ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



წინაპრების რელიქვია

ერთ-ერთ ცნობილ, დიდ ქართულ კომპანიაში მოგვიყვნენ, რომ დასაწყისში, როდესაც ორგანიზაცია ჯერ კიდევ პატარა და სუსტი იყო, რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფინანსური კრიზისის გადატანა მოუხდათ. ერთ-ერთი განსაკუთრებულად მძიმე კრიზის დროს თანამშრომლების ნაწილს სახლიდან ძვირფასეულობა მოუტანია და მენეჯმენტისთვის შეუთავაზებია, გაეყიდათ და ისე გაესტუმრებინათ ვალდებულებების ნაწილი.

სრულად წაკითხვა »

მარტივი ჭეშმარიტება რეპუტაციის შესახებ

მომხმარებლები თავის რეალურ დამოკიდებულებას ჩვენი ორგანიზაციის მიმართ უფრო მეტად მაშინ იყალიბებენ, როდესაც ჩვენს პროდუქტს ან მომსახურებას ეხებიან, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენს რეკლამას უყურებენ ან უსმენენ. შესაბამისად ორგანიზაციის რეპუტაციას ისინი უფრო ქმნიან, რომლებიც ამ მომსახურებას ეწევიან და პროდუქტს ქმნიან ყოველდღიურად ვიდრე ისინი, ვინც სარეკლამო მასალებს ამზადებენ ან პრომო აქციებს და კამპანიებს გეგმავენ.

სრულად წაკითხვა »

როცა მენეჯერი ხმამაღლა ლაპარაკს იწყებს

საერთოდ, რაც უფრო ხმამაღლა და ემოციურად ლაპარაკობს ადამიანი, მას უფრო ნაკლებად ყურადღებით უსმენენ და რაც უფრო მშვიდად და ხმადაბლა საუბრობს, მით უფრო ყურადღებიანია პუბლიკა. მეტად ესმით მისი და მსმენელები ზედმეტი ემოციების გარეშე შინაარსზე კონცენტრირებასაც ბევრად უკეთ ახერხებენ. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მენეჯერებს მაინც ხშირად გვაქვს ცდუნება, თანამშრომლებთან საუბრისას, ხმას ავუწიოთ.

სრულად წაკითხვა »

როგორ დავუკარგოთ ჩვენს თანამშრომლებს მუშაობის სურვილი

ძალიან ადვილია ნებისმიერ ჩვენს თანამშრომელს, როგორი კარგი კადრიც არ უნდა იყოს ის, თითქმის სრულად დავუკარგოთ მუშაობის სურვილი. ამისათვის საკმარისია არ დავუსახოთ არანაირი მიზანი, არც ამოცანა და ვთხოვოთ ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგას ჩვენთან შეუთანხმებლად, დავალებები კი ვაძლიოთ ძალიან მარტივი და ტექნიკური, თანაც ხანდახან.

სრულად წაკითხვა »

ის, რაც ჩვენს თანამშრომლებს აუცილებლად უნდა ვუთხრათ

ჩვენი თანამშრომლების პროაქტიულობას, ადექვატურობასა და ლოიალურობას საგრძნობლად განაპირობებს მათი ინფორმირებულობის დონე საკუთარი მუშაობისა და ორგანიზაციის გეგმების შესახებ.

ხშირად ხდება ისე, რომ  თანაშრომლებს მკაფიო დავალებებს ვაძლევთ, თითქოს ყველა პირობას ვუქმნით იმისთვის, რომ საქმე კარგად გააკეთონ და ისინიც თავის მხრივ ცდილობენ, მაგრამ მაინც საქმე ისე არ კეთდება, როგორც მიზნის მისაღწევად არის საჭირო. ამ დროს, უმეტესწილად უკმაყოფილებას გამოვთქვამთ ხოლმე სხვებთან, ან საკუთარ ფიქრებში, ან ამავე თანამშრომელთან სხვადასხვა უარყოფითი ჟესტებით. ამით არასრულყოფილად შესრულებულ საქმეს ვერ ვასწორებთ და პირიქით გარშემომყოფებს და საკუთარ თავსაც სტრესს ვუმატებთ. სრულად წაკითხვა »

ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის

ამ ბალანსის შენარჩუნება რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლებისათვის, არავისათვის სიახლეს არ წარმოადგენს. მენეჯერთა უმეტესობისათვის ეს ავტომატურად ასოცირდება ნაკლებ მუშაობასთან, ნაკლებ შედეგებთან და ნაკლებ შემოსავლებთან. არადა, ორგანიზაციებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ თანამშრომლებს ჰქონდეთ ეს ბალანსი დაცული. სრულად წაკითხვა »

შევაგროვოთ თანამშრომლების სურვილები

შევაგროვოთ თანამშრომლების სურვილები, რომლებიც ორგანიზაციის საქმიანობას ეხება. ისინი, შესაძლოა, ბევრ საინტერესო და ღირებულ ინსაითს შეიცავდნენ.  ამასთან, მათ სურვილებში ორგანიზაციაში არსებულ პრობლემებს, სისუსტეებს და შესაძლებლობებს ამოვიკითხავთ.

სრულად წაკითხვა »

სანამ ვაკანსიას გამოვაცხადებთ

ქართული ორგანიზაციების უმრავლესობაში ახალი კადრის აყვანა ყოველთვის ძალიან სასწრაფოა. ეს არასწორი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. შედეგად, ორგანიზაციაც ზარალდება, ვინაიდან არასწორ კადრში ახდენს დროითი და ფინანსური რესურსების ინვესტირებას და თვითონ ამ კადრსაც საგულისხმო პრობლემებს ვუქმნით მის არასწორ, მისთვის შეუსაბამო პოზიციაზე მოყვანით.

მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, იმ მომენტში ძალიან კრიტიკულია კონკრეტულ პოზიციაზე გყავდეთ თანამშრომელი, უმჯობესია არ ავჩქარდეთ ვაკანსიის გამოცხადებისას. რაც უფრო კარგად მოვემზადებით ახალი კადრის ასაყვანად, მით უფრო ნაკლები იქნება იმედგაცრუების და ჩვენივე სიჩქარის გამო მომავალში როგორც ჩვენთვის, ისე თვითონ იმ კადრისთვის პრობლემების შექმნის ალბათობა.

სრულად წაკითხვა »

კონკურენტების დაცინვის უარყოფითი ეფექტები

ჩვენთან ხშირად ხდება, რომ მენეჯმენტი, ძირითადად ქვეცნობიერად, თანამშრომლებშიც და კლიენტებშიც, ერთ-ერთი ან რამოდენიმე კონკურენტის მიმართ, ზიზღის და სიძულვილის დანერგვას ცდილობს. იქ გადასვლას კი ყველას და ყველაფრის ღალატად აღიქვამს. მოწინააღმდეგის მუდმივი ქილიკი (რეკლამებშიც კი), მათი წარმატებების შემთხვევითობაზე მიწერა, მათი ხელმძღვანელების დაცინვა პირად საუბრებში, შიდა თათბირებზე, კონკურენტების პროდუქტებსა და მომსახურებაზე ირონიული ლაპარაკი ძალიან გავრცელებულია ჩვენთან. ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში, გაცილებით უფრო მეტი უარყოფითი ეფექტი აქვს, ვიდრე დადებითი.

სრულად წაკითხვა »

რატომ რჩებიან თანამშრომლები კომპანიაში

თანამშრომლები კომპანიაში მრავალი მიზეზის გამო ჩერდებიან. მათ შორის – უმუშევრობის შიშით, მიკუთვნების განცდით, ან შეჩვევის გამო. მაგრამ რატომ ჩერდებიან საუკეთესო კადრები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ სამსახურის შეცვლა? მათ გააჩნიათ სულ სხვა მოტივაცია და განსხვავებული მიზეზები, რის გამოც არიან კმაყოფილნი და არც ფიქრობენ სხვა სამსახურის ძიებაზე. ყველა ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი კადრების შენარჩუნება, უნდა იცოდეს და ყურადღებას ამახვილებდეს მათი დარჩენის მთავარ მოტივატორებზე: სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება