ამ კითხვის დასმა საკუთარი თავისთვის, პერიოდულად მაინც, დაგვაფიქრებს რას ვაკეთებთ მათი გაზრდისა და განვითარებისთვის, ჩვენი არ ყოფნის ან წასვლის შემდეგ რამდენად მშვიდად ვიქნებით და ღირსეული დანატოვარი გვექნება. რაღაც ცვლილებებს თვითონ ხელმძღვანელშიც დაძრავს და გონებასაც უფრო მიმართავს იმისკენ ყოველდღიურად რა პატარ-პატარა მაგალითები შეიძლება მისცეს მათ.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: October 26, 2018
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,525-ჯერ
რა მაგალითი ვაჩვენე როგორც ხელმძღვანელმა თანამშრომლებს, რითიც ვიამაყებდი მასე რომ იქცეოდნენ
- თარიღი: October 25, 2018
- კატეგორია: კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,505-ჯერ
თანამშრომლების მოტივაცია ხელმძღვანელების პასუხისმგებლობაა და არა თვითონ თანამშრომლების
ადამიანი გონიერი არსებაა და ის ქვეცნობიერად ან სრულიად გააზრებულად ცდილობს რაც შეიძლება ნაკლები იმუშაოს იმ ფასად, რასაც ისედაც მიიღებს და ასედაც, და რაც საკმარისია იმისთვის, რომ საყვედური არ მიიღოს და კარიერისთვის საფრთხე არ შეიქმნას.
ასე ადამიანები ვახერხებთ რაც შეიძლება ძვირად “გავყიდოთ” ჩვენი ყურადღება, როგორც ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი რესურსი. დარჩენილი, სამსახურში გამოუყენებელი ყურადღება კი ოჯახის წევრებს და ახლობლებს “დავახარჯოთ”. ასე გვირჩევნია ყველას, ვისაც რაიმე სხვა განსაკუთრებული მოტივაცია არ გვაქვს.
ხელმძღვანელები კი ბრაზდებიან ხშირად, რატომ არ იკლავენ თავს ადამიანები სამსახურში მუშაობით, მათი პასუხისმგებლობა მიაჩნიათ, რომ რასაც შეუძლიათ აუცილებლად უნდა აკეთებდნენ ორგანიზაციის წარმატებისთვის.
სინამდვილეში კი სწორედ ხელმძღვანელების პასუხისმგებლობაა მაქსიმალური გააკეთონ თანამშრომლების სპეციალური მოტივაციის შესაქმნელად თუ უნდათ, რომ ისინი სამსახურში მხოლოდ ხელფასის ასაღებად არ დადიოდნენ.
- თარიღი: October 24, 2018
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,571-ჯერ
თქვენ რომელი ტიპის ხელმძღვანელი ხართ
ერთი ავიღოთ, ვინც თანამშრომლებს იბარებს და – აბა რა გეგმა გაქვს ერთი, რას აკეთებ და მერე რეპორტი ჩამაბარე მიდგომით ემუშავება. და მეორე, ვინც მიზანს უსახავს – გადაწყვეტა შენ მოიფიქრე, შეუბერე, მე მჯერა შენი, ამას ეუბნება და შედეგებს უყურებს.
მე მგონია, რომ რომელი მიდგომით მუშაობს ხელმძღვანელი არა იმ თანამშრომელს ახასიათებს, ვისაც ემუშავება, არამედ თვითონ ხელმძღვანელს.
პირველის უპირატესობაა, რომ სულ შეიძლება იცოდე რას აკეთებენ შენი თანამშრომლები, მოჭიმული გყავდეს და არაფერი გამოგრჩება ალბათ, მაგრამ სამაგიეროდ მეტ სტრესში გეყოლება, დიდია შანსი, რომ მეტი აქცენტი თანამშრომლებმა ხელმძღვანელთან გეგმის და რეპორტის ფორმის წარდგენაზე გადაიტანონ და არა რეალურად მიზნებზე და შედეგებზე. მეორე მიდგომა, ალბათ მეტ რისკს მოიცავს, დროში გაწელილი შეიძლება იყოს შედეგი, მაგრამ უფრო სასიამოვნო იქნება პროცესი, პასუხისმგებლობასაც, როცა გენდობიან უფრო მეტს იგრძნობ ჩემი აზრით და მეტსაც ისწავლის ადამიანი.
