ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ვისაც თანამშრომლები არ ჰყავს კმაყოფილი გაუჭირდება ჰყავდეს კმაყოფილი მომხმარებელი

კმაყოფილი მომხმარებლის მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება ყველასთვის, მაგრამ ბევრ ხელმძღვანელს ჯერ კიდევ არ უნდა იმის გაგება ან აღიარება, რომ მომხმარებლის კმაყოფილების მიღწევა შეუძლებელი ან მინიმუმ ძალიან ძნელია საკუთარი სამსახურით კმაყოფილი თანამშრომლების ყოლის გარეშე.

ყველას გვინახავს ხელოვნურად გაღიმებული ფარმაცევტი, რომელიც ძალით, მექანიკურად გვიღიმის, ჯანმრთელობას გვისურვებს და გვემშვიდობება. თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ მისი გამოხედვა, მისი მიმიკები ნათლად გვავგრძნობინებს, რომ ამ ადამიანს არც თავისი სამსახური უყვარს და არც ჩვენი დანახვა ახარებს დიდად.

ანუ ამ ორგანიზაციებს სავარაუდოდ კარგად აქვთ აწყობილი  მომსახურების სტანდარტების დამუშავების განვითარების, სტანდარტების სწავლებისა და დაცვის კონტროლის სისტემები, მაგრამ, ამის მიუხედავად, შედეგი არათუ დამაკმაყოფილებელი, გამაღიზიანებელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ თანამშრომლები კლიენტებს უგულოდ და არამოტივირებულად ემსახურებიან.

მეორეს მხრივ, ფარმაცევტს, რომელსაც ძალიან უყვარს საკუთარი საქმე, კარგად ესმის მისი როლი და კლიენტის კმაყოფილების მნიშვნელობა ყველანაირი სტანდარტების გარეშეც შეიძლება ბევრად კმაყოფილი კლიენტები ჰყავდეს.

რა თქმა უნდა, ბედნიერ თანამშრომელსაც სჭირდება სწავლება და კონტროლი, მაგრამ თანამშრომლების კმაყოფილების გარეშე ყველა სხვა ძალისხმევა თითქმის ნულამდე კარგავს თავის ღირებულებას.

ამიტომ იქ, სადაც კლიენტის კმაყოფილების მნიშვნელობა სათანადოდ ესმით, სტანდარტების შექმნაზე, დანერგვაზე და კონტროლზე მეტი ძალისხმევა სწორედ თანამშრომლების კმაყოფილების გაზრდაზე უნდა დახარჯონ. 

თუმცა, სამწუხაროდ, ბევრგან არათუ ბედნიერი თანამშრომლების,  ჯერ მომხმარებლების კმაყოფილების მნიშვნელობაც კი არ არის სათანადოდ გააზრებული და აღიარებული.

 

ლიდერი, რომელსაც თანამშრომლების ამოუწურავი შესაძლებლობების სჯერა

ის ხელმძღვანელები, ვისაც სჯერათ, რომ მათი გუნდის წევრებს ამოუწურავი შესაძლებლობები აქვთ და საკუთარ ამოცანად ამ შესაძლებლობების გახსნა და საერთო მიზნის სამსახურში ჩაყენება მიაჩნიათ, გაცილებით ადვილად იღებენ გუნდის წევრებისგან ლიდერის მანდატს და მათთან ერთად ბევრად დიდი და რთული მიზნების მიღწევასაც ახერხებენ.

ადამიანების შესაძლებლობები მართლაც ამოუწურავია. მათთან სწორი მიდგომების შემთხვევაში ერთ, რიგით, ძალიან ჩვეულებრივ თანამშრომელსაც კი განუზომლად დიდი ღირებულების შექმნა შეუძლია. ბევრ ხელმძღვანელს ამის, უბრალოდ, არ სჯერა ისევე, როგორც თვითონ ამ ადამიანებსაც, რის გამოც, შედეგად, ბევრი შესაძლებლობა  იკარგება.

იმისათვის, რომ გუნდის წევრები გავხსნათ, მათი შესაძლებლობების ცოტა მეტი ნაწილის ორგანიზაციის ინტერესებისათვის გამოსაყენებლად, საჭიროა, პირველ რიგში, გვჯეროდეს მათი ამოუწურავი შესაძლებლობების, ვაძლევდეთ რთულ დავალებებს,თვითონ მათაც ვარწმუნებდეთ, რომ ამ ამოცანების გადაწყვეტა შეუძლიათ.

ისინი ჩვენში ამ რწმენას რომ დაინახავენ, თვითონაც ირწმუნებენ საკუთარ შესაძლებლობებს. მეტადაც მოინდომებენ, რათა იმედები არ გაგვიცრუონ და ისეთ რაღაცებს, ისე კარგად გააკეთებენ, თვითონაც რომ არ ეგონათ თუ შეეძლოთ მისი ასე კარგად გაკეთება.

იკითხეთ სინერჯი ჯგუფის წიგნები და ეძებეთ ახალი გზები საკუთარი გუნდის წევრების შესაძლებლობების რეალიზებისათვის.

 

მარტი, 2013წ

თუ არ მოსწონს, წავიდეს

როდესაც ადამიანი სამსახურიდან არ მიდის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ძალიან მოსწონს თავის სამსახური, ან კმაყოფილია, ან მინიმუმ უკმაყოფილო მაინც არ არის. არადა სწორედ უკმაყოფილო თანამშრომელი ყველაზე ძვირი უჯდება ორგანიზაციას.

