ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



რა უშლის ხელს სტრატეგიული ინფორმაციის წარმოქმნას და მოძრაობას ორგანიზაციაში

თუ სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ინფორმაცია სწრაფად, შეფერხების და დამახინჯების გარეშე აღწევს უმაღლეს ხელმძღვანელამდე ორგანიზაცია ახერხებს  დროული და ხარისხიანი გადაწყვეტილებების მიღებასაც და მათ ცხოვრებაში უფრო სწრაფად და ხარისხიანად განხორციელებასაც.

სრულად წაკითხვა »

რეაქტიული და პროაქტიული სტრუქტურები

რეაქტიულია სტრუქტურა, რომელსაც ხელმძღვანელი მართავს, პროაქტიული კი ისეთი სტრუქტურაა, რომელიც თვითონ მართავს ხელმძღვანელს.

რეაქტიული სტრუქტურები, ხელმძღვანელების ცვლილებასთან ერთად, თითქმის ავტომატურად იცვლებიან და ამის გარეშეც ხშირ-ხშირად განიცდიან ცვლილებებს. პროაქტიული სტრუქტურები კი მხოლოდ ორგანიზაციის დანიშნულების მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში იცვლიან სახეს. სრულად წაკითხვა »

ხელმძღვანელის რეალური საზრუნავი

ხელმძღვანელები საკუთარი საქმიანობით კმაყოფილებას მაშინ კი არ უნდა ვგრძნობდეთ, როდესაც ბევრს ვმუშაობთ და თანაც პროდუქტიულად, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა მუშაობს ბევრს და პროდუქტიულად.

სრულად წაკითხვა »

როგორ შევაფასოთ ხელმძღვანელი

თუ გვინდა შევაფასოთ, როგორია ხელმძღვანელი, უნდა ვნახოთ, როგორ მუშაობს მისი ორგანიზაცია, როდესაც ის სამსახურში არ არის.

სრულად წაკითხვა »

ვინ რაზე ფიქრობს, ვინ რას აკეთებს და ვის რა რესურსებზე აქვს წვდომა

სტრუქტურა განსაზღვრავს ყოველდღიურ ცხოვრებაში ორგანიზაციის სამი უმთავრესი რესურსის განაწილების ალგორითმს: ინტელექტის, ძალისხმევისა და ფულის. სტრუქტურაში ვის რა ამოცანაზე აქვს პასუხისმგებლობა დაკისრებული, ვის რა ფუნქცია აქვს დავალებული და ვის რა ძალაუფლება აქვს მინიჭებული, განსაზღვრავს სწორედ ამ სამი უმთავრესი რესურსის განაწილების სქემას.

სრულად წაკითხვა »

როდესაც თანამშრომლების ცოდნის, უნარების და შესაძლებლობების არ გვჯერა

ხელმძღვანელები ხშირად თვლიან, რომ დაქვემდებარებულებზე უკეთ შეუძლიათ გაიაზრონ საკითხი, ბევრად უკეთესი გამოსავალი იპოვონ სიტუაციიდან და უფრო მართებული გადაწყვეტილება მიიღონ. თანამშრომლების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ბევრ პრობლემას უქმნის ორგანიზაციებს და უამრავ შესაძლებლობას აკარგვინებს.

სრულად წაკითხვა »

დანაკარგები არასწორი სტრუქტურის გამო

სტრუქტურის დიზაინში დაშვებული, ერთი შეხედვით მარტივი და უბოროტო შეცდომების გამო ორგანიზაციამ, შესაძლოა, ბაზარზე ზრდის და განვითარების ძალიან ბევრი შესაძლებლობა, უამრავი ფული და დრო დაკარგოს.

სრულად წაკითხვა »

როგორ გამოვიყენოთ უკეთ ორგანიზაციის ყველაზე მთავარი რესურსი

თანამშრომლებს შორის ამოცანების განაწილება ძალიან განსხვავდება ფუნქციების განაწილებისგან. ამოცანების განაწილება განსაზღვრავს ვინ რაზე ფიქრობს, ხოლო ფუნქციების – ვინ რას აკეთებს.

ორგანიზაციული მოწყობისას რაც უფრო სწორად გადაანაწილებს მენეჯმენტი ამოცანებს და არა ფუნქციებს თანამშრომლებს შორის,  მით უფრო უკეთ შეძლებს მათი შემოქმედებითი და ინტელექტუალური რესურსების გამოყენებას.

სრულად წაკითხვა »

რაც უფრო რეაქტიული და ბუნდოვანია პოზიციის ან ქვედანაყოფის დასახელება, მით უფრო ნაკლებ შედეგებს უნდა ველოდეთ მისგან

ის სამსახურები ან პოზიციები, რომელთა დასახელებაც ზოგადი და ბუნდოვანია, ამასთან ფუნქციას ასახავს და არა ამოცანას, უფრო პასიურები და რეაქტიულები არიან, როგორც წესი, ვიდრე სამსახურები ან პოზიციები რომელთა დასახელებაშიც მკაფიოდ არის ასახული ამოცანა, რომელზეც ამ პოზიციაზე მყოფი ადამიანი არის პასუხისმგებელი მენეჯმენტის წინაშე.

სრულად წაკითხვა »

რეაქტიული დირექტორების პრობლემა სტრუქტურაში

როდესაც კურატორ დირექტორს მკაფიოდ განსაზღვრულ ამოცანაზე არ აქვს პასუხისმგებლობა დაკისრებული და უბრალოდ, გაუგებრად დაჯგუფებულ ფუნქციათა ჯგუფს ხელმძღვანელობს, ის სტრუქტურის რეაქტიულ ზონად იქცევა, რომელიც ქვემოდან წამოსულ ინიციატივებს აჩერებს. ის გადაწყვეტილებების მიღებასაც აჭიანურებს, უფრო მეტად იმაზე ხდება ორიენტირებული, რამე არ გაფუჭდეს, შეცდომა არ დაუშვან მისმა სამსახურებმა, ვიდრე რამე მნიშვნელოვანი გააკეთონ. ასეთი ხელმძღვანელი მის საკურატორო სფეროში ახალი ლიდერების გაჩენასაც ქვეცნობიერად უშლის ხელს.

სრულად წაკითხვა »

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება