ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



პირველი ექვსი თვე

ბევრ ისეთ ადამიანთან მისაუბრია, ვისაც მისთვის ორგანიზაციაში მისვლისას პირდაპირ მაღალ თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. განსაკუთრებით მაინტერესებდა, როდიდან დაიწყეს რეალური სარგებლის შექმნა. როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ იდეები და წამოწყებები პირველივე დღიდან ყველას ძალიან რევოლუციური ჰქონდა, პირველი ექვსი თვის განმავლობაში თითქმის ვერც ერთმა ვერ შეძლო ორგანიზაციისათვის რაიმე განსაკუთრებულად ღირებულის გაკეთება.

სრულად წაკითხვა »

კოლეგიალურობის შეფასება

გუნდის შეკვრის ერთ-ერთი კარგი, ხელშემწყობი ფაქტორი, შეიძლება აღმოჩნდეს გუნდის შიგნით, ყოველი თვის, ან კვარტლის ბოლოს თითოეული წევრის შეფასება გუნდის დანარჩენი წევრების მიერ, თუ რამდენად კოლეგიალური იყო ის ამ პერიოდში. შეფასების საბოლოო, ჯამური შედეგები ღია უნდა იყოს გუნდის ყველა წევრისთვის და ის შესაძლოა სხვა ფაქტორებთან ერთად გამოიყენებოდეს თანამშრომლების საქმიანობის ინდივიდუალური, კომპლექსური შეფასებისას. სრულად წაკითხვა »

პირადი მაგალითი

არაფერი ისე არ განსაზღვრავს თანამშრომლების ქცევას, როგორც ხელმძღვანელის პირადი მაგალითი, აგრეთვე დიდი ძალისხმევა, რომელსაც ხელმძღვანელი გასწევს, რათა ადამიანებს დადებითი მაგალითი აჩვენოს. რაც უფრო მეტს დათმობს ის ამისათვის, მით უფრო დიდი იქნება მუხტი, რომელიც ამის შედეგად თანამშრომლებში შეიქმნება.

სრულად წაკითხვა »

კორპორატიული ტრადიციები

ტრადიციები ერთადერთია კორპორატიული კულტურის სამი ძირითადი კომპონენტიდან (დაუწერელი წესები, დამკვიდრებული ჩვევები და ტრადიციები), რომელთა შექმნა წინასწარ განზრახულად შეიძლება, ყოველ შემთხვევაში შედარებით ადვილად. დანარჩენი ორი თავისით ყალიბდება. მათ შორის უარყოფითებთან ბრძოლას თუ შევძლებთ, თორემ სხვა მხრივ მათი დაგეგმილად შექმნა შეუძლებელია, ან ძალიან რთული.

სრულად წაკითხვა »

ძველი თანამშრომლების დაფასება

როდესაც ჩვენი ორგანიზაციის ყველაზე ძველ თანამშრომლებს რაიმეთი ვუფასებთ ერთგულებას და დიდი ხნის განმავლობაში ჩვენთან მუშაობისათვის გარკვეულ პრივილეგიებს  ან ფინანსურ სარგებელს ვაძლევთ, ამით, პირველ რიგში ყველა დანარჩენ ადამიანს ვეუბნებით, რომ ვხედავთ მათ ერთგულებას, ვაფასებთ და ვთვლით, რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი ორგანიზაციისათვის.

სრულად წაკითხვა »

შიდა რეზერვები ხელმძღვანელებისათვის

თუ ორგანიზაციის ყველა ხელმძღვანელს, როგორც მაღალ, ისე საშუალო დონეზე, ეყოლება წინასწარ განსაზღვრული ორი ან სამი შიდა რეზერვი, რომლებსაც არჩევენ და ამზადებენ  იმისათვის, რათა საჭიროების შემთხვევაში ადვილად ჩაანაცვლონ ეს კონკრეტული ხელმძღვანელი, ორგანიზაცია ბევრი პრობლემის თავიდან არიდებას შეძლებს და დამატებით კიდევ ბევრ სარგებელს მიიღებს აქედან.

სრულად წაკითხვა »

თანამშრომლების საქმიანობის შეფასების შესახებ

ადამიანები ორგანიზაციაში მხოლოდ საქმიანობის შედეგების მიხედვით უნდა ფასდებოდნენ. არც მათი პიროვნული თვისებები, არც უნარები, არც განათლება, არც გარეგნული თვისებები, არც გამოცდილება არ უნდა ახდენდეს გავლენას მათ შეფასებაზე (ნათესაურ და მეგობრულ ურთიერთობებზე რომ არაფერი ვთქვათ). მხოლოდ ის, თუ რა სარგებელი მოიტანეს ორგანიზაციისათვის, რა გააკეთეს და როგორი ხარისხით გააკეთეს, უნდა განსაზღვრავდეს და განაპირობებდეს მათ შეფასებას და შესაბამისად მათ დაფასებასაც. ეს ერთადერთი გზაა ორგანიზაციაში სწორი საქმიანი გარემოს და ადექვატური კორპორატიული კულტურის ჩამოსაყალიბებლად.

სრულად წაკითხვა »

როცა სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევა ჭირს

ხშირია შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციას სჭირდება, მოკლე ვადაში, იპოვოს ადექვატური ხელმძღვანელი მისი რომელიმე სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის. შიდა კადრებიდან რომელია დაწინაურებისთვის მზად, მენეჯმენტისთვის ცხადი არ არის. გარეთ, თუნდაც საშუალო რგოლის მენეჯერის მოძებნა, საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

ამ დროს ყველაზე კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს, თვითონ სამსახურმა შიგნიდან დროებით აირჩიოს თავისი ლიდერი, სანამ ვიღაცა უკეთესი არ გამოჩნდება და ვაცალოთ ამ რეჟიმში თუნდაც 3 თვე იმუშაონ.  სრულად წაკითხვა »

გულწრფელი მადლობის მარტივი სისტემა

ბევრი ადამიანისათვის, მათ მიერ გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევის, მიღწეული შედეგების, ან განსაკუთრებული მონდომების მენეჯმენტის მიერ დანახვა და დაფასება არანაკლებ დიდი სტიმულია, ვიდრე ნებისმიერი ხელფასი თუ პრემია. არადა თანამშრომლებში რწმენის გაჩენა, რომ მენეჯმენტისათვის მათი გამორჩეული ძალისხმევა შეუმჩნეველი და დაუფასებელი არასდროს დარჩება, არც თუ ისე რთულია. აი, რა შეიძლება გაკეთდეს ამისათვის:

სრულად წაკითხვა »

ნეპოტიზმის დადებითი ეფექტები

როგორც ყველასათვის ცნობილია, ნათესაური და მეგობრული კავშირებით სამსახურში ადამიანების მიღება, ან მათი დაწინაურება ძალიან მავნე მოვლენაა ორგანიზაციისათვის. ეს დროთა განმავლობაში ამცირებს თანამშრომლების შესაბამისობას მათ მიმართ სამსახურებრივ მოთხოვნებთან და უკიდურესად ძაბავს შიდა გარემოს. მიუხედავად ამისა, ჩვენგან ჩვენი ახლობლები დახმარებას ელიან დასაქმებაში და თუ ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვნები არიან, ძნელია ამას რამე მოუხერხო.

თუმცა, თუ ამ საკითხს ოდნავ სხვანაირად მივუდგებით და ვეცდებით, პროცესებიც სწორად ავაგოთ, ორგანიზაციამ საკმაოდ დიდი სარგებელი შეიძლება მიიღოს თანამშრომლებში ახლობლებზე ზრუნვის ამგვარი მოთხოვნილებიდან.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება