ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ორგანიზაციის პრობლემების მთავარი მიზეზი

როგორც გამოცდილება აჩვენებს, ყველაზე მთავარი მიზეზი, რაც ორგანიზაციაში პრობლემების უმთავრეს ნაწილს განაპირობებს, მენეჯმენტის წევრებს შორის შეუთანხმებელი ხედვაა. ეს მინიმუმ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არიან მთავარი მომხმარებლები, რა სარგებელს ქმნის მათთვის ორგანიზაცია, რა არის (ან უნდა იყოს) მთავარი კონკურენტული უპირატესობა.

სრულად წაკითხვა »

გაფართოებული სამეთვალყურეო საბჭოები

ყველა საშუალო და დიდი ზომის კომპანიისათვის, ასევე, შესაძლოა, სახელმწიფო ორგანიზაციების დიდი ნაწილისათვის, მიზანშეწონილია, შეიქმნას გაფართოებული სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც დარგის ექსპერტები, ძირითადი მომწოდებლების, ინვესტორების, მთავარი კლიენტების, ან უბრალოდ საზოგადოების ავტორიტეტული წარმომადგენლები იქნებიან გაერთიანებული. ამ საბჭოების მთავარი დანიშნულება აღმასრულებელი მენეჯმენტის საქმიანობის მეთვალყურეობა უნდა იყოს და მათი შექმნაც, პირველ რიგში, სწორედ აღმასრულებელი მენეჯმენტის გრძელვადიან ინტერესებში შედის.

სრულად წაკითხვა »

პირველი პირის როლი

ორგანიზაციების პირველი პირები ხშირად უშუალოდ არიან ჩართულები ძალიან ბევრ პროცესში ორგანიზაციის შიგნით, ხვდებიან სტუმრებს, ესწრებიან მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეხვედრებს, რის გამოც ორგანიზაციის განვითარებისათვის საკმარისი დრო და ენერგია აღარ რჩებათ. არადა, ტოპ-მენეჯერის უპირველესი საზრუნავი, რასაც ის ყველაზე მეტ დროს და ენერგიას უნდა უთმობდეს (მინ.60% დროის და რაც უფრო დიდია ორგანიზაცია, მით უფრო მეტ), მართვის პროცესების მუდმივი დახვეწა და ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება უნდა იყოს.

სრულად წაკითხვა »

როცა სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევა ჭირს

ხშირია შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციას სჭირდება, მოკლე ვადაში, იპოვოს ადექვატური ხელმძღვანელი მისი რომელიმე სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის. შიდა კადრებიდან რომელია დაწინაურებისთვის მზად, მენეჯმენტისთვის ცხადი არ არის. გარეთ, თუნდაც საშუალო რგოლის მენეჯერის მოძებნა, საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

ამ დროს ყველაზე კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს, თვითონ სამსახურმა შიგნიდან დროებით აირჩიოს თავისი ლიდერი, სანამ ვიღაცა უკეთესი არ გამოჩნდება და ვაცალოთ ამ რეჟიმში თუნდაც 3 თვე იმუშაონ.  სრულად წაკითხვა »

ხელმძღვანელები, რომლებიც ყოველთვის აგვიანებენ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას

წარმატებული ტოპ-მენეჯერების ერთი დიდი განსხვავება წარუმატებლებისაგან იმაშია, რომ ისინი სწრაფად გრძნობენ რას შეუძლია მათ წარმატება მოუტანოს, მერე ჩაავლებენ ამ თემას ხელს და მანამ არ მოეშვებიან სანამ ბოლომდე არ მიიყვანენ. და თუ თქვენი პირველი პირი ასეთი ვერ არის და ის ყოველთვის იგვიანებს საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას, სავარაუდოდ დიდი წარმატებების იმედი არ უნდა გქონდეთ. თუმცა, ბუნებრივია, რაღაც გამოსავალი აქაც არსებობს:

სრულად წაკითხვა »

დელეგირება – თანამშრომლების კმაყოფილების და კვალიფიკაციის ამაღლების საუკეთესო გზა

საშუალო რგოლის ხელმძღვანალები, ძალიან ხშირად, თვითონ აკეთებენ საქმის უდიდეს ნაწილს და რიგით თანამშრომლებს მხოლოდ ტექნიკური სამუშაოებით ტვირთავენ, ან საერთოდ არ აკეთებინებენ არაფერს. ეს იმის გარდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის უნარების და შესაძლებლობების გამოყენებას უშლის ხელს, ორგანიზაციის წარმადობას ამცირებს, ამცირებს თვითონ ამ თანამშრომლების შრომით კმაყოფილებას და განვითარების ტემპს, რაც კიდევ უფრო მეტად საზიანოა ორგანიზაციისათვის გრძელვადიან პერიოდში.

სრულად წაკითხვა »

ყველასათვის საზიანო ჩვევა

თუ ჩავატარებთ ექსპერიმენტს და თუნდაც 3 თვით ყველა თანამშრომელს ავუკრძალავთ შაბათ –  კვირას სამსახურში მოსვლას და, ხელმძღვანელებთან შეთანხმებული მიზეზის გარეშე, 7-8 საათის შემდეგ სამსახურში დარჩენას, მენეჯმენტი იმიტომ ივლის ამ დღეებში და საღამოსაც მხოლოდ იმიტომ დარჩება, რომ ამ წესის დაცვა გააკონტროლოს, ხოლო შაბათს ან საღამოს აუცილებელ შეხვედრებს სადმე ოფისის გარეთ ჩავატარებთ, ეს პერიოდი სრულიად საკმარისი იქნება ამ ცვლილების ორგანიზაციისათვის დადებითი ეფექტის შესაფასებლად.

სრულად წაკითხვა »

მენეჯმენტის ყველაზე დიდი გამოწვევა

მენეჯმენტის ყველაზე დიდი გამოწვევა იმაშია, რომ შეცვალოს ინიციატივების ნაკადის მიმართულება. და თუ დღეს თვითონვეა ინიციატივების დიდი ნაწილის გენერატორი და შემდეგ კი უდიდეს ძალისხმევას მის მიერვე მოფიქრებული იდეების და წინადადებების განხორციელებაზე ხარჯავს, ხვალ იდეების და ინიციატივების გენერატორად თანამშრომლები უნდა აქციოს, თვითონ კი დაიტოვოს ქვემოდან ზემოთ მომავალი წინადადებების გადარჩევის და შერჩეულების განხორციელების ხელისშეწყობის ფუნქცია.

სრულად წაკითხვა »

მენეჯერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა

მენეჯერი, რომლისთვისაც ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მას ჩაეთვალოს გაკეთებული საქმე, ვიდრე ის, თუ რა საქმე გაკეთდება, სავარაუდოდ დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს. სამწუხაროდ, მენეჯერების დიდი ნაწილი სწორედ ასე ალაგებს პრიორიტეტებს. მათ ურჩევნიათ სულ არ გაკეთდეს, ვიდრე სხვამ გააკეთოს.

სრულად წაკითხვა »

თანამშრომლებმა რომ უკეთესად იმუშაონ

თანამშრომლებმა რომ ორგანიზაციისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გაკეთონ, საჭიროა:

1. ჰქონდეთ ძალიან მკაფიო ამოცანა,

2. ჰქონდეთ ეფექტური მოტივაცია ამ ამოცანის გადაწყვეტაზე და

3. სათანადო ხელშეწყობა მუშაობაში.

ამით ისინი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებენ იმ კომპეტენციის ფარგლებში რომელიც გააჩნიათ. სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება