შენარჩუნებას, მაგრამ ეს მხოლოდ ერთეულებზე ვრცელდება. არადა, თუ ორგანიზაცია მიზნად დაისახავს, ჰყავდეს საუკეთესო თანამშრომლები ყველა პოზიციაზე, კომპანია მალევე გახდება ცნობილი იმით, რომ აქ ყველაზე მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრები მუშაობენ და ბევრ სხვა პროფესიონალს არც გაუჩნდება სურვილი, შეუერთდეს ასეთ გუნდს. სრულად წაკითხვა »
- თარიღი: March 7, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 1
- წაკითხულია 2,271-ჯერ
ანგარიშგება და შეფასება
ანგარიშგების სისტემა და მასზე დაფუძნებული შეფასებები, იმის გარდა, რომ კარგი მოტივაციის სისტემის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა, თვითონაც შეიძლება გახდეს საუკეთესო მოტივატორი თანამშრომლების დიდი უმრავლეოსობისათვის.
- თარიღი: March 5, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,960-ჯერ
თანამშრომლების რანჟირება
თუ თქვენ, გარკვეული პერიოდულობით, ობიექტურად ანიჭებთ თანამშრომელს რანგს, გაცილებით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ მათ ანაზღაურებაზე, დაწინაურებაზე, ჩანაცვლებაზე, მოტივაციაზე. ამასთან რანჟირება საკმაოდ რთული ამოცანაა. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სუბიექტური, არგუმენტებს მოკლებული, ან ფორმალური (მაგალითად, მხოლოდ იერარქიული დონეების მიხედვით რანჟირებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს). სრულად წაკითხვა »
- თარიღი: February 21, 2013
- კატეგორია: კადრების მართვა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,424-ჯერ
მოტივაციის გაზრდა თუ დემოტივაციის შემცირება
პრემირების და ბონუსების სისტემები დემოტივაციას უფრო ამცირებენ თანამშრომლებში, ვიდრე მოტივაციას ზრდიან. მათი შექმნა და განვითარება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ მათი მნიშვნელობის გადაჭარბებითშეფასება ნამდვილად არ ღირს.