- თარიღი: October 23, 2018
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,592-ჯერ
როცა გული ეთანაღრება და ეჭვი აქვს ხელმძღვანელს, რომ მეტის და უკეთ გაკეთება შეიძლებოდა სხვა თანამშრომლების პირობებში, ჯობია გაუშვა ეს ხალხი და იპოვო ვისთან ერთადაც გგონია, რომ მეტს შეძლებ, თუმცა..
თუმცა, რეალობაში ასეთ ხალხს მემგონი ვერ იპოვი ან იმ დროს იმ შედეგით არ იქნები კმაყოფილი და ახლა უკვე იმ ადამიანებით იქნები უკმაყოფილო. დროს და ადამიანებს კი დაკარგავ.
გამოწვევა რთულ გზებზე სუსტად გამართული მანქანით დანიშნულების ადგილზე მისვლაა, თორემ ახალდაგებულ გზაზე ახალგამოყვანილი მერსედესის ტარება არავის უჭირს.
ჯობია დავაფასოთ ვინც გვყავს, როგორებიც გვყავს და თუ მაგრები ვართ, იმათ ვასწავლოთ და შევაძლებინოთ მეტი და უკეთესად აკეთონ.
- თარიღი: October 18, 2018
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ლიდერობა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,415-ჯერ
თუ ადამიანს სამსახურში თავის ხელმძღვანელთან ერთად სამუშაოდ არ მიეჩქარება, ის იქ ღირებულს ვერაფერს გააკეთებს
თუ ადამიანების შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენება ორგანიზაციის მართვის პროცესში ხელმძღვანელის უპირველესი საზრუნავი გახდა, და იგი იმის მიხედვით შეფასდა, ვისთან უფრო მეტად იხსნებიან და იხარჯებიან ადამიანები შემოქმედებითი თვალსაზრისით, მაშინ ხელმძღვანელიც ისეთი უნდა იყოს – უფრო წარმატებული, ვისთანაც ადამიანები უფრო მშვიდად, უფრო თავისუფლად, მხიარულად და ბედნიერად, დაცულად და თბილად გრძნობენ თავს.
ასეთი განწყობა ვერ გექნება მკაცრი, ჯარისკაცივით ორგანიზებული, შედეგზე ორიენტირებული, ძალიან სწრაფი და პრინციპული ხელმძღვანელის გვერდით. ეს განცდა გაგიჩნდება რბილი, დამთმობი, ძალიან სანდო, მხიარული, მყუდრო, მშვიდი, უზომოდ და უსაზღვროდ მომთმენი, არამკაცრი და არა შედეგზე, არამედ ადამიანის ზრდაზე და არსებულ ადამიანებთან ერთად მიღწეულ შედეგებზე ორიენტირებული ხელმძღვანელის გვერდით.
ხელმძღვანელის არ უნდა გეშინოდეს. მის სანახავად და მასთან ერთად მუშაობისთვის სამსახურში მისვლა უნდა მიგეჩქარებოდეს. დარწმუნებული უნდა იყო, რომ ყველაფერს გაპატიებს, არაფერს დაგიშავებს, არასდროს გიღალატებს და ყოველთვის გაგიგებს.
ასეთთან წესით უფრო მეტად უნდა გაიხსნას და საკუთარი უნარებიც უფრო მეტად უნდა გამოავლინოს ადამიანმა. თქვენ რას ფიქრობთ?
- თარიღი: October 17, 2018
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,426-ჯერ
რისთვის ვაკეთებთ, რატომ და როგორი მიდგომით
ბევრი მუშაობა იმაზე, რომ ორგანიზაციაში ყველამ იცოდეს როგორ ვმუშაობთ, რისთვის და რატომ, როგორ ვაკეთებთ რასაც ვაკეთებთ და რატომ ეგრე, როგორი მიდგომა და დამოკიდებულება გვაქვს ჩვენს თანამშრომლებთან, დაქვემდებარებულებებთან, მომხმარებლებთან, პარტნიორებთან, ადამიანებთან ზოგადად – ეს ფილოსოფია ყველას ერთნაირად რომ ესმოდეს, იზიარებდეს და ასე მუშაობდეს ყოველდღიურად, ამაზე ხელმძღვანელს არასდროს უნდა ენანებოდეს დროის დათმობა.