ხშირად გაიგებთ ხელმძღვანელისგან თანამშრომლის მისამართით გამოთქმულ ფრაზას: თუ არ მოსწონს, წავიდეს. ან დასმულ კითხვას – თუ არ მოსწონს რატომ არ მიდის?

ასეთ დროს ხელმძღვანელები უფრო იმას გამოხატავენ, რომ ამ თანამშრომლის ჩანაცვლება ორგანიზაციისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ამიტომ თითქოს შეგვიძლია მის კმაყოფილებაზე დიდად არ ვიზრუნოთ.

არადა უკმაყოფილო თანამშრომლები უმეტეს შემთხვევაში არ მიდიან. უბრალოდ უხალისოდ, მექანიკურად, რეაქტიულად აგრძელებენ მუშაობას. სამსახურში ხელფასის გამო იწყებენ სიარულს. მათ უკმაყოფილებას კი მათდა უნებურად ან სრულიად შეგნებულად სხვა თანამშრომლებზეც ავრცელებენ. კლიენტებიც მარტივად აღიქვამენ თანამშრომლების უკმაყოფილებას, როგორც უხარისხო პროდუქტის, ისე არასათანადო მომსახურების გამო და თვითონაც სულ უფრო უკმაყოფილოები ხდებიან.

სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია ყველაზე მეტს და ყველაზე ძვირფასს სწორედ თანამშრომლების უკმაყოფილების გამო კარგავს. შესაბამისად იმის ნაცვლად, რომ ველოდოთ როდის დატოვებენ ისინი სამსახურს და როდის ჩავანაცვლებთ მათ უკეთესი თანამშრომლებით, აჯობებს მუდმივად ვეძებოთ მათი უკმაყოფილების მიზეზები და ვეცადოთ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ ისინი.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ალბათ შეიძლება ადამიანმა შექმნას

თუ ადამიანი სიცოცხლისუნარიან ორგანიზაციას შექმნის, ისეთს, რომელსაც ძალიან ცხადი და მკაფიო, საზოგადოებისთვის ღირებული დანიშნულება ექნება, შეძლებს თვით ამ ადამიანის მონაწილეობის გარეშეც შეასრულოს საკუთარი დანიშნულება მაღალი ხარისხით და ამასთან მუდმივად იპოვოს საკუთარი სისუსტეები და გამოასწოროს, ეს შეიძლება იყოს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ადამიანმა შექმნას.

სრულად წაკითხვა »

თანამშრომლები კი არ უნდა გამოვცვალოთ, მათ სწორი დავალებები უნდა მივცეთ

ხშირად, როდესაც ადამიანები საკუთარ სამუშაოს ჩვენი, ხელმძღვანელების, შეფასებით კარგად არ აკეთებენ პირდაპირ მათ შეცვლაზე ვიწყებთ ფიქრს. არადა უფრო მნიშვნელოვანია იმაზე ვიფიქროთ, რომ მათ სწორი დავალებები მივცეთ და უკეთ დავეხმაროთ მათ გადაწყვეტაში. ასე უფრო სწრაფად ბევრად უკეთესი შედეგები შეიძლება მივიღოთ.

სრულად წაკითხვა »

დაუბალანსებელი მმართველობა

როდესაც ორგანიზაციაში თანაბარი სტატუსის ადამიანებს შორის პასუხისმგებლობები ძალიან არათანაბრად არის განაწილებული ორგანიზაციის მართვა იშლება, შიდა კონფლიქტები მატულობს, პირველი პირებისთვის ინფორმაცია იწყებს დაკარგვას, შესაბამისად მათთვის სწორი გადაწყვეტილებების დროულად მიღებაც და აღსრულებაც სულ უფრო რთულდება.  სრულად წაკითხვა »

როდესაც ხელმძღვანელები იმას აკეთებენ, რაც მათ არ უნდა აკეთონ

ხელმძღვანელები, რომლებიც იმას აკეთებენ, რასაც თვითონ არ უნდა აკეთებდნენ და რასაც დაქვემდებარებულებს უნდა აკეთებინებდნენ წესით, ამით როგორც ამ დაქვემდებარებულების, ისე საკუთარი და მთლიანად ორგანიზაციის განვითარებას სერიოზულად აფერხებენ.

სრულად წაკითხვა »

ადამიანებზე მორგებული სტრუქტურა არასოდეს მუშაობს სათანადოდ

თუ ჩვენ გადავხედავთ გუნდში ვის რა შეუძლია და იმის მიხედვით ვეცდებით მოვიფიქროთ ვინ რა აკეთოს და ვინ რაზე აიღოს პასუხისმგებლობა – მივიღებთ სტრუქტურას, რომელიც კი არ დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში ან დანიშნულების შესრულებაში, არამედ, დიდი ალბათობით, სერიოზულად შეგვიშლის ამაში ხელს.

სრულად წაკითხვა »

შედეგების განმსაზღვრელი ფუნქციები

თუ ჩვენ ადამიანების რესურსის ძირითად ნაწილს შედეგებზე ნაკლებად ზემოქმედი ფუნქციებიდან ისეთ ფუნქციებზე გადავიტანთ, რომლებსაც შედეგებზე დიდი გავლენა აქვს, ორგანიზაცია ბევრად უფრო პროდუქტიული გახდება და გამართულად იმუშავებს.

სრულად წაკითხვა »

რეგულარული თემატური შეხვედრები

თუ ჩვენ მოვახერხებთ და ორგანიზაციაში კონკრეტულ, მნიშვნელოვან თემებზე, სწორად შერჩეული ადამიანების მონაწილეობით რეგულარულ შეხვედრებს ჩავატარებთ, ამით უწყვეტს გავხდით ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვან პროცესებს.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება