იმის გამო, რომ საჯარო ორგანიზაციები ძირითადად მონოპოლისტები არიან სერვისის მიწოდების ნაწილში, მათ განსაკუთრებით სჭირდებათ მუდმივად და დროულად ფლობდნენ ინფორმაციას მოქალაქეების კმაყოფილებაზე და მათ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ დარჩნენ საზოგადოებაზე ორიენტირებულნი.
მარტივი წესია – რაც უფრო მეტი საჭირო და კონსოლიდირებული ინფორმაცია აქვს ორგანიზაციას მომხმარებლებლის კმაყოფილებაზე, მით უფრო მეტი შანსი აქვს, მუდმივად პასუხობდეს მათ საჭიროებებს და იმსახურებდეს მათ კმაყოფილებასა და ლოიალურობას.