ბევრი საუბარი ამაზე თანამშრომლებთან, ინდივიდუალური თუ ჯგუფური, ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრებზე, სპეციალურად ამისთვის დაგეგმილ იმპროვიზირებულ შეხვედრებზე, გასვლებზე, ამაზე ღირებულს ბევრს სხვას ვერაფერს გააკეთებს ხელმძღვანელი.
და როცა ერთიანი სული არაა, ერთიანი ხედვა ამ მიდგომების, შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღება ჭირს, აღსრულებაც, სხვადასხვა დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები არაერთგვაროვანია, ყველა თავისი კულტურით და შეხედულებით იქცევა, რაც ხშირად წინააღმდეგობაშიც მოდის ერთმანეთთან.
- თარიღი: October 16, 2018
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,205-ჯერ
ორგანიზაციული კულტურა – კომპანიის სავიზიტო ბარათი!
ბევრი ადამიანი ირჩევს ახალ სამუშაო გარემოს ორგანიზაციული კულტურის მიხედვით. რა დროსაც უპირატესობას იმ კომპანიას ანიჭებენ, რომელიც ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების კომფორტულ თანაარსებობაზე. თუ ორგანიზაცია, არ ან ვერ მოახერხებს საკუთარი კულტურის ჩამოყალიბებას, მას ალბათ არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია სასურველი თანამშრომლების მოზიდვაზე.
იმდენად რამდენადაც, ორგანიზაციულ კულტურას შეუძლია შეცვალოს ადამიანების ცნობიერება და მართოს მათი მოტივაცია. პირდაპირ კავშირშია თანამშრომლების პროდუქტიულობასთან, რაც საბოლოო ჯამში კომპანიის წარმატებასა და წარუმატებლობაზე აისახება.
ორგანიზაციული კულტურა, ეს არის აზროვნების სტილი, იმ ღირებულებების და რიტუალების ერთობლიობა, რომელიც განასხვავებს ერთ კომპანიას მეორესგან. იგი ყალიბდება დროთა განმავლობაში, განიცდის ცვლილებებსაც, თუმცა მისი ძირითადი არსი უცვლელი რჩება.
ამდენად, ორგანიზაციული კულტურა ნადვილად არის კომპანიის სავიზიტო ბარათი!
- თარიღი: October 15, 2018
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,684-ჯერ
საყოველთაო პანიკა ორგანიზაციაში
ალბათ ბევრს გქონიათ შემთხვევა, როცა მისულხართ ორგანიზაციაში ან ჯერ არც მისულხართ და გზაში, ტელეფონით, ვაიბერით და მოკლედ ყველანაირი საკომუნიკაციო არხით, რაც არსებობს, ამტყდარა საყოველთაო პანიკა – ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც ვგეგმავდით, როგორც უნდა იყოს „ნორმალურ“ ორგანიზაციაში, მომხმარებლები უკმაყოფილოები არიან, რაღაცა სადღაცაა გაჭედილი და მოკლედ რა გვეშველება?
რაც მთავარია, ხშირად ის ადამიანები ვარდებიან პანიკაში, რომლებიც მენეჯერულ პოზიციაზე არიან, თანამშრომლები კი მას შეჰყურებენ და იმის მიხედვით წყვეტენ, ჩავარდნენ პანიკაში, იყვირონ, იჩხუბონ თუ არა. ხელმძღვანელი თუ ინარჩუნებს სიმშვიდეს, თანამშრომლებიც იმედიანად არიან.
რეალურად, როცა ისეთ სიტუაციაა, რომ გამოსავალი არ ჩანს, სწორედ მაშინ უნდა ვიპოვოთ ჩვენში ძალა და ცივი გონებით ვეძებოთ გზები. ხოლო თუ პანიკაა ასატეხი კონკრეტული კოლეგების გამოსაფხიზებლად, მაშინ უნდა ავტეხოთ პანიკა კონკრეტულ პირთან და არა დერეფნებში, მომხმარებლებთან, თანამშრომლებთან, რომლებიც ამ ამოცანასთან არაფერ შუაში არიან და ვერ დაგვეხმარებიან. ვინც არის პასუხისმგებელი გადაჭრაზე მას უნდა მივმართოთ, თუ ვერ ან არ დაგვეხმარება, მერე უშუალოდ არსებული მიმართულების ხელმძღვანელებიდან, დირექტორებიდან მივმართოთ შესაბამის პირს, რადგან ხშირად ინფორმაცია იკარგება ან მახინჯდება სწორედ დერეფნებში და შუარგოლებში.
სხვა შემთხვევაში რა შედეგს ვიღებთ პანიკისგან? – ქაოსს, ჭორაობას, ნეგატიურ ფონს, დეგრადირებულ და ძირგამოთხრილ ორგანიზაციულ კულტურას და არა გადაჭრილ პრობლემას.
- თარიღი: October 12, 2018
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,851-ჯერ
მთავარია რწმენა რომ გამოვა იმისთვის რომ მართლა გამოვიდეს
იმის მჯერა, რომ რაც არ უნდა მაგრები ვიყოთ და ძალისხმევაც ბევრი დავხარჯოთ, სასურველი შედეგი მაინც არ დადგება, თუ იმ ადამიანებს არ სჯერათ ამ იდეის წარმატების, რომლებსაც მისი სისრულეში მოყვანის პასუხისმგებლობა აქვთ. ნებისმიერი იდეის განხორციელებისთვის მთავარი ალბათ რწმენაა. რწმენა იმის, რომ მისი არსებობა და მასზე მუშაობა შეიძლება ბევრი წვალების შემდეგ, მაგრამ აუცილებლად შექმნის სასურველ ღირებულებას.
უფრო მეტიც, შედეგების რწმენა მოქმედების მთავარი მოტივატორიც შეიძლება იყოს – ყოველ დილით ადამიანებს საწოლიდან ადგომასაც ხომ იმის რწმენა გვაიძულებს, რომ რაღაც უფრო ღირებულს გავაკეთებთ, უფრო საინტერესო ადამიანს შევხვდებით ან თუნდაც უკეთესი დღე გვექნება ვიდრე წინა დღე. და რაც უფრო ძლიერია ეს რწმენა, მით უფრო ადვილია წამოდგომაც.
შესაბამისად, მოტივაციის მეთოდებშიც, ვფიქრობ, ისინი მეტად ამართლებს, რომლებიც შედეგების რწმენას აძლიერებს, რადგან რთულად წარმოსადგენია დამატებითმა პრემიამ ან სიგელმა გაგიზარდოს მოტივაცია იმის განხორციელების, რისიც არ გჯერა. შესაბამისად, ხელმძღვანელებს არ უნდა დაენანოთ დრო – თანამშრომლებს შედეგების რეალურობა დაანახონ, დაარწმუნონ რომ მომავალი წარმატება გარდაუვალია და მხოლოდ ამის გასაძლიერებლად გამოიყენონ მოტივაციის ზრდის სხვა ინსტრუმენტები.
- თარიღი: October 8, 2018
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,933-ჯერ
ვხედავ და მადლობა
არაერთხელ წაგვიკითხავს და პრაქტიკიდან გამომდინარეც ვიცით, რომ ყველაზე დიდი მოტივატორი არის მადლობა, მაგრამ მიუხედავად ამისა ხანდახან გვავიწყდება ან გვეპარება, ბევრ ამოცანაში ჩაფლულებს, ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა ძალიან ძვირფას თანამშრომლებთანაც კი. შეიძლება იმ მოტივითაც, რომ მათ ხომ ისედაც იციან, რომ ძვირფასები არიან, ეს ხომ აშკარაა? მაგრამ არც მთლად ესე მარტივად ყოფილა საქმე.
ერთ დღესაც შევხვდი თანამშრომელს, რომელიც იყო საკმაოდ ნაწყენი და აღშფოთებული. „ამდენი რამე გავაკეთე და მეგონა დაინახავდნენ და მადლობას მაინც მეტყოდნენ, რომ ესე ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ მხარში დავუდგე კომპანიასო“. – ეს თქვა თანამშრომელმა, რომელიც ძალიან ძვირფასი არის იმ ორგანიზაციისთვის და მენეჯმენტის წევრებს ერთმანეთში არაერთხელ აღუნიშნავთ მისი საქმიანობა, კვალიფიკაცია და მნიშვნელობა, მაგრამ როგორც ჩანს მაინც ვერ გამოხატეს და აგრძნობინეს ეს.
ამიტომ გამოყავით კონკრეტული შედეგები და გამოხატეთ მადლიერება, რომ თანამშრომლები გრძნობდნენ – თქვენ ხედავთ და აფასებთ.